სიახლეები
სკოლები

„ზუსტად ვიცი, ნახევარზე მეტი პირველივე წინადადების მერე შეწყვეტს კითხვას“ - ქვედა სამების საჯარო სკოლის მოსწავლის ჩანახატი
13-04-2020
-
+



ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქვედა სამების საჯარო სკოლის მოსწავლემ ლადო თხილაიშვილმა კორონავირუსის შემდეგ დასადგურებული სიჩუმის და მონატრების ერთ თვეზე ჩანახატი გააკეთა. გაეცანით, მოსწავლის მიერ საინტერესოდ გადმოცემულ სათქმელს:

გვასწავლა?!... მოიცადეთ, მოიცადეთ… ნუთუ ქართველებს რამის სწავლა გვჭირდება?!  ჩვენ ყველაფერი არ ვიცით?!  მეტი რა უნდა ვისწავლოთ? მოდით დასაწყისშივე შევთანხმდეთ, ერთი თვის წინ ჩვენ ვიყავით ადამიანები, რომლებიც სახლში ყოფნის გამო ყველაფერზე იყვნენ წამსვლელნი.. ადამიანები, რომლებსაც მაღვიძარაზე დრო რამდენიმეჯერ გადაუწევიათ, რათა 5 წუთით მაინც გაეხანგრძლივებინათ ბედნიერება, ბედნიერება, რომელსაც მათ ძილი ანიჭებდათ… რამდენჯერ გითქვამთ მეგობრისა თუ ახლობლისთვის, ,,აუ, დღეს საქმე მაქ და ვერ შეგხვდები.. ბოდიში რა, ჰო იცი მეც მინდა შენი ნახვა, მაგრამ რა ვქნა გადაუდებელი საქმე მაქვს“. დაფიქრდით რამდენჯერ ყოფილა ეგ ,,გადაუდებელი საქმე“ სახლში ყოფნა და დასვენება? და ახლა რა მდგომარეობაში ვართ? გაქრა ,,გადაუდებელი საქმეები“? გვინდა სახლიდან გასვლა, გვინდა, რადგან უკვე შეუძლებელი ხდება ამის ატანა… ზოგმა არც კი იცის დღეს კვირის რომელი დღეა…,,მანქანაში უკან თუ შეიძლება 2 კაცი დაჯდეს წინ რატომ არ შეიძლება?“ ,,3000 ლარიანი ჯარიმის მაგივრად მირჩევნია 15000 ლარიანი დამიწერონ… 3000 შეიძლება გადავიხადო, აი 15000 ლარს ნაღდად არ გადავიხდი.“ ამის მერე ჩვენ რამის სწავლა შეგვიძლია? ვინ მოისურვებს რომ მასწავლებლად დაგვიდგეს?! არა, სურვილი ბევრს ექნება… ვინ გაბედავს რამე გვასწავლოს?! გაბედეს… გაბედეს და თან როგორ, მაგრამ არა ადამიანმა ან ადამიანთა ჯგუფმა, არამედ ვირუსმა, ვირუსმა რომელმაც ხალხი სახლს მიაჯაჭვა, რომელმაც მათ დაანახა ყველა იმ წამის უდიდესი მნიშვნელობა, რომლებიც მათ აქამდე უაზროდ დაკარგული ეგონათ. და ახლა, დიახ ახლა ხვდებიან , რომ ერთადერთი უაზრო რამ მათ ცხოვრებაში სახლში ჯდომა და არაფრის კეთებაა. არ ვიცი ხალხი რას გრძნობს მე მხოლოდ ვვარაუდობ. შეიძლება ამის წაკითხვა ბევრს არ მოეწონოს, ზოგს  საფუძვლიანადაც კი, მაგრამ იმედი მაქვს ერთ რამეზე შევთანხმდებით, რომ ჩვენ ერთი თვის წინ არ ვიცოდით თუ რა გვინდოდა, ,,ახლა სახლში წავალ და დავიძინებ, ძალიან დავიღალე, აღარ მინდა აბიტურიენტი ვიყო, სახლში მინდა ყოფნა.“ აი რა ვთქვი ორიოდე თვის წინ, არა, არა წამომცდა.  ვხვდები რომ მთელი დღე სახლში ყოფნა არაა ის, რაც თითქოს ასე ძალიან მინდოდა. ახალგაზრდებს მინდა ვკითხო, გახსოვთ როგორ არ მოგწონდათ როცა სახლში სტუმრები გყავდათ, ოთახიდან არ გამოდიოდით, ელოდებოდით თუ როდის წავიდოდნენ, რომ გამოსულიყავით ოთახიდან. და რა ხდება დღეს? ერთი სული გაქვთ ახალი სახე დაინახოთ, ოჯახის წევრების გარდა სხვას დაელაპარაკოთ, უთხრათ თუ რა საშინელებაა 24 საათი ჩაკეტილ სივრცეში ყოფნა, უთხრა რომ გესმის იმ პატიმრებისა, რომლებიც ჩაკეტილ სივრცეში არიან. როგორ იქცევა ახლა ქართველი ხალხის გარკვეული ნაწილი? ზუსტად ვიცი რომ ჩემი სიტყვები მათ მოხვდებათ გულზე და ბევრი სალანძღავი ეპითეტებითაც კი შემამკობენ, რა თქმა უნდა, თუ წაიკითხავენ ამას და ზუსტად ვიცი რომ ნახევარზე მეტი პირველივე წინადადების მერე შეწყვეტს კითხვას.  რას აკეთებენ? რატომ გადავწყვიტე მათზე მელაპარაკა?.. შენ ვინც ახლა ამ ტექსტს კითხულობ მიუხედავად შენი რელიგიისა და შეხედულებებისა ვიცი რომ გწამს შენი რელიგიის, იმ გარკვეულ ნაწილსაც სწამს და ახლა უფრო მეტადაც კი რადგან მათ უთხრეს რომ ეკლესიაში მისვლისგან თავი შეეკავებინათ, რათა ვირუსი არ გავრცელდეს მთელს ქვეყანაში.. ,,რას ქვია ეკლესიაში არ მივიდე! არ ვაპირებდი წასვლას მარა ახლა წავალ! რა უფლება აქვთ რომ ჭკუას მარიგებენ!“ არა მეგობარო… არ გარიგებენ ჭკუას, რადგან იციან რომ მაინც არაფერი გამოვა, იციან, რომ შენ ყველაფერს საწინააღმდეგოდ გააკეთებ. რომ მოგიწოდონ არ დარჩეთ სახლში გამოდით ხალხო გარეთ იარეთ ეკლესიებში! რას იზამ ამ დროს? არ იტყვი მათ ჩვენი სიკვდილი უნდათ? უნდათ რომ ვირთხებივით მოვკვდეთ. რა თქმა უნდა, იტყვი რადგან ასეთი ხარ, არაფერი მოგწონს…. გწამს შენი რელიგიის??? ქრისტიანი ხარ?? აიღე ბიბლია და წაიკითხე! ნახევარზე მეტი ცოდნა ფეისბუქზე გაზიარებული პოსტებით რომ დაგიგროვებია! მუსლიმანი ხარ? ყურანი წაიკითხე… ყველა რელიგიას აქვს თავისი წმინდა წიგნი, რომლითაც ამ რელიგიის მიმდევრები ამაყობენ, მაგრამ ბევრმა არ იცის თუ რა წერია მასში… არაა აუცილებელი ეკლესიაში, სინაგოგასა თუ მეჩეთში სიარული იმის დასამტკიცებლად რომ გიყვარს შენი რელიგია. თუ მართლა გიყვარს თუ ასე გწამს მისი თუ გაისიგრძეგანე მისი არსი, მაშინ დარჩი სახლში! თუ საკუთარ თავზე არ ფიქრობ, მაშინ შვილზე იფიქრე, ცოლზე, ოჯახზე იფიქრე… როცა სახლში მიხვალ შენი შვილი გამოიქცევა რომ ჩაგეხუტოს და გაკოცოს ლოყაზე, რომ გითხრას თუ როგორ მოენატრე… რა შეგრძნება გექნება თუ მათი ავად გახდომის მიზეზი შენ იქნები? რა თქმა უნდა, გაგიჟდებით, გაცოფდებით, რადგან გეგონათ რომ რასაც აკეთებდით დაგეხმარებოდათ ყველას…. და აი ზუსტად ამ მომენტიდან იწყებთ ლოცვას მთელი გულით გრძნობითა და არსებით… სწორედ ახლა ეზიარებით თქვენი რელიგიიის ჭეშმარიტებას… ამ ყველაფრით რის  თქმა მინდოდა… არ არსებობს ოჯახზე ძვირფასი რამ მთელ სამყაროში… სიყვარული, რომელიც ჩვენ მათთან გვაკავშირებს მთელს სამყაროში ყველაზე გამორჩეული გრძნობაა… აი მე რა მასწავლა გასულმა ერთმა თვემ… მაპატიეთ თუ ზღვარს გადავცდი, არ ვიცი რამდენი წაიკითხავთ ამ ტექსტს, რამდენს მოგეწონებათ, რამდენი იტყვის ეს რა სისულელე დაუწერიაო… თუნდაც ერთმა რომ თქვათ ,,მე გეთანხმები შენ“ იცოდე, რომ მთელი ტექსტი შენს გამო დავწერე… და საბოლოოდ მინდა გითხრათ… არ არსებობს დაუძლეველი პრობლემა… მითუმეტეს ისეთი ერისათვის როგორიც საქართველოა… დარჩით სახლში! თუ საჭირო გახდება მე პირადად ჩამოვუვლი თითოეულ თქვენგანს და ვეტყვი რომ დარჩნენ სახლში, მათი ოჯახის გამო…. 

P.S. არ ვიცი რამდენი წაიკითხავთ ამას… შეგეძლოთ თქვენი ცხოვრების 10 წუთი სხვა საქმისთვის დაგეთმოთ, მაგრამ რახან დასასრულამდე მიხვედი… მადლობელი ვარ თქვენი რომ ამის წაკითხვა შეძელით. 

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
„ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ამჯერად თელავის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად მესტიაში გაიმართა
სიახლეები
მათემატიკის სიყვარულით დაწყებული წარმატება - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი ნიკოლოზ გოგოლაძე
მასწავლებლების გამოცდებზე 19 ათასამდე აპლიკანტი დარეგისტრირდა
ცნობილია აბიტურიენტების არჩევანი საგამოცდო საგნების მიხედვით
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
„მადლობა კლუბის თითოეულ წევრს საინტერესო და კარგად ორგანიზებული აქტივობისათვის“,- ამბობენ სკოლაში
ვიქტორინა  III, IV, V, VII, VIII და IX კლასებში გაიმართა და მასში მოსწავლეები ხალისითა და შემართებით ჩაერთნენ
აღსანიშნავია, რომ აქტივობამ თითოეული მოსწავლე დადებითი ემოციებით დამუხტა
კვირეულის ბოლოს, ღონისძიება - „სიტყვავ, რუსთველის ხელში ნაქონო“, გაიმართა
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
„ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ამჯერად თელავის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად მესტიაში გაიმართა
სიახლეები
საზოგადოება