სიახლეები
ინტერვიუ, ეტალონი

კომპიუტერში „ომობანას“ თამაშს, სჯობს, საგანმანათლებლო ონლაინ პროექტებში ჩავერთოთ“ - „ეტალონისა“ და izrune.ge-ს გულშემატკივარი ხელვაჩაურიდან
16-04-2020
-
+


ინტერნეტი მხოლოდ თამაშებისთვის არ არის. ის საგანმანათლებლო კუთხითაც აქტიურად შეგვიძლია გამოვიყენოთ და ამის ნათელი მაგალითია ეტალონი“ და izrune.ge. მუდმივად იქნება განხილვა - კომპიუტერი თუ წიგნი, მაგრამ ფაქტია, კომპიუტერში ომობანასთამაშს, სჯობს, ისეთ საგანმანათლებლო პროექტებში ჩავერთოთ, რომელიც საფუძვლიან ცოდნას შეგვძენს. მე კიეტალონისადა izrune.ge- დიდ ოჯახს ჯანმრთელობას გისურვებთ და სრულად საქართველოს მართლმადიდებელ მოსახლეობას ვულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს“, - ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სფელ განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლემ, რომან სურმანიძემ.

საქმე ის გახლავთ, რომ რომანიეტალონისდიდი გულშემატკივარია და ასევე აქტიურადაა ჩართული izrune.ge-ში - პროექტში, რომელიც ახლა, საგანგებო რეჟიმის და დისტანციური სწავლების პირობებში, განსაკუთრებით აქტუალურია. როგორ უმკლავდებიან ხელვაჩაურელი მოზარდები არსებულ ვითარებას, როგორ ურთიერთობენ და როგორ ამხნევებენ ერთმანეთს, 14 წლის რომან სურმანიძის ინტერვიუდან შეიტყობთ.

- პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო „ეტალონს“, izrune.ge-ს და რაც მთავარია, ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს, რადგან ეს პროექტები გვეხმარება მოზარდებს ხარისხიანი განათლების მიღებაში; გარკვეულწილად, izrune.ge-მ შეამზადა ფონი, რომ დღეს ბავშვებისთვის დისტანციური სწავლება უცხო არაა, ბატონმა გოჩამ მუხლჩაუხრელი შრომით მიაღწია ამ წარმატებას, პროექტმა კი შეძლო შეუძლებელი და უამრავი მოსწავლე დღეს „ეტალონისა“ და izrune.ge-ს დიდი ოჯახის წევრია. აქვე, შეუძლებელია არ აღვნიშნო ჩვენი, ადგილობრივი ხელისუფლების ზრუნვა მომავალი თაობის განათლებაზე, სწორედ აჭარის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ეს პლატფორმა უფასო ყოფილიყო ადგილობრივი მოსწავლეებისთვის და საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან ერთად, ყველაფერი კეთდება, რათა ჩვენ ეფექტური განათლება მივიღოთ.

რაც შეხება არსებულ ვითარებას, მიუხედავად იმისა, რომ ახლაღა ვეგუებით ადგილობრივი მოსწავლეები დისტანციური სწავლების თავისებურებებს, მაინც აქტიურად ვართ ჩართულები სასწავლო პროცესში - izrune.ge, „ეტალონი“, ონლაინ-გაკვეთილები, ტელესკოლა - ყველაფერი ერთად, უზრუნველყოფს, ბავშვებმა სათანადო ცოდნა შევიძინოთ და სწორედ ესაა ბატონი გოჩას პროექტებისა და განათლების სამინისტროს მიზანიც. ხელვაჩაურის ყველა სკოლაში საგაკვეთილო პროცესი ძალიან მოტივირებული და მობილიზებულია; რაც შეეხება ონლაინ-სწავლებას, უფროსკლასელები ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მაქსიმალურად ვიყოთ ჩართულები, უმცროსკლასელებს კი ის უხარიათ, მშობლებიც და მასწავლებლებიც რომ სთხოვენ - კომპიუტერებს მიუსხდნენ.

- რამდენი ხანია izrune.ge-სა დაეტალონსგულშემატკივრობ?

- მალე ორი წელი გახდება, რაც ამ დიდი ოჯახის წევრი ვარ და პირად მაგალითზე, თამამად შემიძლია, გითხრათ, რომ ძალიან გვეხმარება მოზარდებს. ფაქტია - პროექტი შეიქმნა ბატონი გოჩა ტყეშელაშვილის 14-წლიანი დაუღალავი შრომის შედეგად, უამრავი მოსწავლეა ჩართული და პროექტის განვითარება თითოეული მოზარდის განვითარების პირდაპირპროპორციულია. ეს კი უდიდესი მოტივაციაა ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის.

- იმავდროულად, ესაა პროექტი, რომელიც კლასგარეშე ლიტერატურის კითხვას მოითხოვს, წიგნიერების ტესტების წარმატებით გასავლელად...

- 2017 წლის აპრილში, ხელვაჩაურში ნოდარ დუმბაძის საღამო ჩატარდა და მე ერთ თვეში დავამუშავე  ამ ბუმბერაზი ადამიანის შემოქმედება. ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკაში დაცულია 14 ათასზე მეტი წიგნი და  ლიტერატურის სიყვარული ჩვენმა სკოლამ განაპირობა. დირექტორმა - ლამარა კოხრეიძემ და ბიბლიოთეკარებმა მოახერხეს, ბავშვებისთვის წიგნის სიყვარული ესწავლებინათ. Izrune.ge-ს წიგნიერების დღისთვისაც განსაკუთრებით ვემზადები და ზოგადად, უდიდესი ბედნიერებაა, როცა გაქვს საშუალება, გამოსცადო საკუთარი შესაძლებლობები.

ახლაც, დარწმუნებული ვარ, მალე გადაივლის ყველაფერი, ბატონი გოჩა კვლავ ჩამოვა ხელვაჩაურში და კვლავ მოაწყობს ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალს.

- დიდი ადამიანივით საუბრობ, სულ ასეთი სერიოზული ხარ?

- სერიოზული ვარ, თუმცა ხუმრობაც მიყვარს...

- გიყვარს ლიტერატურაც - ნოდარ დუმბაძე ახსენე, ისაა შენი საყვარელი მწერალი?

- არიან ბუმბერაზი ადამიანები - ილია, აკაკი, გალაკტიონი... ასევე მიყვარს ლევან გოთუა და ზოგადად, ლიტერატურა. Izrune.ge კი იმიტომაცაა ჩემთვის მისაღები, რომ ჩვენ, ბავშვებს, უდიდეს თავისუფლებას გვაძლევს - ჩვენ არ გვეშინია იმის, რა ნიშანს დაგვიწერენ, თავისუფლად  ვსაუბრობთ, ვმსჯელობთ, განვიხილავთ, ვსწავლობთ და სწორედ ეს თავისუფლებაა ჩემთვის და ჩემი თანატოლებისთვის უმნიშვნელოვანესი. რაც შეეხება ნოდარ დუმბაძეს - მან მომიტანა პირველი წარმატება, მისი ნაწარმოებებიდან ვისწავლე სიყვარული და ჰუმანიზმი...

- თავისუფლება არაერთხელ ახსენე, შეიძლება იყო თავისუფალი კარანტინის დროს?

- თავისუფლება ხომ ნიშნავს - იყო შენი თავის უფალი, შენი თავის მმართველი, კომენდანტის საათს და სხვა შეზღუდვებს რაც შეეხება, ეს კეთდება ჩვენთვის, ჩვენი ჯანმრთელობისთვის და პირადად მე არაფრით ვიზღუდები - ვარ სახლში, ვკითხულობ წიგნებს, ვსწავლობ...

- ადამიანურ ურთიერთობებს როგორ ივსებ?

- მეგობრობა უდიდესი ფენომენია ჩემთვის, თუმცა ახლა მეგობრებთან ონლაინ ვურთიერთობ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

„ეტალონის“ ინგლისური ენის ოლიმპიადა პირველად ტარდება

გამორჩეული ათეულების შესახებ გაიგზავნება წარმატების დამადასტურებელი საინფორმაციო წერილები

სიახლეები

საუბარია კუკიის ძმათა სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე - 77 ჰექტარ მიწის ნაკვეთზეა, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაშია

„პრემიას თბილისის ბაღების თანამშრომლები მიიღებენ - ხელფასის 100 პროცენტს“ - ოფიციალური განმარტება 

რესურსცენტრში განაცხადი კონკრეტულ ვადებში უნდა წარადგინოთ - შაბლონი და დეტალური ინფორმაცია

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა 2026 წლის 1 იანვრიდან დაიწყება

გამოვლინდა არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია და წყალმომარაგების პრობლემა...

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

„მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში იყოს თბილი, მხარდამჭერი და შთამაგონებელი გარემო“
 
სკოლები

სასწავლო პროცესს მასწავლებელი სოფიო კალანდაძე ხელმძღვანელობდა

პროექტის ერთ-ერთი საინტერესო ნაწილი იყო კომპანია „ბარამბოში“ სტუმრობა

ღონისძიებას ორგანიზება ინგლისური ენის მასწავლებლმა ნატო ვანაძემ გაუწია

მოსწავლეებისთვის აქტივობა მეტად საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითი აღმოჩნდა

„ეს მიღწევა წარმოადგენს ჩვენი სკოლის პედაგოგიური კოლექტივისა და მოსწავლეების ერთობლივი შრომის შედეგს“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

გამორჩეული ათეულების შესახებ გაიგზავნება წარმატების დამადასტურებელი საინფორმაციო წერილები

ოლიმპიადა izrune.ge-ს ტექნოლოგიური პლატფორმის გამოყენებით გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება