სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სწორედ ის დროა, იფიქრო წარსულზე, წარსულის შეცდომებზე, გააანალიზო აწმყო და ამის მიხედვით დაგეგმო მომავალი“- დაბა კაზრეთის N1 სკოლის მოსწავლის ჩანახატი
30-04-2020
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლემ ლიკა კავლელაშვილმა პანდემიით შეცვლილ ცხოვრებას ჩანახატი მიუძღვნა.

„მოვიდა პირველი, შემდეგ მეორე, მესამე და ასე უსასრულოდ, საბოლოოდ კი შენს გონებაში ფიქრების კორიანტელი დადგა. აღარ იცი რომელს მიხედო, რომელზე იფიქრო და რომელი ერთი გააანალიზო. დიახ, ახლა ისეთ სიტუაციაში ხარ, რომ დაგროვდა უამრავი ფიქრი, აზრი რომელთაც მიხედვა სჭირდებათ. მანამდე შესაძლოა შანსი არ გქონდა ამ ყველაფრისთვის, რადგან დაკავებული იყავი. გადართული იყავი სამუშაოზე, გართობაზე, სწავლაზე.

   დღეს მე, შენ, ჩვენ ყველა ვართ რაპუნცელის მდგომარეობაში, რომელიც მთელი დღეები კოშკში იჯდა. არ იცი ის რას განიცდიდა იქ და რაზე ფიქრობდა, მაგრამ შენ იცი რა გაწუხებს და რას გრძნობ შენს „კოშკში“ მყოფი.

  და დიახ. ახლა სწორედ ის დროა, იფიქრო წარსულზე, წარსულის შეცდომებზე, გააანალიზო აწმყო და ამის მიხედვით დაგეგმო მომავალი, მომავალი რომელიც აუცილებლად მოვა. შესაძლოა უკვე დაიღალე და გინდა გაექცე შენს თავს, გონებას. მაგრამ ახლა ხომ სწორედ ის დროა, რომ ჩვენი თავი ვიპოვოთ, მე ჩემი, შენ შენი და საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ რა გვინდა ამ ცხოვრებისგან, ვინ გვინდა ვიყოთ და ა.შ.

  ვფიქრობ, „კოშკში“ ყოფნამ ბევრს და მათ შორის მეც, ისეთი ნიჭი და შესაძლებლობები აღმოაჩენინა რომელზეც აქამდე არასდროს დაფიქრებულა. შეიძლება ვიღაცამ მზარეულობა ისწავლა, ვიღაცამ თავის თავში პატარა მწერალი იპოვა (ის ხომ ყველა ადამიანშია, უბრალოდ ძებნა სჭირდება), ვიღაცამ ხატვის, ცეკვის ნიჭი აღმოაჩინა საკუთარ თავში და ასე უსასრულოდ.

  და ბოლოს, დიახ. დღევანდელმა პრობლემამ, რომელმაც მსოფლიოს უამრავი ქვეყანა მოიცვა, დააახლოვა ოჯახის წევრები, კიდევ ერთხელ ასწავლა მათ ერთმანეთის სიყვარული, ფასი. ალბათ რა მშვენიერია არა როდესაც საღამოობით ოჯახის ყველა წევრი ერთადაა, ერთმანეთში საუბრობენ, უზიარებენ თავიანთ აზრებს სხვადასხვა თემებზე, ასევე ერთმანეთის ოცნებებს, მიზნებს, გრძნობებს იზიარებენ.

  ამიტომაც, აქედან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ ყველანაირ ნეგატიურ სიტუაციაში ვეძებოთ რაც შეიძლება მეტი და მეტი დადებითი.

                                                            დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე ლიკა კავლელაშვილი. 

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება