სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მენანება ჩემი კლასის დაკეტილი კარი“ - გუდაურის საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლის ჩანახატი
04-05-2020
-
+


გუდაურის საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლე ნანა სეთურიძე კორონავირუსის გამო შეცვლილ სამყაროს და ცხოვრების წესს „მონატრების 1 თვე  - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის ფარგლებში გამოეხმაურა და თავისი ჩანაწერი გაგვიზიარა. მოსწავლის ნაშრომს etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

მე ვფიქრობ და ჩემი თანატოლებიც დამეთანხმებიან, რომ ამდენად და ამნაირად სკოლა არასდროს მოგვნატრებია. მენანება ჩემი კლასის დაკეტილი კარი. სკოლაში სიარული არაფერია თუ მას მასწავლებლების და ბავშვების ბედნიერი ღიმილი არ აფერადებს. მე გარემო და ადამიანები მჭირდება ბედნიერებისთვის. ამას კი ეს სიჩუმე უშლის ხელს. ამ სიჩუმემ რაც გამოიწვია მე დაპაუზებას, გამყინვარებას დავარქმევ. ამ სიჩუმემ სამყაროს განვითარებული ქვეყნების შეჩერება შეძლო. ამ ყველაფრის მიზეზი კი პატარა უხილავი ვირუსია. ამის გამო ტაძარში წასვლაზეც კი უარი ვთქვი... მაგრამ არ შევშინდები ჩვენი გმირი ექიმების იმედით. ადრე გმირები მეომრები და მებრძოლები მეგონენ. ექიმები ჩემი დროის თავდადებული გმირები არიან. არ შევშინდებით, რადგან ჩვენ გავაგრძელებთ გაზრდას და განვითარებას ჩვენი მასწავლებლების, ონლაინ გაკვეთილების და ტელეგაკვეთილების ყურებით. მე უფლის იმედი, მაქვს რომ დავამარცხებთ covid-19-ს და ბედნიერნი შევხვდებით ჩვენს თბილ და მონატრებულ მასწავლებლებს, მეგობრებს, ნათესავებს ჩვენს ლამაზ საქართველოში.


ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება