სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საერთო სამაგისტრო გამოცდა - ხშირად დასმული კითხვები და პასუხები
21-06-2020
-
+


2020 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდებზე 12 600-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა. გამოცდები 1 აგვისტოს დაიწყება და 4 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. 

მანამდე კი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მაგისტრანტობის მსურველებს მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხობს: 

- რეგისტრაციის დროს სისტემა რატომ არ მიჩვენებს ტესტის ტიპებს?
- წელს საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველები შეირჩევიან მხოლოდ ერთი ტიპის ტესტით, რაც სრულად მოხსნის პროგრამების არჩევასა და მობილობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ტესტი კვლავ შედგენილი იქნება 4 ნაწილისგან: წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა.

- საათები და კონკრეტული დღეები ჯერ არ არის მითითებული საგამოცდო ბარათზე და როდის იქნება? 
- დეტალური ინფორმაცია გამოცდის ადგილისა და დროის თაობაზე დატანილი იქნება საგამოცდო ბარათზე. საგამოცდო ბარათის ამობეჭდვას აბიტურიენტები პირადი სარეგისტრაციო გვერდიდან შეძლებენ სავარაუდოდ ივნისის ბოლოს.

- ბარათი მეილზე მოვა და ჩვენ უნდა ამოვბეჭდოთ?
- ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოცდებში მონაწილეთა განაწილების პროცესი საგამოცდო ცენტრებში. ამ პროცესის დასრულებისთანავე შეძლებთ საგამოცდო ბარათის ამობეჭდვას თქვენი სარეგისტრაციო გვერდიდან. დეტალები გამოქვეყნდება.

- რა შემთხვევაში მეთვლება საერთო სამაგისტრო გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად?
- სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია ტესტის 4 ნაწილიდან რომელიმე სამში მაინც კომპეტენციის მინიმალური ზღვრის გადალახვა. უმაღლეს სასწავლებელს შეუძლია თვითონ დააწესოს ეს 3 ნაწილი, რომელშიც მოითხოვს კომპეტენციის მინიმალური ზღვრის გადალახვას. მას ასევე შეუძლია მოითხოვოს ტესტის ოთხივე ნაწილის წარმატებით დაძლევა და სხვ. დეტალები უნდა გაარკვიოთ უმაღლეს სასწავლებელში.

- საერთო სამაგისტრო გამოცდა ერთ სესიად მიმდინარეობს?
- ტესტირება ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობს. პირველ დღეს ჩატარდება გამოცდა წაკითხულის გააზრებისა და ანალიტიკური წერის ნაწილებში, მეორე დღეს კი – ლოგიკური მსჯელობისა და რაოდენობრივი მსჯელობის ნაწილებში.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველები შეირჩევიან მხოლოდ ერთი ტიპის ტესტით, რაც სრულად მოხსნის პროგრამების არჩევასა და მობილობასთან დაკავშირებულ პრობლემებს.  ტესტი კვლავ შედგენილი იქნება 4 ნაწილისგან: წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა. 
 


იხილეთ ასევე: საგრანტო და სამაგისტრო გამოცდების განრიგი ცნობილია

2020 წლის სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი გამოქვეყნდა

ცნობილია მაქსიმალური და მინიმალური ქულები, საგამოცდო დროის ხანგრძლივობა, შეფასების კრიტერიუმები - სამაგისტრო გამოცდები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება