სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩემი აზრით, მსოფლიოში სიყვარული აღარ იყო და ვირუსიც იმიტომ გავრცელდა“ - გუდაურის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლის ჩანახატი
30-04-2020
-
+


სახლში ყოფნის ერთ თვეს გუდაურის საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლე ელენე ზაქაიძემ საინტერესო ჩანახატი მიუძღვნა. მოსწავლე თავის ნამუშევარში საკუთარ ემოციებს და ფიქრებს გვიზიარებს.

მონატრების ერთი თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ?

მე ელენე მქვია და მეხუთე კლასში ვსწავლობ, მაგრამ ახლა მხოლოდ სახლში ვსწავლობ. რომ გითხრათ მომწონს სახლში სწავლა, მოგატყუებთ. უკვე ორი თვეა სკოლაში არ ვყოფილვარ. მიზეზი კორონავირუსია. სკოლა მენატრება, მასწავლებლები და ჩემი მეგობრები, თამაში მენატრება და გარეთ გასვლა.

სოფელში, სადაც მე ვცხოვრობ, ხალხი ქუჩაში აღარ დადის. კარანტინია. ეს სიტყვა ახლა გავიგე, რას ნიშნავს. ყველგან სიჩუმეა. კორონავირუსმა ყველა შეაშინა. ამინდიც კი შეაშინა. მზეც კარანტინშია ალბათ, აღარ ჩნდება. ბოლოს როდის იყო მზიანი ამინდი, აღარ მახსოვს. გარეთ ისე ცივა, როგორც ზამთარში. მე კი ეზოში გასვლა და ჩემ დაიკოსთან თამაში მინდა.

      რა გვასწავლა სიჩუმემ?

სიჩუმემ გვასწავლა, რომ ჩვენთვის, ადამიანებისთვის მთავარი სიყვარული, სიკეთე, მეგობრობა და ზრუნვაა. ჩვენ ხომ იმიტომ ვართ სახლში, რომ სხვა ადამიანებზე ვიზრუნოთ. ვზრუნავთ იმიტომ, რომ გვიყვარს ისინი. კიდევ ის დამანახა, რომ ყველაზე მთავარი ადამიანია ჩვენს სამყაროში. როცა ვინმეს უჭირს უნდა დავეხმაროთ, მისთვის სიკეთე გავაკეთოთ. ვიზრუნოთ მასზე ვინც ცუდადაა, ვისაც ჩვენი დახმარება ძალიან სჭირდება. თუ სხვა ადამიანს სიკეთეს გაუკეთებ, ის აუცილებლად უკან დაგიბრუნდება.

ჩემი აზრით, მსოფლიოში სიყვარული აღარ იყო და ეს ვირუსიც იმიტომ გავრცელდა. მაგრამ მჯერა, რომ სულ მალე ეს დამთავრდება და ჩვენ ისევ ჩვეულებრივი ცხოვრებით ვიცხოვრებთ.

გუდაურის საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლე ელენე ზაქაიძე

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება