სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლა - ერთადერთი ქართული სკოლა ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ საზღვრისპირა რაიონში
30-09-2016
-
+


ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლა ქალაქ ნინოწმინდაში ერთადერთი ქართული სკოლაა ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ ამ საზღვრისპირა რაიონში, რომელმაც ფუნქციონირება 1990 წლიდან დაიწყო. 

თავდაპირველად სკოლაში მხოლოდ ორ ათეულ მოსწავლემდე ირიცხებოდა, თუმცა 2011 წლიდან გაიზარდა მოსწავლეთა რაოდენობა, რადგან ზესტაფონიდან ნინოწმინდაში გადმოვიდა წმინდა ნინოს სახელობის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლი, სკოლის მოსწავლეთა უმრავლესობას სწორედ ამ ბავშვთა სახლის აღსაზრდელები შეადგენენ. 

სკოლაში ირიცხება რამდენიმე სომეხი ეროვნების მოსწავლე, რომლებიც მონდომებულები არიან დაეუფლონ სახელმწიფო ენას. სკოლა ორიენტირებულია მოიძიოს კვალიფიციური კადრი, თანამშრომლობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის პროგრამა „ასწავლე საქართვლოსთან“ უკვე რამდენიმე წელია, რომლის ფარგლებშიც სკოლაში 11 პროგრამის მასწავლებელია ჩართული. სკოლაში მომუშავე პედაგოგებიდან რვას აქვს უფროსი მასწავლებლის სტატუსი.

მოსწავლეები ხშირად ერთვებიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოცხადებულ კონკურსებში და აქვთ გარკვეული წარმატებებიც. გვყავს პროექტ “ეტალონის” გამარჯვებული მოსწავლე, აგრეთვე ჩვენი სკოლის მერვე კლასის მოსწავლის მარიამ რეხვიაშვილის აფიშამ ეროვნული კინოცენტრის პროექტ „კინო სკოლაში“ მოიპოვა გამარჯვება; 

მეცხრე კლასის მოსწავლე მირეი წინწკალაძე კინგსის ქართული ენის ოლიმპიადის ფინალურ ტურის მესამე ეტაპზე გავიდა და საუკეთესო მოსწავლეთა კლუბის წევრი გახდა, ინგლისური ენის მართლწერის კონკურსში მეცხრე კლასის მოსწავლემ აიდა მკრტიჩიანმა დაიკავა პირველი ადგილი რაიონის მასშტაბით.

2016 წელს ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის საკლასო ოთახების რეკონსტრუქცია განხორციელდა საქართველოში აშშ-ს საელჩოს, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით, შეერთებული შტატებისა და საქართველოს ხალხებს შორის მეგობრობის აღსანიშნავად. 

2016 – 2017 სასწავლო წელი ამ მოვლენისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებით დაიწყეს, რომელსაც საქართველოში ამერიკის საელჩოსა და თავდაცვის სამინისტროდან მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლებისა და დირექტორების საყურადღებოდ - ანონიმური კითხვარები 10 ივლისის ჩათვლით უნდა შეავსოთ

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო ათასწლეულის ფონდის ინიციატივით წელს მეცხრედ ჩატარდება

როგგორ და სად უნდა მიიღოთ პირველკლასელთა რეგისტრაციის უნიკალური კოდი - ინსტრუქცია

 2026 წელს emis-ის უფროსს მოადგილეების რაოდენობა 2-ჯერ გაუზარდეს

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეებმა 5 კვირის განმავლობაში შეისწავლეს სვანური კოშკების ისტორია და არქიტექტურა

გამარჯვებული კლასის მოსწავლეები დიპლომებით დაჯილდოვდნენ

 

 

სასწავლო წლის მიწურულს თეატრალურმა კლუბმა ნოდარ დუმბაძის უკვდავი სამყარო გააცოცხლა

მოსწავლეებმა თანაკლასელებთან ერთად დრო სასარგებლოდ და ხალისიანად გაატარეს

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება