სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„თითის ქნევით საქმე არ კეთდება“ - თბილისის 165-ე საჯარო სკოლის დირექტორი სკოლის მართვაზე, ბულინგსა და მასწავლებლობაზე
09-04-2020
-
+


მეშვიდე წელია თბილისის 165- საჯარო სკოლას ხელმძღვანელობს, თუმცა მანამდე არცთუ იოლი გზა განვლო - ჯერ შემცვლელი მასწავლებელი იყო, შემდეგ მასწავლებელი, დირექტორის მოადგილე, სამეურვეო საბჭოს წევრი, საბჭოს თავმჯდომარე და ეს ყველაფერი, როგორც თავად აღნიშნავს, ძალიან დაეხმარა, გამხდარიყო კარგი დირექტორი.

დღეს, როდესაც ქართული საგანმანათლებლო სისტემა ახალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, 165-ე საჯარო სკოლის დირექტორი, მაია ჯაბაური Etaloni.ge-სთან ინტერვიუში იმასაც სიამაყით აღნიშნავს, რომ მისმა მასწავლებლებმაც და მოსწავლეებმაც მარტივად დაძლიეს ყველა წინააღმდეგობა და სკოლა 100 პროცენტით გადასულია ონლაინ სწავლებაზე.

როგორ ამხნევებს კოლეგებს? როგორ მართავს სკოლას და როგორ ახერხებს, ერთნაირად უყვარდეთ მასწავლებლებსაც და მოსწავლეებსაც? - ამ კითხვებზე პასუხებს თბილისის 165-ე საჯარო სკოლის დირექტორის, მაია ჯაბაურის ინტერვიუში ამოიკითხავთ.

- შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა - ისე მარტივად და სწრაფად დაძლია  ჩემმა კოლექტივმა ახალი გამოწვევა - ასი პროცენტით ჩართულია ყველა პედაგოგი,  მოტივირებულები არიან და დიდი პასუხისმგებლობით მუშაობენ;  რაც მთავარია,  დღეს, 26 ბავშვიდან 22 მესწრებოდა გაკვეთილზე... დავალებებს ამზადებენ, ვმსჯელობთ, რა თქმა უნდა, საგაკვეთილო პროცესი, საკლასო ოთახი სხვა გარემოა, მაგრამ სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენც ვერგებით რეალობას. ბავშვები მუშაობენ, ძველ პროგრამას იმეორებენ, ახალს სწავლობენ და დარწმუნებული ვარ,  ჩამორჩენა არ გვექნება.

რაც შეეხება კოლექტივთან ურთიერთობას - შევქმენი ჯგუფები კათედრების მიხედვით, დამრიგებლების ჯგუფი, სპეცმასწავლებლების ჯგუფი; დღეს გვქონდა ონლაინ-თათბირი ორ კათედრასთან, ყოველკვირეულად ვხვდები მათ,  გვაქვს კომუნიკაცია, ვისმენ ინფორმაციას, არც ერთი ბავშვი უყურადღებოდ არ გვრჩება და თუ რომელიმე მათგანი „თიმსში“ ვერ შემოდის, ტელეფონით გვაქვს კომუნიკაცია... ჩვენ სკოლაში ყველფერი კარგად აეწყო და ამ მხრივ მშვიდად ვარ. მანამდე ცოტა მეშინოდა, მაგრამ ერთ კვირაში დალაგდა - დიდი შრომა გავწიეთ და  შედეგიც გვაქვს.

- ქალბატონო მაია, თქვენი აზრით, რამდენად მზად აღმოჩნდა ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა ასეთი გამოწვევისთვის?

- ადამიანი ყველაფრისთვის ვერ იქნები მზად, თუმცა ძალიან კარგად ავუწყვეთ ფეხი ახალ რეალობას და ესაა მთავარი. თავიდან ვნერვიულობდი - ადვილი არაა,  ამდენი ბავშვი, ამხელა კოლექტივი მართო; მეშინოდა, მასწავლებლები როგორ ჩაერთვებოდნენ, მაგრამ ფაქტია - ყველა კარგად მუშაობს, არც ერთი ბავშვი, უყურადღებოდ არ გვყავს და ბავშვებიც ძალიან მოტივირებულები არიან.  

- ბავშვების ასეთი ენთუზიაზმი რამ განაპირობა?

- ერთი კვირა დაისვენებს ადამიანი, ორი კვირა... მაგრამ მერე მუშაობა უნდა, ბეზრდება დასვენება. წარმოიდგინეთ, გაკვეთილი როგორც კი იწყება, იმ წუთშივე 19-20 ბავშვი გვერთვება. სხედან, გველოდებიან, ბავშვებსაც მოენატრათ სკოლა... და კიდევ ერთი - შესაძლოა არ გამოხატავენ, მაგრამ მასწავლებლები უყვართ და უნდათ ურთიერთობა. რომ ამბობენ - მასწავლებლის შრომა დაუფასებელიაო, ასე არ ვფიქრობ იმიტომ, რომ ბავშვების სიყვარულს ვგრძნობ.



-
დირექტორები თუ უყვართ ბავშვებს, ქალბატონო მაია და ზოგადად, როგორი უნდა იყოს სკოლის ხელმძღვანელი?

- დირექტორი მომთხოვნი უნდა იყოს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში, ადამიანის ღირსებას არ უნდა შეეხოს. ლავირებაა საჭირო, თითის ქნევით საქმე არ კეთდება.

- ოქროს შუალედის პოვნა რთული არაა მასწავლებლებთან, ან თუნდაც, ბავშვებთან ურთიერთობაში?

- არ მინდა, საკუთარი თავის ქება გამომივიდეს, მაგრამ ერთ მაგალითს გეტყვით - დიდ დასვენებაზე ყოველთვის სკოლის სასადილოში ვარ, რადგან სწორედ მაშინ, იქ თავს იყრის მთელი სკოლა.  სასადილოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა მკითხა, როგორ ახერხებთ, ყველა საკითხი ისე მოაგვაროთ, ხმას არ აუწიოთო...  შემიძლია თვალით ვმართო 800 ბავშვი ისე, რომ ზედმეტად ხმის ამოღება არ დამჭირდეს. არ ვიცი, შეიძლება, ეს შინაგანია - მთელი დღის განმავლობაში სკოლაში ვერც ჩემ ხმას გაიგებთ, ვერც ჩემი მოადგილისას და მყავს ეს ბავშვები ასე - შვიდი წელი გადის, რაც დირექტორი ვარ და  სერიოზული ინციდენტი არ მახსენდება. ამ კუთხით ფიზიკური თუ მორალური უსაფრთხოება, მაქსიმალურადაა დაცული და ყველამ თავისი ადგილი იცის - სკოლაში ნებისმიერი თანამშრომლის საქმეა ბავშვის უსაფრთხოება!

- კარგ დირექტორს გამოეპარება ბავშვებს შორის უთანხმოება, ბულინგი?..

- მოდი, ასე ვთქვათ - ბულინგი იყო, არის და იქნება. ახლა ყველაფერს ბულინგს არქმევენ, თუნდაც იმას, ბავშვს ზედმეტსახელით რომ მიმართონ.  ჩემ სკოლაშიც იყო რაღაც ინციდენტი, მაგრამ იქვე ბოლომდე მივყევით. ბავშვებს ვასწავლით ურთიერთობებს, მოქალაქეობრივ აზროვნებას და ვცდილობთ, ყოველთვის ავუხსნათ, რა და რატომ არ შეიძლება, თორემ ჩხუბით არაფერი გამოვა.



- მითხარით, ერთ კლასს ვასწავლიო. ისიც მასწავლებლობის ნოსტალგიის გამო დაიტოვეთ?

- დირექტორად რომ გადავედი, იყო რაღაც სირთულეები, რომელიც  დროსა და ენერგიას მოითხოვდა, რათა საბოლოოდ სკოლის მუშაობა ისე წამეყვანა, როგორც საჭიროდ მიმაჩნდა. ამიტომ, ხუთი წელი ვერ მივეცი თავს უფლება, კლასი ამეყვანა, მერე მასწავლებლობა მომენატრა - ჩემი ძირითადი პროფესია ხომ ესაა.

- ეს პროფესია რატომ აირჩიეთ, ქალბატონო მაია?

- უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული; მეხუთე კურსზე სამთვიანი პრაქტიკები გვქონდა და გაკვეთილის ჩატარება რომ მოგვიწია, კურატორმა მითხრა, კარგად გამოგდისო... მას შემდეგ თითქმის 35 წელი გავიდა და არჩევანის წინაშე რომ ვიდგე, ახლაც ამ სპეციალობას ავირჩევდი.

- ოჯახში დირექტორი ხართ თუ მასწავლებელი?

- არც დირექტორი და არც მასწავლებელი... მაქვს ჩვეულებრივი, ტრადიციული, ქართული ოჯახი; ჩემი მეუღლე არის ტრადიციული ქართველი მამაკაცი და სახლში რომ შევდივარ, ვარ ჩვეულებრივი დიასახლისი. მართალია, ეს დიდი შრომის შედეგია, ნაკლები გძინავს, მეტად იღლები, მაგრამ მეც მიმაჩნია, რომ ყველაფერს თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს - ოჯახსაც და სამსახურსაც.








კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

იცოდით რომ  ჯავშანჟილეტი ქალმა გამოიგონა? - ბევრი ნივთი, რომელსაც ყოველდღე იყენებ, სწორედ ქალების გამოგონილია

აბიტურიენტების ცნობარი აპრილის დასაწყისში გამოქვეყნდება - ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ახალი დეტალები ცნობილია

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო

ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთების ბოლო ვადა 8 მარტია - რომელ რეგიონებში სურს ახალი კადრების მიღება მანდატურის სამსახურს

ცნობილია, ეროვნულებზე ჩასაბარებელი საგნები სწავლის სფეროების მიხედვით - დეტალები

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის  N4 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი თეა გურგენიძე პასუხობს

„მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც მას ვენდობით და ვაძლევ სივრცეს, რომ თავად გამოსცადოს საკუთარი ძალა“

„მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს მასწავლებლის დადებითი განწყობა, წახალისება და მრავალფეროვანი გაკვეთილები“

„გაზაფხულივით მშვენიერ და მზესავით ნათელ ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებსა და ყველა ქალბატონს“

სკოლები

მოსწავლეებმა პრეზენტაციის ფარგლებში ისაუბრეს შაქრიანი დიაბეტის გამომწვევ მიზეზებზე

ისტორიის მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრა საქართველოს ოკუპაციასა და მის სავალალო შედეგებზე

საინტერესო

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება