სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ეცადე, საკუთარი თავი სხვა მხრიდანაც დაინახო“ - ხუცუბნის საჯარო სკოლის მოსწავლე თანატოლებს მოწოდებით მიმართავს
22-04-2020
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხუცუბნის საჯარო სკოლის მოსწავლე ზურა ქარცივაძე კორონავირუსით შექმნილ მდგომარეობაზე ჩანახატს წერს და მეგობრებს მოწოდებით მიმართავს. მოსწავლის სათქმელს ჩვენ უცვლელად გიზიარებთ:

ყველაფერი დროებითია - როგორც კარგი, ისე ცუდი გამოცდილებებიც. როცა ცხოვრება სასიამოვნო შემთხვევებით გასაჩუქრებს, დატკბი ამით, თუმცა ნუ დაკარგავ მადლიერების გრძნობას. ხოლო, როცა მიწაზე დაგანარცხებს, იცოდე, რომ ეს ამბავიც ჩაივლის. ცხოვრება სავსეა როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური სიურპრიზებით. ხშირად, ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ცხოვრებაში მთავარი პროცესით, შრომით მიღებული სიამოვნება და გამოცდილებაა და არა - შედეგი. ბევრ ადამიანს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, უძნელდებათ, რომ დააფასონ ცხოვრება ისეთი, როგორიც არის. ცხოვრებისეული დაბრკოლებებითა და დაშვებული შეცდომებით მიღებული გამოცდილების მნიშვნელობის გაცნობიერება არის გასაღები იმისა, რომ გახდე უკეთესი.

„თუ დეპრესიაში ხარ, შენ ცხოვრობ წარსულში, თუ შფოთავ, შენ ცხოვრობ მომავლით, ხოლო თუ მშვიდად ხარ, გამოდის, რომ შენ აწმყოში ცხოვრობ“, - გვითხრა ლაო ძიმ.

ყველაფერი დროებითია, ამიტომ მაქსიმალურად გამოიყენე ის შესაძლებლობები, რასაც ცხოვრება დღეს გაძლევს და ამისგან შექმენი საუკეთესო! იქნებ ნიჭი გაქვს, რომლის შესახებაც არაფერი გსმენია, რომლის აღმოცენებაც დიდ გაკვირვებას გამოიწვევს შენში.  ეცადე, ეცადე, რომ საკუთარი თავი სხვა მხრიდანაც დაინახო, დამიჯერეთ ეს დღეებიც მალე ჩაივლის.  თქვენი თქმით დროს მიჰყვებით, დროს რომელსაც ყველაფერი შეუძლია. იქნებ ჩამორჩით? და არ გსმენიათ არაფერი ამის შესახებ? 

ადამიანებს, როგორც წესი, დიდი დრო სჭირდებათ იმის გასაგებად, რომ წუხილი არაფერს კარგს არ მოუტანთ. მათ უკვე აწუხებთ ის, რაც მომავალში მოხდება, ან გამუდმებით ფიქრობენ იმაზე, რაც უკვე მოხდა. სანამ თქვენთვის პრიორიტეტულია მომავლის გამო შფოთვა, ფრთხილად იყავით, აწმყოსა და რეალობის შეგრძნება არ დაკარგოთ. წარსულით ცხოვრება არის არაპროდუქტიულად ცხოვრების ტოლფასი. განვითარების გზად, საკუთარი წარსული გამოგადგებათ მხოლოდ იმაში, რომ დაინახოთ საკუთარი თავი, როგორი იყავით ადრე და გახდეთ იმაზე უკეთესი.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

იხილეთ ასევე:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებმა შუალედური და საბოლოო ანგარიშები უნდა მოამზადონ - სამინისტრომ კადრების შერჩევა დაიწყო

მოსწავლის შეფასების სახეობები, ძირითადი ამოცანები და სისტემა 

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები

„სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც მოსწავლე თავისუფლად გამოხატავს საკუთარ აზრს“

 

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია კეთილგანწყობილი, ჯანსაღი გარემოს შექმნა“

 
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეზე ორიენტირებული ახალი სასკოლო-სასწავლო გეგმის შედგენა“
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება