სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„უფრო მეტად შეიყვარეთ ერთმანეთი და უფრო მეტი სიკეთე გააკეთეთ“ - თბილისის N152 საჯარო სკოლის მოსწავლის თვალით დანახული პანდემია
01-05-2020
-
+


„გამარჯობა, მე ვარ ნია ღამბარაშვილი თბილისის N152 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე და მსოფლიოში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე მინდოდა გამეზიარებინა თქვენთვის ჩემი ფიქრები", - გვწერს ნია ღამბარაშვილი და თემის - „მონატრების 1 თვე  - რა გვასწავლა სიჩუმემ“ ფარგლებში, ემოციურ ჩანახატს გვიზიარებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ყოველდღიურად მიჩნდება ეს კითხვა - „რა შეიძლება გავაკეთო სახლში?!“ - მართლაც ძალიან მოსაწყენად ჟღერს ეს სიტყვები, რადგან ვერაფერს გააკეთებ ოთხ კედელშუა გამოკეტილი. ყოველდღე ერთი და იგივე, მაგრამ ამ ყველაფერს ერთი პლუსი აქვს: ფაქტიურად არასდროს მქონდა დრო, რომ ჩემთვის სასურველი წიგნები წამეკითხა, ახლა კი ძალიან ბევრი დრო მაქვს ჩემი ყველა გეგმის განსახორციელებლად, ფილმების საყურებლად და ბევრი საინტერესო ამბის გასაგებად.

რა შეიძლება ვუწოდოთ ამ ყველაფერს? - არცერთი სიტყვა არ მემეტება ამ საშინელების გადმოსაცემად, ადამიანებთან კონტაქტიც კი დამავიწყდა. ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ ოდესმე სკოლა მომენატრებოდა, მაგრამ ახლა დავრწმუნდი რომ ეს ყველაფერი სრულიად შესაძლებელი ყოფილა. კლასელები და მეგობრები... ყველაფერი მენატრება. საღამოობით როდესაც დასაძინებლად მივდივარ, ვფიქრობ თუ რატომ ხდება ასე, რატომ იღუპება მილიონობით უდანაშაულო ადამიანი? თავიდან როდესაც დადუმებული ქალაქი დავინახე, შიშმა შემიპყრო... ნუთუ ეს სიზმარი არაა და მართლა ხდება? სადაა მხიარულებით სავსე ქალაქი? ცუდის მეტი აღარაფერი ისმის... როდის დასრულდება ეს ყველაფერი, როდის დავინახავ გაღიმებულ ხალხს? ეს შეკითხვა უპასუხოდ მრჩება, ასე მგონია ეს ცხოვრების დასასრულია.

ამ ყველაფრით მე მინდოდა მეთქვა, რომ ცხოვრება ხანმოკლეა, არავინ არ იცის ხვალ ვის რა ელოდება, უფრო მეტად შეიყვარეთ ერთმანეთი და უფრო მეტი სიკეთე გააკეთეთ... მე მინდა, რომ ჩვენი ქვეყანა მუდამ ერთიანი და ბედნიერი იყოს! და ასეც იქნება, რადგან ჩვენ ამ ყველაფერს დავამარცხებთ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება