სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„აღარ ვაქცევდი ყურადღებას იმ პანიკას, რაც ხალხში იყო“ - თბილისის N2 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლის მიერ დადებითად დანახული პანდემია
29-04-2020
-
+


თბილისის N2 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე გოგონა, რომელსაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ სურს, ჩანახატს წერს თემაზე: მონატრების ერთი თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ?. როგორც მოსწავლე წერს, მან შეძლო ნეგატიური ინფორმაციის დაძლევა და პანდემიით გამოწვეულ რთულ ვითარებაშიც დადებითის დანახვა.  

„მართლა არ მეგონა, თუ ოდესმე ასეთ რეალობაში აღმოვჩნდებოდი, ოთხ კედელში გამოკეტილი, სადაც თითქმის ყოველი დღე ერთნაირია. არ იცი როდის მორჩება ეს ყველაფერი, როდის შეძლებ ისევ გარეთ გასვლას, მეგობრების და ახლობლების ნახვას,გართობას, დასვენებას, მოგზაურობას, არ იცი როდის იქნები ისევ თავისუფალი, როდის შეგეძლება ჩაეხუტო საყვარელ ადამიანებს, შეეხო რაიმეს შიშის გარეშე. ყველა მხრიდან მარტო ნეგატივი, შიში და უიმედობა, არავინ იტყვის რამე ისეთს რაც დაგაწყნარებს, ისევ და ისევ შენ გიწევს შენს თავში ძალების მოპოვება, შენი თავის დაწყნარება და იმედიანად ყოფნა, ეს სიმშვიდე სხვასაც უნდა გაუზიარო, ამ დროს საჭიროა ერთმანეთის სიყვარული და გვერში დგომა, რათა ერთად დავძლიოთ რთული პერიოდი.

მახსოვს ჯერ კიდევ თებერვლის დასასრული იყო, მარტი ახლოვდებოდა, მიხაროდა გაზაფხულის მოსვლა და მარტის არდადეგები, მეგონა, რომ ამ დროის განმავლობაში გავერთობოდი, მეგობრებს ან ახლობლებს ვნახავდი, თუმცა ჩემმა მოლოდინმა არ გაამართლა. ყველა სახლშიგამოიკეტა, არამარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში. მე მეგონა ამ დროის განმავლობაში ცოტა ჩაწყნარდებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ პირიქით, ყოველდღე უარესდებოდა მდგომარეობა. ყველაფერი იკეტებოდა ეტაპობრივად, მაღაზიები, 
რესტორნები, ცენტრები და საბოლოოდ სიცოცხლით და სიხარულით სავსე ქალქები დაცარიელდა. ვუყურებდი ამ ყველაფერს და ვეკითხებოდი ჩემს თავს ,,დასრულდება თუ არა ოდესმე ეს კოშმარი’’ ამ ფიქრებში გავატარე ორი კვირა, ერთ დღესაც, როდესაც უკვე მივხვდი რომ ეს აზრები არაფერს კარგს არ მომიტანდა, ავდექი და ამოვიგდე თავიდან ყველანაირი ნეგატივი და შიში, აღარ ვაქცევდი ყურადღებას იმ პანიკას, რაც ხალხში იყო, მივხვდი რომ ეს იყო ომი და მეც უნდა მიმეღო მონაწილეობა. იმიტომ რომ აქ ყველას მონაწილეობა მნიშვნელოვანია. მე მივხვდი რომ ჩემი სახლში დარჩენა სარგებელს მოიტანდა და ამით ვუწყობდი ხელს ჩემს ქვეყანას. მე დავიწყე ამ პანიკის წინააღმდეგ ბრძოლა,რომელიც ხალხში იყო და შიშის მაგივრად სიფრთხილისკენ მოვუწოდებდი, რადგან ვირუსს იზიდავს შიში!!!

ამ ყველაფრის მერე მე დავიწყე ამ მდგომარეობაში პოზიტივის ხედვაც,მაგალითად:
,, დედამიწის შვება’’ ....

სამსახურები დაიკეტა, აღარავინ გადის გარეთ, შესაბამისად ნაკლები ხალხი დადის ავტომობილით, აიკრძალა ავტობუსები, აღარ არის ფრენები, ხოლო ტვირთბრუნვა მხოლოდ ისეთ ნივთებზეა, რომელიც მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის. აქედან გამომდინარე გასუფთავდა ჰაერი და წყალი, ნავთობი აღარავის სჭირდება, ანუ ყველაფერმა მარტო ცუდი არ მოგვიტანა ხალხს...

ამ სიჩუმემ მასწავლა ბევრი რამ, მივხვდი ბევრი რამის ფასს, რომელსაც არ ვაფასებდი, დამაფიქრა ყველაფერზე რაც  ჩემს ცხოვრებაში მოხდა და მიმახვედრა თუ რატომ გადამხდა ესა თუ ის მოვლენა თავს. ანუ სიჩუმემ მომცა ჩემს თავთან მარტო ყოფნის საშუალება და აგრეთვე ჩემს ოჯახთან უფრო მეტი დროის გატარების შესაძლებლობა.

მე მჯერა, რომ ეს მდგომარეობა ბევრ რამეზე დაგვაფიქრებს და კარგისკენ გვიჩვენებს გზას...მჯერა რომ ეს ყველაფერი მალე დასრულდება და მალე ვნახავ ჩემს მეგობრებს...“.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ახალი წესები და 4 მთავარი მიმართულება სკოლებში - დირექტორებთან რერსურსცენტრები შეხვედრებს ატარებენ

 მასწავლებლის სახლმა ახლი სასწავლო რესურსი გამოაქვეყნა

ინფორმაცია მასწავლებლებისთვის - გამოცდის შედეგის შესახებ ცნობის ასაღებად

ფორმა უფასოდ გადაეცემა მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც ოთხი და მეტი შვილი და სოცდაუცველის სტატუსი აქვთ ( 65 000 ქულაზე მეტი და 120 001 ქულაზე ნაკლები) 

ეხება თუ არა მასწავლებელთა საპენსიო შენატანსა და ხელფასებს ცვლილებები სკოლების ვაუჩერული დაფინანსების წესში

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია

„ანაბასისის“ მოსწავლეებმა ძამას ხეობაში საგანმანათლებლო ექსკურსია მოაწყვეს

წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების დაუვიწყარო საზაფხულო დღეები თრუსოს ხეობის ბანაკში 

ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა

სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლა
ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლე „გაეროს მოდელირების“ საუკეთესო დელეგატებს შორის დასახელდა.
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება