| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალციხის N5 საჯარო სკოლა დისტანციურ სასწავლო პროცესში აქტიურადაა ჩართული. მასწავლებლებს და მოსწავლეებს არც მნიშვნელოვანი თარიღები ავიწყდებათ. ამჯერად, მათ დედა ენის დღე აღნიშნეს.
„14 აპრილი - დედა ენის დღე .... ეს იმ ღირსშესანიშნავი დღესასწაულთაგანია, რომელსაც ქალაქ ახალციხის N5 საჯარო სკოლაში ტრადიციულად დიდი სიყვარულით აღვნიშნავდით სკოლის საკონფერენციო დარბაზში.
ამ დღეს მოსწავლეები ყოველთვის უდიდესი მოწიწებითა და პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ. განსაკუთრებით ემოციური იყო ხოლმე დაწყებითი კლასების მოსწავლეების დამოკიდებულება. ისინი ერთმანეთს „ეჯიბრებოდნენ“ მშობლიური ენის სიყვარულში.
ტრადიცია სკოლას წელსაც არ დაურღვევია და არსებული მდგომარეობის შესაბამისად, თითქმის ყველა კლასში ქართული ენის მასწავლებლებმა ჩაატარეს ონლაინ გაკვეთილები თემაზე „ენა დედაა ერისა“. ასევე მშობელთა თანხმობით ჩატარდა 14 აპრილისადმი მიძღვნილი ონლაინ ღონისძიება IIIზ (კლასის ხელმძღვანელი: მაია შველიძე) და IVე (კლასის ხელმძღვანელი: მირანდა წინწკალაძე) კლასებში სახელწოდებით „ჩვენი ენა ქართული“. მოსწავლეებმა ლექსებით, გამონათქვამებითა და სიმღერებით გამოხატეს დედაენის დღისადმი თავიანთი დამოკიდებულება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ინგა ვარდიძე, სკოლის თვითმართველობის/სკოლის ეკოკლუბი „შუაღამის მზე“ თავჯდომარე რიმა სუდაძე და მშობლები.
მშობელთა თანხმობით ვაქვეყნებთ ონლაინ ღონისძიების ამსახველ ფოტომასალას“,- აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს
„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...
აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება