სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სწავლის შეჩერების შესახებ ახალი ბრძანება გამოიცა - როდის სრულდება სასწავლო წელი და დაბრუნდებიან თუ არა მე-12 კლასელები სკოლაში?
23-04-2020
-
+


ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით გრძელდება. ამავე ვადით იქნება სასწავლო პროცესი შეჩერებული ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ახალი ვადების შესახებ ბრძანებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს ხელს. 

„საგანმანათლებლო დაწესებულებებში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით შეჩერდეს სასწავლო პროცესი. ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა აღნიშნული განახორციელონ დისტანციური სწავლების/კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით (ასეთის შესაძლებლობის შემთხვევაში).

საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ადმინისტრაციები გადავიდნენ დისტანციური მუშაობის რეჟიმზე (კრიტიკულად მნიშვნელოვანი აუცილებლობის გარდა)“, - აღნიშნულია ბრძანებაში.

ამასთან, ჯერჯერობით უცნობია 22 მაისის შემდეგ აღდგება თუ არა სასწავლო პროცესი სკოლებში და ამ დრომდე არც ცვლილება არ არის სასწავლო წლის დასრულების თარიღთან დაკავშირებით. რაც იმას ნიშნავს, რომ დღეის მდგომარეობით, 2019-2020 სასწავლო წელი პირველკლასელებისთვის  27 მაისს, მე-12 კლასელებისთვის 20 მაისს, ხოლო დანარჩენი მოსწავლეებისთვის 15 ივნისს დასრულდება. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პირველკლასელები და დამამათავრებელი კლასის მოსწავლეები სწავლას ისე დაამთავრებენ, რომ სკოლაში მისვლა აღარ მოუწევთ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება