| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დეპრესია ფსიქიკური დარღვევაა და გავლენას ახდენს პიროვნების გრძნობაზე, აღქმის უნარსა და ქცევაზე. შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში. მისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია: უიმედობა, მოტივაციის ნაკლებობა, საყვარელი ჰობის მიმართ ინტერესის დაკარგვა. პაციენტი სურვილს კარგავს წავიდეს სამსახურში, სკოლასა თუ უნივერსიტეტში. შეიძლება ადამიანმა სრულიად უმიზეზოდ წონაში დაიკლოს ან გასუქდეს, აღენიშნებოდეს უძილობა, განიცდიდეს დაღლილობას, არ ჰქონდეს ენერგია.
როგორც წესი, ადამიანთა უმრავლესობა ვერც კი აცნობიერებს თუ რამდენად ცუდად გრძნობს თავს დეპრესიაში მყოფი პიროვნება. ზოგჯერ პაციენტს ყველაზე მეტად ზედმეტი ყურადღება ან თუნდაც გამამხნევებელი სიტყვები აღიზიანებს. სწორედ ამიტომ იბადება შეკითხვა რა ვუთხრათ ან არ ვუთხრათ, როცა დეპრესიაში მყოფი მეგობრისა თუ ნათესავის გამხიარულება, მდგომარეობიდან გამოყვანა გვსურს?
ამერიკულ ვებ–გვერდზე Reddit, სადაც დარეგისტრირებული მომხმარებლები სხვადასხვა თემას განიხილავენ, იმაზე საუბრობენ თუ რა არ უნდა ვუთხრათ დეპრესიაში მყოფ ადამიანს.
საიტის ადმინისტრატორმა დაწერა პოსტი, სადაც გვერდის ვიზიტორებს სთხოვდა კომენტარების ველში დაეწერათ ის, რაც ყველაზე მეტად აღიზიანებდათ. პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დეპრესიაში მყოფმა თუ მისგან განკურნებულმა ადამიანებმა საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს.
წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს:
კომენტარების ავტორთა დიდი ნაწილი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ფსიქიკურად ჯანმრთელ ადამიანს წარმოდგენა არ აქვს თუ რამდენად დიდი ტკივილია დეპრესია და რომ ეს არ არის მხოლოდ ცუდი გუნება–განწყობილება, რამდენად დიდ გავლენას ახდენს ეს მდგომარეობა პიროვნების ცხოვრებაზე.
წყარო: kirurgia.ge
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე
„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს