სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მიგვავიწყა რასიზმი, ბულინგი და მსგავსი ტერმინები, ერთმანეთის სიყვარული გვასწავლა!“ - ვაქირის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლის ჩანახატი
15-04-2020
-
+


სიღნაღის მუნიციპალიტეტის, ილო მოსაშვილის სახელობის ვაქირის საჯარო სკოლის  IX კლასის მოსწავლე  რუსუდან ვარდიაშვილი გვიზიარებს ჩანახატს თემაზე - „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“. ნამუშევარში მოსწავლე გადმოსცემს, როგორ შეცვალა ჩვენი ცხოვრება და შეხედულებები პანდემიამ. 

                                                                            
                                                                   
                                                                      რა გვასწავლა სიჩუმემ

მსოფლიო განსაცდელმა გააერთიანა. მან გვაიძულა, ერთმანეთისთვის ხელები ჩაგვეკიდა, მტრები მოყვრებად გვაქცია... მან მიგვავიწყა რასიზმი, ბულინგი და მსგავსი ტერმინები, მან ერთმანეთის სიყვარული გვასწავლა!

ისე გადავეშვით თანამედროვე მსოფლიოს მორევში, რომ ლამის დაგვავიწყდა ადამიანური გრძნობები, ადამიანური განცდები, ადამიანობა სადღაც, გონების კუნჭულში, გადავმალეთ.თუმცა ვფიქრობდით, რომ ვცხოვრობდით რუტინული ცხოვრებით და გვინდოდა რაღაცის შეცვლა, რაღაცის განვითარება,წამოწყება, მაგრამ არა ამგვარი...

ჩვენ ვსწავლობდით, ვმუშაობდით, ვერთობოდით, ვაკეთებდით ყველაფერს, რისი გაკეთების აუცილებლობასაც ვგრძნობდით, ან არ ვგრძნობდით, რათა ცხოვრებიდან გამოგვეწურა ყველაფერი, რასაც შესაძლოა, ჩვენთის სიამოვნება მოენიჭებინა. ყველა ჩვენ-ჩვენი საკუთარი ცხოვრებით ვცხოვრობდით და სხვა ადამიანებს საკმარის ყურადღებას აღარ ვაქცევდით.

ახლა უზომო მონატრებას ვგრძნობთ ჩვენი მეგობრების, კოლეგების, ახლო ადამიანების მიმართ, მაგრამ, ჩემი აზრით, სინანული უფრო უნდა დაგვეუფლოს. რატომ არ ვანიჭებდით მათ ამხელა მნიშვნელობას მაშინ, როცა ყოველდღე ვნახულობდით ერთმანეთს? რატომ არ ვატარებდით მათთან უფრო დიდ დროს, მაშინ როცა ეს ნებადართული იყო? მათთან ერთად უფრო მეტს რატომ არ ვიცინოდით მაშინ, როცა ამის შესაძლებლობა გვქონდა? ასეთ დროს საშუალება გვაქვს, ისინი უფრო მეტად დავაფასოთ და უფრო მეტად გავაცნობიეროთ, ცხოვრება არაფერი იქნებოდა, რომ არა ჯანსაღი ურთიერთობები.

სამყარო ტრაგედიამ მოიცვა. მსოფლიოს უდიდესი ქვეყნები საფრთხის წინაშე დადგნენ. ჩინეთი, იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი, ამერიკის შერთბული შტატები:  ამ ქვეყნებისა და კიდევ ბევრისთის ერთდროულად დარეკა უბედურების ზარმა. ქალაქები, რომლებიც უწინ ტურისტებით იყო გადაჭედილი, ახლა ცარიელია. დაკეტილია სავაჭრო ცენტრები, სალონები. მსოფლიოს მედია მკაცრად გვაფრთხილებს, რომ დავრჩეთ სახლში, რადგან ეს, დღესდღობით, თავის დაცვის საუკეთესო საშუალებაა. უამრავი ადამიანი დაიღუპა, უამრავი ადამიანი დაინფიცირდა და როცა გვეგონა, რომ ეს იყო სამყაროს აღსასრული, სწორედ მაშინ ვისწავლეთ, რამხელა ძალა აქვს ერთიანობას. დიახ, ჩვენ გავერთიანდით ერთი საერთო მტრის, უხილავი ვირუსის წინააღმდეგ. საყოველთაო კარანტინში ვართ მოქცეულები, ისე, როგორც ჩიტი გალიაში, ვცდილობთ გარეთ გამოსვლას, ისევ ადუღებული ცხოვრების შეგრძნებას, თავისუფლებას, მაგრამ თუ დავფიქრდებით, მივხვდებით, რამდენი რამ გვასწავლა ამ ყველაფერმა. უფრო ახლოს გავიცანით ოჯახის წევრები, უფრო მეტად შევიყვარეთ ისინი, ამასთან, ფიქრი ვისწავლეთ, ფიქრი იმაზე, თუ როგორი მშვენიერია ცხოვრება, და თან როგორი აუცილებელი.

ახლა საშუალება გვაქვს, დავფიქრდეთ, რა გვინდა, რისი გაკეთება გვსურს. სწორედ ასეთ დროს ვუფიქრდებით ცხოვრების თავისებურებებს.მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ეს ყველაფერი გადაივლის. დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ისევ აივსება ქალაქები ტურისტებით, ისევ გავალთ სუფთა ჰაერზე სასეირნოდ, ისევ შევიგრძნობთ თვისუფლების სიტკბოებას და აი, მაშინ ჩავწვდებით ცხოვრების მთავარ აზრს!

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ახალი წესები და 4 მთავარი მიმართულება სკოლებში - დირექტორებთან რერსურსცენტრები შეხვედრებს ატარებენ

 მასწავლებლის სახლმა ახლი სასწავლო რესურსი გამოაქვეყნა

ინფორმაცია მასწავლებლებისთვის - გამოცდის შედეგის შესახებ ცნობის ასაღებად

ფორმა უფასოდ გადაეცემა მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც ოთხი და მეტი შვილი და სოცდაუცველის სტატუსი აქვთ ( 65 000 ქულაზე მეტი და 120 001 ქულაზე ნაკლები) 

ეხება თუ არა მასწავლებელთა საპენსიო შენატანსა და ხელფასებს ცვლილებები სკოლების ვაუჩერული დაფინანსების წესში

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია

„ანაბასისის“ მოსწავლეებმა ძამას ხეობაში საგანმანათლებლო ექსკურსია მოაწყვეს

წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების დაუვიწყარო საზაფხულო დღეები თრუსოს ხეობის ბანაკში 

ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა

სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლა
ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლე „გაეროს მოდელირების“ საუკეთესო დელეგატებს შორის დასახელდა.
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება