სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ცხოვრება ილუზიის სამოსელში გაეხვია“ - ჯოლევის საჯარო სკოლის მოსწავლის მარი დიხამინჯიას თვალით დანახული პანდემია
21-04-2020
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოლევის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე მარი დიხამინჯია კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ მდგომარეობას ჩანახატი მიუძღვნა.

გთავაზობთ მოსწავლის ჩანახატს:

შეცნობილი სიჩუმე!

„არსაიდან ხმა!
არსით ძახილი! სამყარო დაცარიელდა! დრო გაჩერდა! ის მოძრაობა დამარცხდა,რომელიც ქვეყნის ძალ ღონის მომცემია. ცხოვრება ილუზიის სამოსელში გაეხვია. სიჩუმე გაბატონდა. ფესვები გაიდგა! უძლური, უმწეო, ყოვლად დაუცველი ადამიანის დამახასიათებელი ეპითეტები გახდა ჩვენ ხომ ასე ვართ, ყველაფერს მაშინ ვაფასებთ როცა ვკარგავთ, თურმე ხალხის ჟრიამულიც შეიძლება მოგენატროს, სკოლაში მოფუსფუსე მასწავლებლებიც , მოხატული კედლებიც...თურმე ადამიანი ქმნის სამყაროს და არა ცხოვრება ადამიანს. თურმე სიჩუმესაც აქვს იმდენი ძალა, რომ ყოფნა და არ ყოფნა გადაწყვიტოს. ახლა ვზივარ ფანჯარასთან და ვფიქრობ „რად აქვს გულს ასე ჩუმი ნაღველი?“ რატომ? რისთვის? იქნებ სწორედ იმიტომ, როგორც მე ვფიქრობ ახლა ამ ყველაფერზე საზოგადოებაც ასე დაფიქრებულიყო.

#დავრჩეთსახლში
#გადავარჩინოთერთმანეთი
 
                                                                  ჯოლევის მეცხრე კლასის მოსწავლე მარი დიხამინჯია

 ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

უფასოდ პედაგოგები, პენსიონერები და სხვა რისკჯგუფებს მიკუთვნებული მოქალაქეები აიცრებიან

პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება