სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„უხილავი მტერი“ დატოვებს დედამიწას და იქნებ „ხილულმა მტერმაც“ დაგვტოვოს ჩვენ“ - გუდაურის საჯარო სკოლის მოსწავლის ჩანახატი
27-04-2020
-
+


გუდაურის საჯარო სკოლის 10 კლასის მოსწავლე მარიამ ზაქაიძე ჩანახატში საკუთარი თვალით დანახულ პანდემიას გადმოსცემს. „უხილავი მტერი“ დატოვებს დედამიწას და იქნებ „ხილულმა მტერმაც“ დაგვტოვოს ჩვენ - ასეთი ოპიტიმისტური მოლოდინი აქვს მოსწავლეს. მის სათქმელს ჩვენ უცვლელად გიზიარებთ: 


                                                             მონატრების ერთი თვე... რა გვასწავლა სიჩუმემ   

სიჩუმემ დამანახა, რომ მონატრება დროითი კი არა, სივრცული ფენომენია, ასევე ადამიანების გარეშე სიცოცხლე არაფერია, მანქანების გარეშე კი სამყარო მშვენიერია, მოვუწოდოთ ერთმანეთს გადარჩენისკენ, ვიცი და მესმის რომ გრძელდება უსასრულო, ნაცრისფერი დღეები მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს შეეცადეთ მშვიდად იყოთ, იცოდეთ ეს უბრალოდ ცუდი დღეებია და ყველაფერი ჩაივლის, მეც შევძლებ სიჩუმეში დანახული ოცნების რეალურად გადაქცევას, მწამს, რომ „უხილავი მტერი“' დატოვებს დედამიწას და იქნებ „ხილულმა მტერმაც“ დაგვტოვოს ჩვენ.

ცივი ზამთარიც გავიდა, ზამთრის ძილის შემდეგ ყველაფერი განახლდა,  ვარდისფერი დილა გათენდა, ტკბილმა ოცნებებმა გაიღვიძეს ჩემში, ჰაერი სურნელოვანი მცენარეების სურნელით გაიჟღინთა, ხეებზე პირველი კვირტები გამოჩნდა, ცა გაზაფხულის ფერებით შეიმოსა, თბილი ამინდია, დიდხანს ველოდი ამ დღეს, ისეთი განწყობა დამეუფლა როგორიც გაზაფხულია, გადავწყვიტე ხეხილის ბაღი გამეშენებინა ეზოში, მომარაგებული მქონდა ნერგები ამიტომ შევუდექი ეზოში მუშაობას, დავიწყე ყინვა გამძლე  მცენარეების დარგვა, როდესაც დავიღალე ბალახზე ჩამოვჯექი, გავყურებდი მოტიტვლებულ მთის ფერდობს სადაც მცირე ზომის ფიჭვის კულტურაა გაშენებული და  ვოცნებობდი ჩემი სოფელი უფრო გამემწვანებინა რომ ყოველ წელს გაზაფხულს გაღიმებული შევხვედროდით, აქედან გამომდინარე ვიფიქრე თუ ჩემი სოფლის მოსახლეობა დამეხმარებოდა რატომაც არა? ჩვენ შევძლებდით ცარიელი ადგილების გამწვანებას,წამიც არ დამიყოვნებია, სატყეო სამსახურს დავუკავშირდი და მათმა გამოწოდებულმა დახმარების ხელმა სტიმული შემმატა, ნერგების შესაძენად მჭირდებოდა გარკვეული თანხა ამიტომ სოფელში ყველასთან მივირბინე, ჩემი ჩანაფიქრი გავანდე და დახმარება ვთხოვე, ორი ათასი ნერგის შეძენა კეთილი ადამიანების დამსახურებით პირველ ეტაპზე უკვე გვქონდა, ყველაფრის ფერდობზე ასატანად ჩემი მეგობრები და სატყეო სამსახურის მიერ გამოგზავნილი კეთილშობილი ადამიანები დამეხმარენ, გულს უხაროდა,ვხედავდი როგორ გავერთიანდით, ვუყურებდი როგორ ამზადებდნენ მიწას ნერგების ჩასარგავად, მეტი რა შეიძლებოდა მენატრა?მოხუცები, ჩემი თანატოლები, პატარა ბავშვებიც კი იმედიანი და გაბრწყინებული თვალებით შემომყურებდნენ, ყველაზე დიდი ბედიერება ისაა როდესაც ვიღაცას იმედს ჩაუსახავ გულში.   

დავუბრუნდი რეალობას, აივანზე ჩამოვჯექი ფინჯანი ჩაით ხელში, ბედნიერების ღიმილი დამთამაშებდა სახეზე, წამით ჩამაფიქრა იმ ფაქტმა რომ ნეტავ მომავალში გამოჩნდებოდეს ღვთისნიერი ადამიანი რომელიც ჩემი ოცნების ასრულებაში დამეხმარება, სწორედ სიჩუმე იყო მიზეზი რომ ეს ჩემი ჩუმი ოცნება რომელსაც გულით ვატარებდი ფურცელზე გადმომეტანა და თქვენთვის, მთელი ქვეყნისთვის გამენდო.    

უხილავი მტერი ძალიან ჩქარა დაგვტოვებს და მოგვცემს საშვალებას გვქონდეს მშვიდობიანი და ბედნიერი ზაფხული. მთელი გულით მინდა ,,უხილავ მტერთან''ერთად  ,,ხილულმა მტერმაც'' დაგვტოვოს  და გაერთიანდეს ჩვენი ქვეყანა.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება