სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„კაცობრიობა რაღაც ახლის გაურკვეველ დასაწყისშია“ - კერძო სკოლა „ფარნავაზის“ მე-10 კლასის მოსწავლის ჩანახატი
21-04-2020
-
+


ქობულეთის კერძო სკოლა „ფარნავაზის“ მე-10 კლასის მოსწავლე ლიზი თხილაიშვილი პანდემიის დროს შეცვლილ ყოველდღიურობას ემოციურად გადმოსცემს. მოსწავლის მიერ გაკეთებულ ჩანახატს etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

აივნის ბუდეებში მერცხლები უკვე მოფრინდნენ, მაგრამ გაზაფხული ჩემთვის ჯერ არ დამდგარა... იცით, თითქოს მერცხლებიც ხვდებიან, რომ რაღაც რიგზე არ არის, რომ ადამიანებთან რაღაც უცნაური ხდება. ცივმა სიჩუმემ დააეჭვა ისინი, კარგი ვერაფერი შეატყობინა და ხმაურის რცხვენიათ, აღარც ჭიკჭიკებენ. ეჰ, როგორ მინდა ცდებოდნენ, მაგრამ მართლები არიან. მერცხლებო, რაღა დაგიმალოთ და ჩვენ, ადამიანებიც ვერ ვგებულობთ, რატომ გამოგვკეტეს სახლებში. თქვენივე კეთილდღეობისთვისო, ამბობენ. ზოგს ჯერა, ზოგს ბუნება ეძახის. რთულია დარაბებიდან უყურებდე, როგორ იღვრება გარშემო ფერები, როგორ იღვიძებს ცელქი ბუნება და გეძახის.

დედამიწა დუმს, სამყარო გაოცებულია. სიჩუმის ერთი თვე და ცოტა უფრო მეტიც მიმზიდველად ნამდვილად არ გამოიყურება.

ახლა კაცობრიობა ფიქრისა და სინანულის რეჟიმშია. დიახ, სინანულის. ნეტა, ამ მდგომარეობაში მყოფებს მაინც თუ გვესმის ზოოპარკის ცოველების განსაცდელი, მათი ტკივილი? და მექმნება ილუზია რომ, როცა პანდემია დასრულდება და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით, ყველა ვოლიერის კარი გაიღება, უკლებლივ!(თუმცა, დიდი ალბათობით ეს ილუზიადაც დარჩება.)

რა გვასწავლა სიჩუმემ, საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩენამ?

მე პირადად ბევრი რამე. პირველ რიგში ფასი მასწავლა, სიცოცხლის ფასი. მასწავლა რა არის დრო და იგი მართლაც ის გასროლილი ისარი გამოდგა, უკან რომ არ ბრუნდება. ჩუმად შემოპარულმა გაზაფხულმა, არაბუნებრივად ცარიელმა ქუჩებმა და ჩემი შავი ზღვის ძველებურმა ხმაურმა დამანახა ადამიანების როლი სამყაროში, მათი ადგილი თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში. მაჩვენა, თურმე ძალიან მდიდარი ვარ, იმის გამო, რომ ვიცნობ ბევრ კარგ ადამიანს, მიწევს მათთან ურთიერთობა, რომ მყავს საუკეთესო მეგობრები და რომ უფრო ბედნიერი უნდა ვიყო მათ გარემოცვაში. კითხვა მიყვარდა და უფრო შემაყვარა. დამანახა, რომ ძალა და ხსნა განათლებაშია. მომცა ბევრი რამის გადაფასების საშუალება და ახალი პრინციპებით, თითქოს, მზად ყოფნას ვგრძნობ ძველ ახალ ცხოვრებაში დასაბრუნებლად.

დისტანციური რეჟიმი, რომელზედაც  მსოფლიო გადავიდა, მაფიქრებინებს, რომ კაცობრიობა რაღაც ახლის გაურკვეველ დასაწყისშია.

დღევანდელმა მდგომარეობამ გამოცადა ვიღაცის გონებრივი შესაძლებლობები, ვიღაცის მოთმინების უნარი და გამოარკვია, რომ ზოგს საერთოდაც არ აქვს. ყველა ერთად დაგვაყენა გამოწვევის წინაშე და ისე, როგორც არასდროს გააერთიანა ხალხები. ვიმედოვნებ, ყველაფერი კარგად დასრულდება.

და მაინც, თურმე რამხელა მონატრება სცოდნია ბუნებას.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ანტირეკორდი ეროვნულ გამოცდებზე - საგანი, სადაც ყველაზე მეტი აბიტურიენტი ჩაიჭრა

9 სექტემბერი უქმე დღეა - მასწავლებლები პირისპირ ტრენინგებს 5-დან 13 სექტემბრის ჩათვლით გაივლიან

რეგისტრაცია 5 სექტემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი - რომელ აბიტურიენტებს ეხება სამინისტროს ინფორმაცია

ახალი წესები და 4 მთავარი მიმართულება სკოლებში - დირექტორებთან რერსურსცენტრები შეხვედრებს ატარებენ

 მასწავლებლის სახლმა ახლი სასწავლო რესურსი გამოაქვეყნა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია

„ანაბასისის“ მოსწავლეებმა ძამას ხეობაში საგანმანათლებლო ექსკურსია მოაწყვეს

წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების დაუვიწყარო საზაფხულო დღეები თრუსოს ხეობის ბანაკში 

ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა

სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლა
ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლე „გაეროს მოდელირების“ საუკეთესო დელეგატებს შორის დასახელდა.
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება