სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ირგანჩაის საჯარო სკოლის მასწავლებლები დისტანციურ სწავლებაზე წარმატებით გადავიდნენ
04-05-2020
-
+


დმანისის მუნიციპალიტეტის, ირგანჩაის საჯარო სკოლა სწავლა-სწავლების პროცესს დისტანციურად წარმართავს.

მასწავლებლები დისტანციურ სწავლებაზე წარმატებით გადავიდნენ.

სკოლის პედაგოგის, პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ მონაწილე დაწყებითების წამყვანი კონსულტანტ-მასწავლებელის ნატა კვარაცხელიას თქმით, სკოლის მასწავლებლებმა ყველაფერი იღონეს, რომ მოსწავლეებისთვის მათთვის მისაღები და გასაგები ფორმით მიეწვდინათ ხმა.

„ქვეყანაში და, ზოგადად, მსოფლიოში შექმნილმა მდგომარეობამ დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ირგანჩაის საჯარო სკოლის მასწავლებელბიც და მოსწავლეებიც.

განათლების მესვეურების მხრიდან შეთავაზებულ იქნა დისტანციური სწავლების მრავალფეროვანი ფორმა. თუმცა, როგორც სიტუაციამ გვაჩვენა, ეს ფორმები ყველა რეგიონის ყველა მოსწავლისთვის და მასწავლებლისთვის ხელმისაწვდომი არ აღმოჩნდა. სამინისტროს მხრიდან ადეკვატური რეკომენდაცია იქნა მოწოდებული, რომ მასწავლებელბს გამოეყენებინათ მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის ხელმისაწვდომი ფორმები.

ირგანჩაის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა ყველაფერი იღონეს, რომ მოსწავლეებისთვის მათთვის მისაღები და გასაგები ფორმით მიეწვდინათ ხმა. აქვე გეტყვით, ყველა მოსწავლეს არ აღმოჩნდა როგორც ინტერნეტით სარგებლობის საშუალება, ისე ინტერნეტით სარგებლობის უნარები, განსაკუთრებით დაწყებითი კლასების მოსწავლეებს, ზოგიერთს მშობელიც ვერ დაეხმარა, შესაბამისად ვერ მართავდნენ ინტერნეტ გვერდებს. მაგრამ მასწავლებელთა დიდი ძალისხმევით მაინც მოხდა კავშირების დამყარება, ზოგი Teams-ში, ზოგი WatsApps-ში, feeds-ში, ზოგიც fb მესენჯერში და უბრალოდ სატელეფონო ზარით.

მასწავლებლებმა შექმნეს რესურსები, რომ თვალსაჩინოდ და სახალისოდ ყოფილიყო მიწოდებული მასალა, ძალიან გამოადგათ ტელესკოლის გაკვეთილები, მოსწავლეებს რომლებსაც შეზღუდულად ჰქონდათ ინტერნეტი, youtube -დან იწერდნენ და მერე უყურებდნენ. დამკვიდრდა ტრადიცია ნანახი გაკვეთილების ერთად გარჩევის, ამის აუცილებლობაც იყო, რადგან მოსწავლეები არაქართულენოვანები არიან და საჭირო იყო რაღაცეების დამატებით ახსნა, ტექსტების გამარტივება და სხვა.
არ არის მარტივი ეს ყველაფერი, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ირგანჩაის საჯარო სკოლის ქართული სექტორის მასწავლებლებმა თავი კარგად გაართვეს ამ სირთულესაც, რომელიც ერთგვარი რეპეტიცია აღმოჩნდა მომავლის სკოლისთვის. წარმატებები ყველა მოსწავლე-მასწავლებელს“,- აღნიშნავს პედაგოგი ნატა კვარაცხელია - პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ მონაწილე დაწყებითების წამყვანი კონსულტანტ-მასწავლებელი.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება