სიახლეები
სამასწავლებლო

„გადადება ქაოსს გამოიწვევს“ - ემზადებიან თუ არა აბიტურიენტები სათანადოდ და უნდა გადაიწიოს თუ არა ეროვნული გამოცდების თარიღმა
01-05-2020
-
+


სწავლა სკოლებში სექტემბრამდე რომ არ აღდგება, ეს უკვე ცნობილია, თუმცა სექტემბრამდე ცხელი ზაფხულია აბიტურიენტებისთვის, რომელთა ბედიც, უხეშად რომ ვთქვათ, ჯერ ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის. რა ფორმატით ჩატარდება ეროვნული გამოცდები ან რა პროგრამით, ეს ჯერჯერობით უცნობია, თუმცა etaloni.ge-ს მკითხველისთვის ალბათ ინტერესსმოკლებული არ იქნება, შეიტყოს იმ ადამიანების აზრი, ვისაც სწორედ აბიტურიენტების მზაობის ხარისხზე საუბარი ხელეწიფება.

ახერხებენ თუ არა სათანადოდ მომზადებას აბიტურიენტები და ხომ არ აჯობებს, ეროვნული გამოცდების გადადება? - ამ კითხვით მივმართეთ სკოლების დირექტორებს, რომელთა უმრავლესობასაც  მიაჩნია, რომ ბოლო სამი თვე გადამწყვეტი არ უნდა გახდეს და წესით, არც მომზადების ხარისხზე უნდა ასახულიყო.

 ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ წასრის საჯარო სკოლის დირექტორი ელისო დოღაძე:

- ეროვნული გამოცდების თარიღმა არ უნდა გადაიწიოს! აბიტურიენტი თუ მოწადინებულია, არაფერს იშურებს იმისთვის, შეძლებისდაგვარად მოემზადოს. თან თუ ისე მოხდება, რომ მეორე სემესტრის პროგრამას არ შეიტანენ, რაც საფუძვლიანად არ გაუვლიათ, გამოცდების თარიღის შეცვლის აზრიც საბოლოოდ იკარგება.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაოხრების საჯარო სკოლის დირექტორი ვიქტორ მურადიანი:

- თარიღის გადაწევა არ მგონია მართებული. ჩვენ მაგალითად, მხოლოდ ერთი აბიტურიენტი გვყავს და ისიც აქტიურადაა ჩართული დისტანციურ სწავლებაში.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლების საჯარო სკოლის დირექტორი მარინა ხუჭუა:

- ჩემი აზრით, ეროვნული გამოცდების თარიღი ცოტას თუ გადაიწევს უკეთესი იქნება... აბიტურიენტები კი ახერხებენ მეტ-ნაკლებად მომზადებას, მაგრამ მაინც დაძაბული სიტუაციაა, ჩაკეტილობაა და სტრესი როცა მოიხსნება, მაშინ სჯობს გამოცდების ჩატარება.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალშავის საჯარო სკოლის დირექტორი ზურაბ პაპიძე:

- წესით, აბიტურიენტები ახლა უკვე მომზადებულები უნდა იყვნენ. ვისაც სწავლა სურს - სწავლობს და მიმაჩნია, რომ ეს სამი თვე გადამწყვეტი არ უნდა აღმოჩნდეს, როდესაც სწავლის ხარისხზე ვსაუბრობთ. მომზადებაში ხელს არაფერი უშლის, სახლშიც მეტი დრო აქვთ და ამიტომ, გამოცდების თარიღის გადაწევა მართებულად არ მიმაჩნია.

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჩბისის საჯარო სკოლის დირექტორი გივი ასლამაზაშვილი:

- აბიტურიენტები დიტანციურადაქტიურად არიან ჩართულები სასწავლო პროცესში და ვფიქრობ, ეროვნული გამოცდების გადადება არ ღირს. მითუმეტეს არავინ  იცის, პანდემიასთან დაკავშირებით, რა მდგომარეობა გვექნება... ხომ შეიძლება კიდევ გართულდეს? გამოცდების გადაწევით რას მოვიგებთ? - მხოლოდ დროს დავკარგავთ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთის საჯარო სკოლის დირექტორი იაკობ ფირცხალაიშვილი:

- ვისაც სწავლა უნდა და უმაღლესში ჩაბარება, ახლა ყველანაირი პირობა აქვს: ტელეგაკვეთილები, ონლაინ-გაკვეთილები და დრო აქვთ კიდევ უამრავი, ასე რომ, ისწავლონ და არც გამოცდების განრიგის შეცვლა იქნება საჭირო.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრიწყლების საჯარო სკოლის დირექტორი ასმათი არაბული:

- ახლა უკვე მომზადებულები უნდა იყვნენ აბიტურიენტები და ამიტომ, არ მგონია, საჭირო იყო ეროვნული გამოცდების თარიღის შეცვლა.

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობარეთის საჯარო სკოლის დირექტორი მაყვალა ჯვარიზე:

 - ჩემი აზრით, მთავარია  ჯანმრთელობა და შემდეგ სხვა დანარჩენ რაღაცებზე ზრუნვა. თუკი  სიტუაცია ამის საშუალებას მოგვცემს, დროულად უნდა ჩავატაროთ ეროვნული გამოცდები. აბიტურიენტები ტელეგაკვეთილებსაც უყურებენ, აბიტურის საათებსაც, ცალკე ონლაინ-გაკვეთილები უტარდებათ და სხვა მასწავლებლებსაც ეკონტაქტებიან, რათა მიიღონ შესაბამისი ცოდნა -  ასე რომ, ხელი არ ეშლებათ და რა მოხდა, მასწავლებელი წინ თუ არ უზის მოსწავლეს? მთავარია იღებენ შესაბამის ცოდნას.

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ინწკირვეთის საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ ქათამაძე:

- ჩვენ ერთი აბიტურიენტი გვყავს. ისედაც ძალიან ძლიერი ბავშვი იყო და კმაყოფილიცაა დისტანციური სწავლების. ამბობს, რომ ყველაფერში ჩართულია. რაც შეეხება ეროვნული გამოცდების თარიღს, ვფიქრობ, ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის.

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ გელაძეების საჯარო სკოლის დირექტორი ოთარ ანთაძე:

- ვფიქრობ, ეროვნული გამოცდების თარიღი არ უნდა შეიცვალოს და იცით, რატომ? ვინც ემზადება და სწავლა უნდა, მას ხელს არაფერი უშლის. მე თუ მკითხავთ, სამი თვის გულისთვის გამოცდების გადადება უფრო მეტ ქაოსს გამოიწვევს.


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

„საკვებს აღენიშნებოდა მძაფრი, უსიამოვნო სუნი... გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა“

გილოცავთ ბარბარობას! ლოცვა, რომელიც ყველა მორწმუნემ უნდა წარმოთქვას

„თუ სახელმძღვანელო არ იქნება ხარისხიანი, არანაირ რეფორმას აზრი არ აქვს!“

„შევიმუშაოთ აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული სქემა და საბოლოოდ ამ ადამიანებს დავარქვათ „პედაგოგები“ - ისინი ამ სტატუსს იმსახურებენ“...

ხელფასები 214 ლარით გაიზარდა - ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა იმუშავეს სხვადასხვა აქტივობაზე

ღონისძიებისას ბავშვებმა ისაუბრეს ბარბარობის ისტორიულ და რელიგიურ მნიშვნელობაზე

ღონისძიებას ორგანიზება პედაგოგებმა - ლორიტა ჭაავამ და ქეთინო კუტალიამ გაუწიეს

საინტერესო

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება