სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ბევრი რამ აღმომაჩენინა მარტოობის ერთმა თვემ“ - ლეღვას N1 საჯარო სკოლის მაძიებელი მასწავლებელი ნატა კობერიძე ჩანახატს გვიზიარებს
21-04-2020
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის ლეღვას N1 საჯარო სკოლის მაძიებელმა მასწავლებელმა ნატა კობერიძემ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ მდგომარეობას ჩანახატი მიუძღვნა.

გთავაზობთ მასწავლებლის ჩანახატს:

„15 იანვარი იყო...იმ სკოლის რკინის დიდი კარები 12 წლის წინ რომ გამოვიხურე, სწორედ ამ დღეს პირველად შევაღე. უჰ, რა სასიამოვნოა და თან გულისამაჩუყებელი!...არაფერი შეცვლილიყო... მხოლოდ ქოთნის დიდი პალმისთვის მიეჩინათ სკოლის შესასვლელში ადგილი და გრძელი სკამები ჩაედგათ, ალბათ, მოსწავლეთათვის...აი, დანარჩენი კი ისეთივე იყო, როგორიც ჩემს ბავშვობაში...ცოტა ხნით შევყოვნდი, ირგვლივ ყველაფერს ვათვალიერებდი, შევიგრძნობდი, ვიხსენებდი...ვუყურებდი მოსწავლეებს, როგორ შეცვლილიყვნენ?! არა, ბავშვები კი არ შეცვლილიყვნენ, თაობები...ჰო, თაობები იცვლება... ...საიდანღაც პატარა გოგო გამოჩნდა, ის სხვას არ ჰგავდა, თეთრი პერანგი და შავი ქვედაბოლო ეცვა. ზურგჩანთა მოეკიდა, ნაწნავები ეყარა...აქეთ და იქით...ბაფთებიანი... სულ სხვანაირი იყო, მორიდებული, ჩუმი, შეშინებული...ოჰ, როგორ ჰგავდა ეს გოგონა ჩემი ბავშვობის გოგონებს!!! რაღაცის გახსენება მინდა, თუმცა ვერ ვახერხებ...გაქრა... აღარც მომიძებნია, არც დავინტერესებულვარ, სხვა რაღაცები უფრო მაღელვებდა. განცდებიც მეცნო. მაშინ პირველად რომ შევაღე სკოლის კარები, როგორც მოსწავლემ, მეშინოდა, როგორ მიმიღებდნენ თანაკლასელები, მასწავლებლები და ახლაც, როგორც მასწავლებელს შემეშინდა. ჰო, შემეშინდა, არ ვიცოდი, როგორ მიმიღებდნენ მოსწავლეები, კოლეგები, მათ ხელში აღზრდილსა და გაზრდილს... სამწუხაროა, რომ მხოლოდ ერთი თვე მქონდა თითოეულ მათგანთან ურთიერთობის საშუალება, ამ მცირე დროში ყველა უკლებლივ შევიყვარე და გავითავისე. საინტერესოა, მათ რა წარმოდგენა დავუტოვე?! ის დღეც მახსოვს, პარასკევი იყო...უსიამოვნოდ დაიწყო. თითქოს ბუნება გრძნობდა, რომ მალე საყოველთაო სიჩუმე ჩამოწვებოდა, უმოძრაობა იქნებოდა, ადამიანებს ერთმანეთს დაგვაშორებდა. გრძნობდა კი არა იცოდა, ჰო, იცოდა და ამიტომაც ბობოქრობდა, ხან თოვლს წამოუშენდა, ხან ქარი ამოვარდებოდა და წვიმას მოაყოლებდა. არა, მართლა, ის დღე ცუდად დაიწყო, გაგრძელდა და ... უჰ, ვინ იცის, რამდენჯერ მინატრია სიჩუმესა და სიმშვიდეში მამყოფა ცოტა ხანს-მეთქი. და აი...არა, არა, წაიღეთ ეს ჩუმი, უმოძრაო და უემოციო დღეები და დაგვიბრუნეთ ხმაურიანი, დარდიანი, ოფლიანი დღეები, ჩვენი დღეები, ადამიანის დღეები... ბევრი რამ აღმომაჩენინა მარტოობის ერთმა თვემ. ბევრი რამ გვასწავლა, დაგვანახვა, დამანახვა ოდნავ გაღიზიანებული დედაჩემი როგორ სათუთად ეფერება სკოლის სახელმძღვანელოებს, ალბათ, როგორ ენატრება იქაურობა. 30 წელია სკოლაშია, მეორე სახლია მისი, მოსწავლეები ხომ შვილები და მასწავლებლები და-ძმანი არიან...ვუყურებ მათ ურთიერთობას სოციალური ქსელის საშუალებით, აჰ, როგორ ესიყვარულებიან ერთმანეთს. უხ, როგორ ამხნევებენ და აძლიერებენ უნდა ნახოთ. არაჩვეულებრივია ეს წუთები, წამები, მგონი ღირდა ამად! იცი, ყველაზე მთავარი- სიყვარული- გაგვიძლიერა ერთმანეთის, იმედი ღმერთისა და ადამიანისა. მადლობის თქმაც გვასწავლა, ბოდიშის მოხდაც... მაგრამ საკმარისია, ჰოო, საკმარისია! აღარ გვინდა...ვიწვნიეთ უერთმანეთობა...ვიწვნიეთ მარტოობა. გავიგეთ! გავიგეთ, რომ ერთმანეთს ვჭირდებით...კი, კი, მივხვდით, რომ მთავარი სიყვარულია, ადამიანია... საკმარისია ღმერთო! ბუნებავ! ადამიანო! საკმარისია! გადაგვაცილეთ, წაიღეთ, გადააგდეთ ეს ჯანღი, რომელიც გვყოფს, ერთმანეთს გვაცილებს და ადამიანურ ემოციებს გვიხშობს. კინაღამ არ დამავიწყდა!..იცი, ის პატარა გოგონა სკოლის შესასვლელში, ხომ გახსოვს? სიზმრებში აღარ მტოვებს ერთი წამითაც. რისი ბრალია ნეტავ?! ალბათ, მენატრება ჩემი ახალდაწყებული საქმე. წუხელ მესიზმრა, არც დარდიანი იყო, არც შეშინებული და არც ჩუმად მიმზერდა, კი არა და იმდენს ტიკტიკებდა და დახტოდა...იმედი მომეცა გაღვიძებულს ხვალ ბედნიერი დღე გათენდება- მეთქი. დღე ჩახუტებისა და სიყვარულისა! რა იცი იქნებ, ასეც მოხდეს...“

                                                                                                      მაძიებელი მასწავლებელი ნატა კობერიძე.

  ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საქართველოში განათლების ხარისხზე დასკვნა გამოქვეყნდა - „სტატუსის აღსადგენად ევროპულ რეესტრს (EQAR) მივმართავთ“

მასწავლებელთა ფიზიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები ცნობილია

ინგლისური ენის ტესტი დღეს არ გამოქვეყნდება - როდის ნახავენ აპლიკანტები გამოცდაზე მოსული საკითხებს 

მასწავლებელთა გეოგრაფიის გამოცდაზე გამოუცხადებლობის რეკორდული მაჩვენებელი და უცხოური ენების ტესტირების სტატისტიკა

რომელ რეგიონებში გამოაცხადა მანდატურის სამსახურმა ვაკანსიები და რა პოზიციებზე - დეტალური ინფორმაცია 

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შეისწავლეს, როგორ უკავშირდება მუსიკა ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ქიმიურ პროცესებს

ღონისძიება სავსე იყო სიხარულით, მადლიერებითა და თბილი ემოციებით

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება