| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„დავირუსებული მსოფლიო“ - მცხეთის მუნიციპალიტეტის ქსოვრისის საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლე ქეთევან თამარაშვილი საქართველოში კორონავირუსით გამოწვეულ მდგომარეობაზე ჩანახატს გვთავაზობს. მოსწავლე თვითიზოლაციაში თავის ემოციებს და ყოველდღიურ საქმიანობას აღწერს.
დავირუსებული მსოფლიო
„კორონა ვირუსით შევშინდით ყველა.
ვეღარ გავდივართ სახლიდან ვერსად,
დახურეს, დაკეტეს, ჩვენი სკოლები,
ვეღარ გვნახულობენ ჩვენი მეგობრები“
მსოფლიოში მძვინვარებს კოვიდ-19, ვირუსი რომელის გამოჩენიდან მალევე გამოცხადდა პანდემიად. როგორც უხილავი მტერი მოულოდნელად შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში. ქუჩაში ხალხი აღარ დადის, აღარც ტრანსპორტი მოძრაობს. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, მსოფლიო დიდ გასაჭირში ჩავარდა. კორონავირუსის გამო დაიკეტა სკოლები, მაღაზიები, ვეღარ გავდივართ გარეთ, ვერ ვნახულობთ ჩვენს მეგობრებს და ვეღარ ვთამაშობთ მათთან ერთად. სკოლების დაკეტვამ აუცილებელი გახადა ონლაინ გაკვეთილების ჩატარება..ასეთი გაკვეთილები მომწონს, მომწონს ტელესკოლაც, თუმცა ამ ყველაფერს სკოლა მირჩევნია. სახლში ყოფნა პირადად ჩემთვის ცოტა მოსაწყენია. მიუხედავად იმისა, დროის უმეტეს ნაწილს წიგნის კითხვას ვუთმობ, ასევე მუდამ ჩართული ვარ ონლაინ გაკვეთილებში. სახლში ყოფნამ სხვადასხვა ჰობიც გამიჩინა. მაგალითად, ვისწავლე გემრიელი ნამცხვრების გამოცხობა. დილით, როდესაც ვდგები, ყოველთვის ვვარჯიშობ. ასევე მეტი დრო მაქვს ჩემს ოჯახის წევრებთან დროის გასატარებლად. მუდამ ერთად ვართ, ერთად გაგვყავს დრო სხვადასხვა თამაშებით.
ძალიან მომენატრა სკოლა ჩემი საყვარელი მასწავლებლები და ჩემი მეგობრები. იმედია მსოფლიო მალე დაამარცხებს ვერაგ მტერს. მე მჯერა ჩვენი ექიმების. მჯერა, რომ თავისი დაუღალავი შრომით და ჩვენი თანადგომით შეძლებენ ამას. ჩვენი ვალია დავიცვათ წესები. რათა დავამარცხოთ ეს უხილავი მტერი.
#დარჩითსახლში
#ყველაფერი კარგად იქნება
ქეთევან თამარაშვილი
სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლე
ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები
„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება