| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ - ამ თემამ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბობოყვათის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე ლიზა გორგილაძეს აფიქრებს და საკუთარ განცდებს ჩანახატით გვიზიარებს. მოსწავლის ნამუშევარს, ჩვენ უცვლელად გთავაზობთ:
შუაღამეა, და მეც შემომიტია გრძნობების ზღვამ, ღამე დღის განმავლობაში ყველაზე რთულად გადასატანი მონაკვეთია, განსაკუთრებით დაძინებამდე დარჩენილი რამდენიმე წუთი, ამ დროს შენში არსებული ყველაზე სათუთი გრძნობები იღვიძებს და მოსვენების საშუალებას არ გაძლევს..
შუაღამეა და ჩემი სული და სხეული მოიცვა მონატრების გრძნობამ, ალბათ ყველას აქვს მონატრების განმარტების თავისი ვერსია, მე ვერ ვიტყვი რომ მეც მაქვს ჩემი, ასე კონკრეტულად არ შემიძლია ავღწერო ეს გრძნობა, თუმცა ფაქტია რომ სულში ხელებს გიფათურებს, და ზოგჯერ სუნთქვის შეკვრაც კი შეუძლია შენთვის...
ახლა , როგორც არასდროს ისე მენატრება სკოლა, დილით ადრე ადგომა, სკოლამდე ფეხით სიარული,სკოლის ეზოში მომღიმარი მანდატურები, მასწავლებლები და თანაკლასელები, სიმართლე გითხრათ ვერასოდეს წარმომედგინა თუ ამ სიტყვებს ვიტყოდი...
მენატრება მეგობრები და მათთან გატარებული მომენტები თვალწინ ჩამიქროლებენ ხოლმე და, მერე უფრო მენატრება, როგორი რთულია ადამიანისთვის ცხოვრების უჩვეულო რეჟიმზე შეგუება, და როგორი ძლიერია ადამიანი რომ ყოველივე ამას მაინც უძლებს და საბოლოოდ ეგუება....
გაზაფხული, წელიწადის ეს დრო განსაკუთრებულად მიყვარს, რადგან ამ დროს ბუნება იღვიძებს, მზის სხივებს ძალა ემატებათ და არემარე თბება, ქუჩაში ბავშვების ჟრიამული ისმის, თითქოს მთელი წლით გადაღლილები თავიდან ვიმუხტებით, და ვცოცხლდებით ბუნებასთან ერთად... წელს სხვანაირი გაზაფხულია, ისე მოვიდა რომ ვერც შევიგრძენი, ვუყურებ სევდიანი თვალებით ფანჯრიდან აყვავებულ ხეებს, და ვხვდები, ბუნებამ კი გამოიღვიძა მაგრამ ადამიანებმა ვერ დავიმუხტეთ..
სიჩუმემ რომელიც ჩემს ირგვლივ გამეფებულა ბევრ რამეზე დამაფიქრა, თუნდაც იმაზე რომ ღმერთმა ეს განსაცდელი იმიტომ მოგვივლინა რომ ჩვენს ირგვლივ არსებული მომენტები და თითოეული წამი რომელსაც აქამდე არ ვაფასებდით დაგვეფასებინა...
ადამიანი გალიაში გამომწყვდეულ ცხოველს დაემსგავსა, რომელსაც თავისუფლება სწყურია...
ყველაფრისდა მიუხედავად, ადამიანებს მაინც შეგვიძლია ყველაზე ცუდ მომენტებშიც რაღაც პოზიტიურის დანახვა, დაკავებული ვარ იმ აქტივობებით რომლებსაც აქამდე სათანადო დროს ვერ ვუთმობდი... რაც მთავარია, ვწერ...ვფიქრობ, სული შევაწმინდე ლიტერატურას,ფიქრისთვის სათანადო დრო მომეცა და ახლა ზუსტად ვიცი რა მინდა ცხოვრებისგან და რა ძალისხმევა დამჭირდება ყოველივე ამისთვის...
დატკბით ცხოვრების თითოეული წამით, რადგან გავა დრო, ისევ დავუბრუნდებით ჩვეულ რიტმს, გადავიღლებით და ამ მომენტების დაბრუნებას ვინატრებთ, თუმცა უკვე გვიანი იქნება, ამიტომ დაავაფასოთ ეს მომენტები და არსებული დრო შევეცადოთ პროგრესულად გამოვიყენოთ..
ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ახალი წესები და 4 მთავარი მიმართულება სკოლებში - დირექტორებთან რერსურსცენტრები შეხვედრებს ატარებენ
ფორმა უფასოდ გადაეცემა მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც ოთხი და მეტი შვილი და სოცდაუცველის სტატუსი აქვთ ( 65 000 ქულაზე მეტი და 120 001 ქულაზე ნაკლები)
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია
ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა