სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მზე და დედამიწა“ - თბილისის N103 საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტი განახორციელეს
04-05-2020
-
+


თბილისის N103 საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე საინტერესო პროექტი დაგეგმეს და 22 აპრილიდან 3 მაისამდე განახორციელეს. მოსწავლეებმა პროექტი დედამიწის და მზის დღეს მიუძღვნეს.

„22 აპრილი  დედამიწის  საერთაშორისო დღეა.  3 მაისი  მზის  საერთაშორისო დღეა. თბილისის N103 საჯარო სკოლის  Iგ კლასის მოსწავლეები, ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით,   შეუერთდნენ  ამ მასშტაბურ ღონისძიებას და ბუნებისმეტყველების ონლაინ გაკვეთილზე დაგეგმეს პროექტი „მზე და დედამიწა“, რომელიც განხორციელდა  22.04.2020 – 03.05.2020 პერიოდში და რომლის მიზანი იყო მომავალ თაობაში  გარემოს დაცვის, მზრუნველობისა და ბუნებისადმი სიყვარულისა  თუ პატივისცემის გრძნობის აღზრდა.  

არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე  პირველკლასელებმა დისტანციურად მიიღეს მონაწილეობა გარემოს დაცვის მხარდასაჭერ  სხვადასხვა აქტივობებში: მოიძიეს მასალა თუ ინფორმაცია აღნიშნულ დღეებთან დაკავშირებით  და საინტერესო პლაკატები, ბროშურები, მაკეტები  თუ მოწოდებები წარმოადგინეს. 

ამ პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა  ასევე მონაწილეობა მიიღეს მცენარეების  მოვლა-დათესვაში, ასევე დაატკბეს დედამიწაც. მრავალფეროვანი  ნამუშევრებისა  და  აქტივობების ამსახველი ფოტოები, ვიდეომასალა, რა თქმა უნდა, ელექტრონული ფორმით ატვირთეს სოციალურ ქსელში, მოეწყო  ელექტრონული გამოფენა და პრეზენტაცია,  რის შემდეგაც მოხდა მათი შეფასება-შეჯამება.

პროექტში მოსწავლეთა დისტანციურად მონაწილეობა  და აქტიურობა კლასის დამრიგებლის მხრიდან  წახალისდა ელექტრონული სიგელებით.  

ამ პროექტში ჩართულობისათვისა და მონაწილეობისათვის  უღრმესი მადლობა  პირველკლასელებსა და მათ მშობლებს, რომლებმაც  #დარჩისახლში  ფარგლებში მხარი დაუჭირეს  და  დისტანციურად  აქტიურად ჩაერთვნენ  ღონისძიებაში“,-აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება