| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სასწავლო პროცესი 2 მარტიდან შეწყდა და სწავლება დისტანციურ ფორმატში გაგრძელდა. მასწავლებელები ვირტუალურ საკლასო ოთახებში ონლაინ გაკვეთილებს იქამდე ჩაატარებენ, სანამ კვლავ რეალურ სასკოლო სივრცეში არ დაბრუნდებიან.
იმის გათვალისწინებით, რომ მოსწავლეები სკოლაში აღარ დადიან და არც დისტანციური გაკვეთილის გაცდენის გამო ეწერებათ „არა“, etaloni.ge დაინტერესდა, შეიცვალა თუ არა განათლების სამინისტროს მიდგომა დასვენების დღეებთან დაკავშირებით. ამიტომაც ვკითხეთ, დაისვენებენ თუ არა მოსწავლეები დისტანციური გაკვეთილებისგან ოფიციალურ დასვენების დღეებში, როგორც 9 აპრილს, ისე სააღდგომოდ.
როგორც განათლების სამინისტროში განგვიცხადეს, ოფიციალურ დასვენების დღეები, ყველასთვისაა, შესაბამისად, მოსწავლეებიც და მასწავლებლები ახლაც ისევე ისარგებლებენ უქმე დღეებით, როგორც სასწავლო პროცესის პერიოდში სარგებლობდნენ.
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას