სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები, სსიპ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაშის საჯარო სკოლა

ლასურიაშის სკოლის პროექტი ''ჩვენც დავბერდებით'' - მოსწავლეებმა 90 წლის პინა ნემსიწვერიძე მოინახულეს
30-09-2016
-
+


საჯარო სკოლებში ისწავლება საგანი - “სამოქალაქო განათლება”. 
 
სამოქალაქო ურთიერთობები საზოგადოებასთან-პიროვნებასთან რეფორმამდელ სახელმძღვანელოებში საგნების მიხედვით ნაკლებად, ან სულაც არ იყო ხაზგასმული. სახელმძღვანელოში საინტერესოდაა გაშლილი საკითხები, ყოველ ცხოვრებისეულ მოვლენებზე, ადამიანების სულიერ ღირსებებზე, მოვალეობებზე, იმაზე, თუ ახალგაზრდამ რატომ უნდა მიაგოს პატივი უფროსი თაობის ადამიანებს. საერთოდ, მათ ღირებულებებს და ყოველგვარ ადამიანურს. 

ერთ-ერთი ასეთი გაკვეთილის დროს ლასურიაშის საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაუჩდათ იდეა თავიანთი სკოლის ყოფილი დამლაგებლითვის პატივი ეცათ. 

"ქალბატონი პინა ნემსიწვერიძე, ხუთი შვილის დედა, 90 წლის გახდა. სკოლაში მუშაობის პერიოდში გამოირჩეოდა პასუხისმგებლობით თავისი საქმისადმი. აქვე  სწავლობდნენ მისი შვილები და შვილიშვილებიც, ამ სკოლაში დაბერდა და გავიდა პენსიაზე, ასეთები  სოფელში იშვიათია, თუნდაც 90-წელს ყველა ვერ აღწევს. ჩვენ დავუკავშირდით რაიონის აიპ- ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის ცენტრის თანამშრომლებს, რომლებმაც გასულ წელს მსგავს ღონისძიებაზე, მოინახულეს სოფლის ყველაზე უხუცესი ქალბატონი, რომელსაც 100  წელი სწორედ იმ დღეს შეუსრულდა. ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების სურვილი გამოთქვეს, რაიონის მასწავლებელთა მუზეუმის თანამშრომლებმაც."- აღნიშნეს სკოლის მოსწავლეებმა "Etaloni.ge"-სთან საუბრისას. 
 
ქალბატონ პინასთან შეხვედრამ სასიამოვნო ვითარებაში ჩაიარა.  

უხუცეს ქალბატონს, სიმბოლური საჩუქრები გადასცეს და დიდხანს სიცოცხლე უსურვეს.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება