სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ერთი თვის მონატრებამ ადამიანისა და თავისუფლების ფასი მასწავლა“- ფურტიოს საჯარო სკოლის მოსწავლის მარიამ ბერიძის თვალით დანახული პანდემია
21-04-2020
-
+


შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე მარიამ ბერიძემ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ მდგომარეობას ჩანახატი მიუძღვნა. მოსწავლის პედაგოგი ირმა ბოლქვაძე გახლავთ.

გთავაზობთ მოსწავლის სტატიას:

სიჩუმის ერთი დღე

დილით  ადრე გამეღვიძა.  დაფეთებული წამოვვარდი, თვალები მოვიფშვნიტე და საათს შევხედე, ერთი ხუთი  წუთი  კიდევ ვიქნები-მეთქი და ბალიში თავზე დავიმხე.  ისევ დავფეთდი, კვლავ საათს შევხედე, თუმცა თანდათან  გამოვფხიზლდი და გამახსენდა, რომ სკოლაში წასასვლელი არ ვიყავი, მე ხომ   იზოლაციაში ვარ!

გარეთ გავიხედე, ზეცა ახლად ჭკნობაშეპარულ  ვარდს წააგავდა.  ოქროს ეტლში მჯდარი მზეც არსად ჩანდა.  თუმცა ამ უფერული ცის ქვეშ  ხეთა სრულიად  ახალი ყვავილობა იყო, სამარადჟამოდ დაუვიწყარი. ატმის ხეები აფეთქებულიყვნენ და  თითქოსდა ბენგალიურ თვალისმომჭრელ სილამაზეს აფრქვევდნენ ვარდისფერი ყვავილების სახით.

სამზარეულოში შევედი.  რადგან მარხვაა, დედის მომზადებული ომლეტით ვერ ვისაუზმე, ამიტომ   მხოლოდ პურსა და ჩაის დავჯერდი. ჩემი ანცი  ძმები  გავაწვალე და ონლაინ გაკვეთილებისთვის მოვემზადე.  ახლა ესაა ერთადერთი  რამ რაც მახარებს და დანარჩენ სამყაროსთან მაკავშირებს. დედის ნათქვამი გამახსენდა, კორონა უფლის სასჯელია, ცუდს და კარგს რომ ვეღარ ვარჩევთ, სხვისი დაფასებისა და თანადგომის უნარი რომ დავკარგეთო. არ ვიცი, ეს რამდენად მართალია,  ის კი ვიცი, რომ  ძალიან მომენატრა სკოლა, ჩემი თანაკლასელები, ჩემი მასწავლებლები, მეზობლები, ნაცნობები და უცნობები!

... ერთი თვის მონატრებამ  ადამიანისა და თავისუფლების ფასი მასწავლა...

                                                              ფურტიოს საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე მარიამ ბერიძე

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება, გააჩნია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვს პედაგოგს“

EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 

განახლებული წესები და მოთხოვნები მასწავლებლებისთვის - საშინაო დავალებები ელჟურნალში უნდა აიტვირთოს

სამინისტრო მოსწავლეებისთვის ლინზიან კომპასებს და რესპირატორებს ყიდულობს 

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება