სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ყოველი დღისთვის ღმერთს მადლობას ვეტყვი, რომ ირგვლივ ყველა ჯანმრთელი მყავს“ - თბილისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლის ემოციები
22-04-2020
-
+


თბილისის N2 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე ლიზა სეხნიაშვილი გვიზიარებს ჩანახატს თემაზე -  „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“. etaloni.ge მოსწავლის ნამუშევარს უცვლელად გთავაზობთ:

ახლა ვზივარ და იმაზე ვფიქრობ, თუ რამდენი რამ შეიცვალა ამ ორ თვეში... სახლში ფანჯარასთან ვზივარ, სურათებს ვათვალიერებ, რომელზედაც ჩემი და ჩემი მეგობრების სკოლაში გადაღებული კადრებია. ის წუთები მაბედნიერებს ონლაინ გაკვეთილების დროს მეგობრებსა და მასწავლებლებს რომ ვხედავ, არადა ადრე ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო და ასეთი დამოკიდებულება თუ მქონდა არც კი მიფიქრია.

ადრე სკოლიდან კლასელები ერთად მოვდიოდით, ვსაუბრობდით, ერთმანეთს ვაბრაზებდით, ახლა კი ამას ონლაინ ურთიერთობით ვიკლავთ. ერთმანეთს ვეკითხებით, ხომ ყველანი კარგად ვართ, სახლში რა ხდება, თუ ვინმე არ შემოდის, რა მოხდა ხო მშვიდობაა...

2 მარტიდან გარეთაც არ გავსულვარ და სახლში ვზივარ. ვიცი, რომ ამით ვუფრთხილდები ჩემს ახლობლებს, მეგობრებს, მეზობლებს. შიშით შევყურებ ფანჯრიდან ქუჩაში მიმავალ ადამიანებს. ჯერჯერობით ასეა... მაგრამ ვიცი, რომ მალე ყველაფერი კარგად იქნება, ისევ ძველებურად დაბრუნდება: ხმაური, სიცილი, გამოწყობილი, ადამიანები ივლიან ქუჩებში, მე ისევ ვივლი სკოლაში, ცეკვაზე, წავალთ კინოში, მაკდონალდში, ისე, თითქოს არაფერი მომხდარა. მე ასე მინდა ვიფიქრო! სინამდვილეში, ეს დღეები ჩემში დიდ კვალს დატოვებს, ვიცი... უფრო მეტად ყურადღებიანი, მზრუნველი გავხდები და ყოველი დღისთვის ღმერთს მადლობას ვეტყვი, რომ ირგვლივ ყველა ჯანმრთელი მყავს, ამით ბედნიერი ვიქნები!

მაგრამ იმისთვის, რომ ყველაფერი ძველებურად კარგად იყოს, ახლა საჭიროა დავრჩეთ სახლში, ხოლო ერთმანეთთან შეხვედრისას დავიცვათ დისტანცია, უსაფრთხოების წესები და ვიყოთ ყურადღებით!..

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში 


კომენტარები


ეტალონი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

რეგისტრაცია 9 მაისის ჩათვლით გაგრძელდება - დეტალურ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს

სკოლების ავტორიზაციასთან დაკავშირებულ მინისტრის ბრძანებაში ცვლილებები შევიდა

როგორ უნდა აიღოთ სკოლის ატესტატი და რა შემთხვევაშია ფასიანი 

„წლებია ვსაუბრობთ მასწავლებელთა პროფესიულ გადამზადების მნიშვნელობაზე“ - ანგარიში

მასწავლებლებს თანხის დასაბრუნებლად ვადა 11 მაისის ჩათვლით აქვთ - დეტალები

პიროვნება

„როცა ვხედავ, ჩემი გაზრდილი ბავშვები მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიან, ვხვდები, რომ ჩვენი შრომა ფასდება“...

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სკოლები
ახალგაზრდა თეატრალებმა დიდი პასუხისმგებლობით მოირგეს პერსონაჟების სახეები
 
 
 

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეთა სამსახიობო და მეტყველების უნარების განვითარება თოჯინების მართვის საშუალებით

ირგანჩაის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში

საინტერესო

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება