სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ცხოვრება არაფერია, თუ მას ბედნიერი ღიმილით ადამიანები არ აფერადებენ“ - კერძო სკოლის „სხივი“ მე-7 კლასის მოსწავლის ჩანახატი
21-04-2020
-
+


მარტვილის კერძო სკოლის „სხივი“ მე-7 კლასის მოსწავლე ლიკა ჩიქოვანი კონონავირუსის შედეგად შექმნილ ვითარებას ჩანახატით ეხმიანება და საკუთარ ფიქრებს გვიზიარებს. ჩვენ მის ნააზრევს უცვლელად გთავაზობთ:


„იცით, თვენახევარია ჩემი საყვარელი ქუჩა არ გამივლია... თვენახევარია ჩემი სკოლის დერეფანში არ მისეირნია...

იცით, როგორ მომენატრა ძველი გარემო? განა რა მოხდა, პატარა ვირუსი გავრცელდა, სულ ნემსის წვერის ოდენა, მაგრამ, თურმე რამდენი რამ შესძლებია... რა სწრაფად შეაჩერა დედამიწის სუნთქვა...
კორონავირუსი სწრაფად და ადვილად შიძლება გავრცელდეს. ამის გამო, სახლებში ვართ გამოკეტილი, ერთმანეთი გვენატრება. იმ დღეს ვნატრობთ, როცა კარანტინს თავს დავაღწევთ, როცა ვნახავთ, რომ საბოლოოდ მშვიდად ჩაიარა ამ სირთულემ და შეგვიძლია ჩაკეტილი სახლებიდან გამოვიდეთ. 

ერთმანეთს შევხვდეთ, მოშორებით დავდგეთ და ფეხის მიდებით მივესალმოთ? არა, ჩვენ იმ დღეს ვნატრობთ, როცა დავინახავთ, რომ შეგვიძლია ერთმანეთთან ახლოს მისვლა და ჩახუტება. 

იმ დღეს, როცა ეს მოხდება, ყველა და ყველაფერი სხვანაირად გაიღვიძებს, ყველაფერს სხვანაირი ხალისი მიეცემა. ადამიანებს ისეთი გრძნობა ექნებათ, თითქოს ორ, რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ, მაღალ შენობაზე გავლებულ ძაფზე გადასვლა მოახერხეს, თითქოს არც წონასწორობა დაუკარგავთ და არც წვრილი ძაფი ჩამწყდარა, მშვიდად მოახერხეს ერთი შენობიდან ძაფზე სიარული მეორე შენობამდე მისასვლელად. 
ჩემი ცხოვრების დაფასება მასწავლა ჩაკეტილობის დღეებმა. ახლა მივხვდი, რა ბედნიერი ვყოფილვარ აქამდე. ცხოვრება არაფერია, თუ მას ბედნიერი ღიმილით ადამიანები არ აფერადებენ.

იმედი გვქონდეს, რომ  ბედნიერი დღეები მალე დადგება!“

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

უფასოდ პედაგოგები, პენსიონერები და სხვა რისკჯგუფებს მიკუთვნებული მოქალაქეები აიცრებიან

პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა

„საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება, გააჩნია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვს პედაგოგს“

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები

აქტივობა მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

კლუბის მიზანია მოსწავლეებში რობოტიკის, პროგრამირების, ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის მიმართ ინტერესის გაღვივება და პრაქტიკული უნარების განვითარება

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება