| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N2 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე ნიკა კირკიტაძე გვიზიარებს თავის შემოქმედებით ჩანახატს თემაზე - „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“. მოსწავლის მიერ გადმოცემულ სათქმელს etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:
ვიწყებ ჩემი ჩანახატის გაკეთებას. ცოტა მიმძიმს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ეს მდგომარეობა ყველას გვაერთიანებს. 21 იანვარს საინფორმაციოებში გამოცხადდა ახალი ვირუსის, კორონას შესახებ, რომლებიც ადამიანიდან ადამიანზე გადადის. თავიდან არავის მათ შორის მეც არ მიფიქრია რაიმე სერიოზულზე, თუმცა დროთა განმავლობაში ეს ვირუსი მთელ მსოფლიოს მოედო. ხალხი დაპანიკდა, ყველა სურსათს და სიცოცხლისთვის საარსებო ნივთებს ყიდულობდა. სულ რაღაც 2 თვეში სამყარო ახალი გამოწვევის წინაშე დადგა.
შეიქმნა სრულიად ახალი კანონები, სკოლები გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე, სამუშაოები მიმდინარეობს ინტერნეტის საშუალებით, მაგრამ არსებობენ ექიმები, რომლებიც ამ უხილავ მტერთან პირისპირ დადგნენ. შეიძლება ეს ყველაფერი დედამიწის მოთხოვნა იყო, რადგან მას უკვე სუნთქვა აღარ შეეძლო. ყურადღებას არ ვაქცევდით, თურმე რა დიდი ფასი ჰქონია ქუჩაში გადადგმულ თითოეულ ნაბიჯს. მეც, როგორც ყველა ჩვენგანს ერთმანეთი ძალიან მოგვენატრა, მაგრამ თუ არ გვინდა, რომ ეს ყველაფერი სამყაროს აღსასრული იყოს დავრჩეთ სახლში, რადგან მედიცინა უძლურია ვირუსის წინააღმდეგ. დიდი მადლობა მინდა მოვუხადო ყველა იმ ექიმს, ვინც რჩება სამსახურში ჩვენთვის. ჩვენ ყველა ერთად უნდა დავდგეთ ვირუსის წინააღმდეგ. პირველ რიგში გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.საბოლოოდ კი „ჩვენ სიყვარული გადაგვარჩენს, სხვა არაფერი!“
#დარჩისახლში
ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ახალი წესები და 4 მთავარი მიმართულება სკოლებში - დირექტორებთან რერსურსცენტრები შეხვედრებს ატარებენ
ფორმა უფასოდ გადაეცემა მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც ოთხი და მეტი შვილი და სოცდაუცველის სტატუსი აქვთ ( 65 000 ქულაზე მეტი და 120 001 ქულაზე ნაკლები)
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია
ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა