სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დისტანციური სწავლება სკოლის მონატრებით“ - ნაოხრების საჯარო სკოლის პედაგოგი ლელა თელიაშვილი სტატიას გვიზიარებს
04-05-2020
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის ნაოხრების საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი ლელა თელიაშვილი მსოფლიოში პანდემიისგან შექმნილ მდგომარეობაზე წერს. პედაგოგი მხატვრულად გადმოგვცემს, თუ რა ცვლილებები მოიტანა კორონავირუსმა სასწავლო პროცესში და რა ენატრებათ ბავშვებს ყველაზე მეტად. 

„დისტანციური სწავლება სკოლის მონატრებით“

ახალციხის მუნიციპალიტეტის ნაოხრების საჯარო სკოლაში, როგორც მთელი ქვეყნის  მასშტაბით, დისტანციური სწავლებაა დანერგილი.

აღნიშნული პროცესი ჩვენს სომხურენოვან სკოლაში თავიდანვე შეუფერხებლად წარიმართა, პედაგოგებმა მარტივად შეძლეს ონლაინ სწავლების პლატფორმების ადაპტირება მოსწავლეებთან, სასწავლო ინტერაქციის ახალი საშუალებები ყველასთვის ერთნაირად  საინტერესო და სასარგებლო  აღმოჩნდა, რის შედეგადაც, სკოლის არც ერთი მოსწავლე არ რჩება განათლების მიღების მიღმა. ამ საქმეში, ცხადია, პედაგოგებთან ერთად მშობლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით,  რომლებიც არსებული სიტუაციის ფონზე მეტად უწყობენ ხელს  სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვას.

ცხოვრება არ გრძელდება ჩვეულ რეჟიმში, თუმცა სწავლა არ შეწყვეტილა. თითქმის ორთვიანი დისტანციური ურთიერთობების შემდეგ, მოსწავლეები სკოლის მონატრებაზე უფრო ხშირად საუბრობენ. მართალია,  განსაკუთრებით, დაწყებით კლასებში კარგად ვერ აცნობიერებენ პანდემიასთან დაკავშირებულ საფრთხეებს, თუმცა  ხვდებიან, რომ ამ „ბოროტმა“ ვირუსმა მათ მეგობრებთან ურთიერთობის  რამდენიმე მნიშვნელოვანი თვე წაართვა.  კითხვაზე:  რა გენატრება ყველაზე მეტად? პასუხები თითქმის ერთნაირია: „მე-ჩემი კლასი მენატრება“, „თანაკლასელებთან ერთად სკოლის ეზოში გართობა“,  ბევრს დილით პატარა სოფლის სკოლისაკენ სირბილით მიმავალი გზაც კი ენატრება, ზოგს ეს ფერადი  გაზაფხული ენანება, რომ ვერ შეძლეს  სათანადოდ შეგრძნობა, სიხარულის სხვებისთვის გაზიარება, სკოლის კედლების კვლავინდებურად ახმაურება....  

ხშირად პატარები მალე იღლებიან დისტანციური ურთიერთობებით, თუმცა, ჩანს, მაინც ცდილობენ, არ დაითრგუნონ და კვლავინდებურად, აქტიურად, როგორც სკოლაში გააგრძელონ სწავლა, პედაგოგთა უთქმელად   ერთმანეთს დისტანციურ პროცესში დროულად ჩართვა შეახსენონ,  გამოიჩინონ ინიციატივა ტექნიკური თუ  შინაარსობრივი სახის ურთიერთდახმარების გასაზიარებლად.  გარდა საგაკვეთილო პროცესისა, სოფელ ნაოხრების საჯარო სკოლის მოსწავლეები  დისტანციურ რეჟიმში ყველა სახის სასწავლო აქტივობაში გაორმაგებული პასუხისმგებლობითა და ინტერესით ერთვებიან, სკოლის მონატრებას კი უფრო  პატარები ნახატებით გადმოსცემენ, დიდები ადევნებენ რა თვალ-ყურს საინფორმაციო წყაროებს, ცდილობენ,  მეტი  მოთმინებით დაიცადონ, სანამ ქვეყანაში ახალ მკვლელ ვირუსთან დაკავშირებული საფრთხეები მთლიანად არ ჩაივლის, თუმცა ყველას ერთნაირად სჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რომ  წინ მშვიდობიანი და ბედნიერი წლები ელოდებათ, რომლებიც მოსწავლეებს სკოლის ამგვარ მონატრებას აღარ განაცდევინებს.

    

ინგლისური ენის პედაგოგი
ლელა თელიაშვილი

სტატია გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება