სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დარჩით სახლში, რათა მალე გავიდეთ გარეთ!“ - ქსოვრისის საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლის, მარიამ კასაბურის ჩანახატი
01-05-2020
-
+


„დარჩით სახლში, რათა მალე გავიდეთ გარეთ!“ - მცხეთის მუნიციპალიტეტის ქსოვრისის საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლე მარიამ კასაბური საქართველოში კორონავირუსისგან გამოწვეულ მდგომარეობას ჩანახატს უძღვნის და ექიმებისადმი მადლიერებას გამოხატავს.

„დარჩით სახლში, რათა მალე გავიდეთ გარეთ!“

„კორონა“-გვირგვინს ნიშნავსო ასე მოვისმინე  ექიმების  განმარტებაში. გვირგვინი, ჩემი აზრით, რაღაც კარგთან ასოცირდებოდა აქამდე. აღარ მომწონს ეს სიტყვა, სიტყვა რომელმაც სიკვდილის კორიანტელი დააყენა მთელს მსოფლიოში. დრო გააჩერა რომელიც ასეთი ძვირფასია ჩვენთვის. მან იმსხვერპლა უამრავი ადამიანი. გული მწყდება რომ ბევრი ადამიანი ვერ აღიქვამს რეალურად შექმნილ მდგომარეობას. მინდა ყველა ჩემს თანატოლებს და ასევე უფროსებს მოვუწოდო, კარგად გაიაზრონ შექმნილი მდგომარეობა. გაუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს. ჩვენი დაუდევრობით ნუ შევუქმნით სხვის სიცოცხლეს საფრთხეს.

მე მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენი დროის გმირებს: ექიმებს, პოლიციას, ჯარისკაცებს და თითოეულ თქვენთაგანს ვინც თავისი თანადგომით ხელს უწყობთ მათ მუშაობაში. მედიას, რომელიც თავიანთი რისკის ფასად მაინც დგანან წინა ხაზზე, რათა ჩვენამდე მოიტანონ სათქმელი. უამისოდ, ისედაც იზოლაციაში მყოფნი სრულ დეპრესიაში ვიქნებოდით. მინდა განსაკუთრებით გაუფრთხილდეთ ჩვენს ექიმებს. მათაც ჰყავთ ოჯახები და ენატრებათ საყვარელი ადამიანები. ისინი თავდაუზოგავად იცავენ ჩვენ სიცოცხლეს ძალიან დიდი რისკის ფასად. გული მწყდება რომ ზოგი ადამიანისთვის სახლში ყოფნა სასჯელია, მაშინ როცა თითოეული ექიმი სახლშიც კი ვერ მიდის.

მე მჯერა ჩემი ექიმების, მე მჯერა უფლის წყალობის, მე მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს ამ ომის, და როგორც ჯარისკაცები ბრძოლიდან გამარჯვებულები უნდა გამოვიდეთ. ჩენი მოვალეობები პირნათლად უნდა შევასრულოთ., რათა დავიცვათ ჩვენი და სხვისი სიცოცხლე.

                „ნუ შეშინდებით, უფალი სუფევს,

                 და ეს სამყაროს უფლის ჩინია,

                 ზეციდან ისმის ანგელოზთა საგალობელი,

                 ჩვენთან არს ღმერთი! საყვარელნო, ნუ გეშინიათ!“

 

მარიამ კასაბური
სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლის VI  კლასის მოსწავლე
ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება