სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„თითქოს ეს „უბომბო“ მსოფლიო ომი იყო საჭირო იმისათვის, რომ ადამიანებს ღვთის რწმენა დაბრუნებოდათ“-ლეღვას N1 საჯარო სკოლის მოსწავლის ჩანახატი
30-04-2020
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის ლეღვას N1 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე ლუკა ტაკიძე მსოფლიოში შექმნილ ვითარებაზე თავის ჩანახატს გვთავაზობს. მოსწავლე საინტერესოდ და ემოციურად გადმოგვცემს თავის საფიქრალს.


                                                    მონატრების ერთი თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ?

მიუხედავად იმისა, რომ წელიწადის ნებისმიერ დროს სიხარულით ვხვდები და ყველა დრო თავისებურ გრძნობებს აღძრავს ჩემში, წლევანდელი გააფხული ყველასგან უცნაურად დაიწყო. ვხედავდი და ვუსმენდი თუ როგორ მოიცვა მთელი მსოფლიო პანდემიამ.

მთელი მსოფლიო თითქოს ერთ ხაზზე მოექცა, უმოძრაო გახდა ირგვლივ ყოველი. საოცარმა სიჩუმემ და სიმშვიდემ დაისადგურა.

ამ სიჩუმემ ბევრ რამეზე დამაფიქრა. თითქოს, მზეც გისოსებში მოექცა, გაზაფხულის ჩვეული სითბო და სათნოება დაკარგა. ვისწავლე თუ რამდენად მნიშვნელოვანია თავისუფლება... ვისწავლე თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყველაფერი ის, რასაც აქამდე წვრილმანებს ვეძახდი. მივხვდი, რომ ადამიანი კი არ მართავს სამყაროს, არამედ სამყარო გვმართავს ჩვენ. შებრალება ვისწავლე. აღმოვაჩინე, რომ...დედამიწა შემებრალა... შემებრალა იმიტომ, რომ რამდენად უდიერად და გაუფრთხილებლად ვექცევით ადამიანები მას. მიუხედავად მისი მადლისა, არასდროს ვუფრთხილდებით მას და ჩვენდა უნებურად, შეგნებულად თუ შეუგნებლად, ზიანს ვაყენებთ, ვაბინძურებთ, გულს უღებთ. ახლა თითქოს ვხედავ თუ როგორ შვებით ამოისუნთქა და რაღაცნაირად ვიგრძენი თითქოს ყველა მათგანის გულში ჩახუტება უნდა. თითქოს ეს „უბომბო“ მსოფლიო ომი იყო საჭირო იმისათვის, რომ ადამიანებს ღვთის რწმენა დაბრუნებოდათ, თითქოს ეს ომი იყო საჭირო სიკეთის კეთებისთვის, ერთმანეთის გაფრთხილებისათვის, თანადგომისა და ერთობისათვის.

მთელი მსოფლიო ორმა სიტყვამ გააერთიანა, ორმა სიტყვამ, რომელიც მოგვიწოდებს „დარჩი სახლში“ და სწორედ ამ სიტყვებს ის ადამიანები ამბობენ, რომლების იმედიც დღეს მთელ მსოფლიოს აქვს.

ეს ადამიანები ჩვენი დროის გმირებად ითქმება და არამგონია მხოლოდ მადლიერების გამოხატვა ტაშის დაკვრით იყოს საკმარისი. მივხვდი თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ოჯახის შვილების სინატრულის ფონზე ხალხის სამსახურში ყოფნა. აქ ხომ მას შეცდომის უფლება არა აქვს. მე, როგორც ჩვეულებრივმა ადამიანმა კარანტინსა და პანდემიას, როგორც უარყოფითი, ისე დადებითი მხარეც აღმოვაჩინე.

წიგნების კითხვა ჩემი ჰობია და ადრე ჩემი ასაკის შესაფერის თემებზე მსჯელობა საგარეო წიგნების წასაკითხავად და მსოფლიო მწერალთა გასაცნობად მეტნაკლებად მრჩებოდა დრო. დღეს კი საკმარისი დრო მაქვს იმისათვის, რომ გავეცნო სხვადასხვა სულისშემძვრელ ნაწარმოებებს, შევიყვარო და შევისწავლო ყველა ქვეყნისა და მწერლის უძველეს განძი.

შანსი მომეცა ახალი მიზნების განსახორციელებლად. მეტი დრო მომეცა დასაფიქრებლადაც. ვფიქრობ, ეს ჩვენთვის ჭკუის სასწავლი უნდა იყოს. მგონი, ეს ამად ღირდა. ამ ერთმა თვემ ნათლად დამანახვა, უმეგობროდ, ურთიერთობების გარეშე ცხოვრება რთულია. მინდა, რომ მალე დასრულდეს ეს ყველაფერი. ჩემი მთავრი რჩევაა, რომ ეს (უქმე) დრო მაქსიმალურად შენი და ჩვენი მომავლის სასარგებლოდ გამოვიყენოთ.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

გვიყვარხარ პატრიარქო! - IZRUNE.GE-ს მაღალტექნოლოგიური სახალხო საქველმოქმედო აქცია 

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

განათლების სამინისტრომ კონკური გამოაცხადა - შერჩეული აპლიკანტები გრანტის სახით 35000 ლარს მიიღებენ

გაკვეთილების დაწყების მოქნილი განრიგი მოსწავლეთა კეთილდღეობისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას იწვევს.

რა გამოცდილება და კვალიფიკაცია უნდა ჰქონდეთ მასწავლებლებს სტატუსის მიხედვით - ახალი მოთხოვნები ცნობილია

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა რატიანი პასუხობს

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

სკოლები

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს საქართველოში სახანძრო სამაშველო საქმიანობის ისტორია

საინტერესო

გაკვეთილების დაწყების მოქნილი განრიგი მოსწავლეთა კეთილდღეობისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას იწვევს.

„მინდოდა სოფლის მეურნეობის მუშაკი ან ზოოტექნიკოსი გამოვსულიყავი... რაზე ოცნებობდა პატრიარქი ახალგაზრდობისას“

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება