სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„იმედია, შიში გამოსავალს გვაპოვნინებს, რათა გადარჩეს კაცობრიობა“ - ყარაჯალას საჯარო სკოლის მასწავლებლის ლია მუკბანიანის ჩანახატი
21-04-2020
-
+


„პედაგოგებს, არა მხოლოდ განათლებაზე ზრუნვა გვევალება, არამედ მოზარდების დარდისა და სიხარულის გაზიარებაც“ - ყარაჯალას საჯარო სკოლის მასწავლებელი ლია მუკბანიანი პანდემიისგან შექმნილ ვითარებაზე წერს:

 მონატრების ერთი თვე-რა გვასწავლა სიჩუმემ

„ახალმა გამოწვევამ ჩვენთვის უჩვეულო რეალობის წინაშე დაგვაყენა. გაურკვევლობამ გაბრაზება შეცვალა, გაბრაზებამ შფოთვა, შფოთვამ შიში და იმედია, შიში გამოსავალს გვაპოვნინებს, რათა გადარჩეს კაცობრიობა. გვეშინია ყველას, მათ შორის უფროსებს, რადგან ამ დროს ბევრი სხვადასხვა საფიქრალი გვიჩნდება, ვაანალიზებთ საფრთხეს, მაგრამ მოზარდებს უფრო უჭირთ, უჭირთ მათთვის ჩვეული მხიარული და ფერადი სამყარისგან მოწყვეტა და ოთახებში ჩუმად ჩაკეტვა. მათთვის რაიმეს აკრძალვა მიუღებელია, ამიტომ ჩვენ, პედაგოგებს, მოზარდთა არა მხოლოდ განათლებაზე ზრუნვა გვევალება, არამედ მათი დარდისა და სიხარულის გაზიარებაც.

სწორედ დისტანციური სწავლების პირობებში ჩანახატების წერა ყველაზე დიდი სულის შვებაა და „ეტალონმა“კიდევ ერთხელ მოგვცა საშუალება, გადმოეცათ თავისი განწყობა და განცდები.

და ბოლოს, ყარაჯალას სკოლაში ყველა მოსწავლე ეთნიკურად აზერბაიჯანელია. სკოლა არაქრთულენოვანია. 

ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას. მალე ყველაფერი კარგად იქნება!

პატივისცემით ლია მუკბანიანი

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

უფასოდ პედაგოგები, პენსიონერები და სხვა რისკჯგუფებს მიკუთვნებული მოქალაქეები აიცრებიან

პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება