სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სკოლავ, მენატრები, ოღონდ ხმაურიანო და მოფუსფუსევ“ - ლეღვას N1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი რუსუდან დუმბაძე
24-04-2020
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის ლეღვას N1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი რუსუდან დუმბაძე კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილ ვითარებას ჩანახატს უძღვნის. პედაგოგი ჩანაწერში საკუთარ განცდებს გვიზიარებს, რომელსაც ჩვენ უცვლელად გთავაზობთ: 


...როცა მეგონა, გაზაფხულზე ატმის ტოტებს ჩავიხუტებ გულში-მეთქი, როცა მეგონა, აპრილში მშობლების საფლავზე გავალ-მეთქი და კიდევ რამდენი რამ მეგონა, ჩაილურის წყალი დალია, არა, მთლად ასე არაა, იმედია, ის, რაც ახლა ხდება, დროებითია.... სიჩუმემ დაისადგურა, აუტანელმა სიჩუმემ, რომელმაც მთელი სამყარო ააფორიაქა, მაგრამ თურმე აქედანაც შეიძლება რამე სასიკეთო დაებედოს ადამიანს, ამიტომ  დანახვა უნდა ისწავლოს ადამიანმა. ჰოდა, ვისწავლე დანახვა, ოღონდ სულ სხვანაირი, რაღაცნაირი...

...სიჩუმემ სიყვარული მასწავლა,მონატრება მასწავლა, დაფასება და გადაფასება მასწავლა, ლოცვა მასწავლა, არა, ლოცვა ისეც იყო ჩემი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი, თუმცა, ვფიქრობ, უფრო დამაახლოვა ღმერთთან,სულ სხვანაირი მისალმება მასწავლა, ღიმილიანი, თბილი, ხალასი, უშურველი, მონატრებული, თუმცა ასეთ ღიმილს ჯერ მხოლოდ ქმარ-შვილს ,,ვჩუქნი".

მომენატრეთ ამ სიჩუმეში, ჩემო შვილიშვილებო,თქვენი ერთი გაღიმება ჩემთვის ყველაფერია, მომენატრეთ, ჩემო დებო, როგორ მიყვარხართ და მეიმედებით, მომენატრეთ, ჩემო მოკეთეებო, საუკუნეს მიტანებულო მამიდებო, ჩემო კოლეგებო... სკოლავ, შენ მენატრები, ოღონდ ხმაურიანო და მოფუსფუსევ, თქვენ მენატრებით, ჩემო მეთერთმეტეკლასელებო, ჩემო ოცდასამო თვალებციმციმა გოგო-ბიჭო. იცით, ბევრად უფრო კარგად გაგიცანით ამ აუტანელ სიჩუმეში. ყველას ერთნაირად გიყოფთ სიყვარულს და შორიდან გეფერებით. მჯერა, ისევ იქნება ღიმილიანი დღეები, ნათელი და მზიანი დილები, მშვიდი და თბილი საღამოები, ვიცი, ფეხით კი არა, ხელით, არა, ჩახუტებითა და ზურგზე ხელის მოთათუნებით მივესალმებით ერთმანეთს... და კიდევ, ფარდებს გადავწევთ, კარებს ფართოდ გავაღებთ... მანამდე კი, დაჩი, დარჩი სახლში! ვეუბნები ჩემს პატარა შვილიშვილს, რომელიც ყოველ ჩართვაზე სვანეთიდან ქობულეთში წაყვანას ითხოვს, მე კიდევ ის შემიძლია, რომ, როგორც ნოდარ დუმბაძე იტყოდა ,,....როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული.....რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ არ დავობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე"... ამიტომ ვრჩები სახლში... დარჩი შენც!

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები
მოსწავლეთა წარმატების აღსანიშნავად კლასის დამრიგებელმა მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და მიღწეული შედეგები მიულოცა

ფორუმზე მოსწავლეები წარადგენენ სამეცნიერო ნაშრომებს სამ ძირითად მიმართულებაში

მსგავსი საგანმანათლებლო ვიზიტები მოსწავლეებს ეხმარება, უკეთ გაიაზრონ სახელმწიფოს ფუნქციონირება

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება