სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N106 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
22-04-2020
-
+


თბილისის N106 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. მეოთხე კლასის მოსწავლეებს პედაგოგი ინა მეცხვარიშვილი ხელმძღვანელობდა.

„სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს, თუმცა მე და ჩემს მოსწავლეებს მაინც ვერ გვიშლის ხელს ასეთი რეჟიმი, რომ ვიყოთ აქტიურები და სასკოლო პროგრამასთან ერთად განვახორციელოთ სხვადასხვა შემოქმედებითი აქტივობები.

მინდა, მოგიყვეთ ბოლო აქტივობაზე, რომელიც დედამიწის დღის აღსანიშნავად განვახორციელეთ. ახლოვდებიდა 22 აპრილი, დედამიწის საერთაშორისო დღე, რომელიც უკვე ნახევარი საუკუნეა (1970 წლიდან) აღინიშნება მსოფლიოს 193 ქვეყანაში მზრუნველობის გამომხატველი სხვადასხვა აქტივობებით. ჩვენ ამჟამად მეოთხე კლასში ვართ, წინა წლებში, სკოლაში ყოფნის დროს ამ დღის აღსანიშნავდ, ძირითადად, ვახორციელებდით ისეთ ღონისძიებებს, რომელიც ორიენტირებული იყო სასკოლო გარემოს მოვლაზე, დასუფთავებაზე, მთლიანი სკოლაში განვალაგეთ ჩვენს მიერ დამზადებული ნაგვის ურნები, დამზადებული გვაქვს სლოგანები, რომლითაც მოვუწოდეთ სასკოლო საზოგადოებას, იმ გარემოზე ზრუნვა, სადაც ცხოვრება გვიწევს. ეს სლოგანები სწორედ ჩვენს ნაგვის ურნებზე გავაკარით და გვიხაროდა, როდესაც, ნარჩენები იყრებოდა ჩვენს ურნებში და არა ძირს. სკოლის ბაღში დავრგეთ ყვავილები და ნერგები, რომლებზე მრუნველობაც თავად მოსწავლეებმა ივალეს. წლევანდელი 22 აპრილის გატარება სახლებში გამოკეტილებს მოგვიწია. თუმცაღა დედამიწაზე ზრუნვის გამოჩენა ახლაც ისევე აქტუალურია, როგორც ყოველთვის. ეს ჩვევა და ამ მიმართულების ფიქრები კი ბავშვებს უფროსებმა უნდა ჩავუნერგოთ, ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითები, ბიძგი მივცეთ, გარემოზე ზრუნვა ჩავუნერგოთ, საჭიროება დავანახოთ, რომ შემდეგ თავად განაგრძონ, საკუთარი შესაძლებლობები ამ მიმართულებითაც მიმართონ.

მოსწავლეებს 4 დღე ჰქონდათ დრო, რომ მოეფიქრებინათ პატარა ამბავი, ე.წ. სცენარი, რომლის მთავარი პერსონაჟი ჩვენი პლანეტა, დედამიწა იქნებოდა. ჯერ შექმნეს სცებარები, შემდეგ კი შექმნეს/მოიძიეს შესაბამისი პერსონაჟები. დაიხმარეს ოჯახის წევრებიც და გააკეთეს მინი სპექტაკლები. თითოეულის ამბავში სიკეთე იმარჯვებს ბოროტებაზე, დედამიწა ბედნიერებით ივსება. აღსანიშნავია, რომ ბავშვებიც თანამომაწილენი არიან დღევანდელი კაცობრიობის ყოფისა, ისინიც თავისებურად განიცდიან, ფიქრობენ და აღიქვამენ დედამიწის დღევანდელ მდგომარეობას. ასეთი აქტივიბების შეთავაზება კი საშუალებას აძლევს მათ, საკუთარი სიტყვაც თქვან, ემოციები გულწრფელად გამოხატონ. მათი „მინი სპექტაკლები“ ერთად ავკინძე და გთავაზობთ.

თბილისის N106 საჯარო სკოლის მეოთხე კლასელები, კლასის დამრიგებელთან ერთად გილოცავთ დედამიწის საერთაშორისო დღეს. ვფიქრობ, ქართველი ხალხი ჩვენს პლანეტას ყველაზე უფრო აღმატებულად აღიქვამს, რადგან დედამიწას ვეძახით. გავუფრთხილდეთ და ვიზრუნოთ მასზე და ეს ჩავუნერგოთ ჩვენს პატარებსაც“,- წერს IV კლასის ხელმძღვანელი ინა მეცხვარიშვილი.

იხილეთ ვიდეოები








კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პროგრამა ყველა პირველკლასელს შეეხება - მთავრობის განკარგულება ძალაშია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ

სკოლის დირექტორი ქეთევან ედიბერიძე და პედაგოგები კურსდამთავრებულს მორიგ წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 

სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობასა და წარმატებულ კარიერას უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება