სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რატომ არის შეცდომა: „ავაწყე“, „სადაო“, „დაახლოვება“... - იხილეთ გავრცელებული ენობრივი შეცდომები და მათი სწორი ფორმები
22-06-2026
-
+


ქართული მეტყველებისა და წერის დროს ხშირად გვხვდება სიტყვები და გამოთქმები, რომლებიც ნორმად არის დამკვიდრებული, თუმცა სინამდვილეში ენობრივ შეცდომებს წარმოადგენს. იხილეთ გავრცელებული ენობრივი შეცდომები და მათი სწორი ფორმები.
 
ადგილი აქვს კანონის დარღვევას - კანონი ირღვევა
 
„ადგილი აქვს კანონის დარღვევას" კალკია. ქართული ენისთვის შეუსაბამო კონსტრუქციაა. ამგვარი სტილისტიკური ხარვეზისგან თავის ასარიდებლად უნდა გამოვიყენოთ ქართული ენისთვის ბუნებრივი სიტყვათშეთანხმება: „კანონი ირღვევა".
 
ავაწყე, ააწყეავაწყვე, ააწყვე
 
-ობ თემისნიშნიანი ზმნები (ვაწყობ) II სერიის წყვეტილის მწკრივში (კითხვაზე: რა ვქენი? რა ქენი?) ე-ს წინ ჩაირთავენ -ვ თანხმოვანს: ავაწყვე, ააწყვე, შევატყვე, შეატყვე, გამოვაცხვე, გამოაცხვე, შევიტყვე, შეიტყვე, ავაწყვე, ააწყვე...
 
ბევრჯელ - ბევრჯერ
 
რთული ფუძის შემადგენელი ნაწილია ,,ჯერ" და არა – ,,ჯელ". შესაბამისად, მართებული ფორმაა ,,ბევრჯერ".
 
ბოლო-ბოლო - ბოლოს და ბოლოს
 
,,ბოლო-ბოლო" მცდარია, რადგანაც ეს არის და კავშირით შეერთებული ფუძეგაორკეცებული სიტყვა. და კავშირი იერთებს მხოლოდ ერთმარცვლიან სიტყვებს (სხვადასხვა, ხანდახან, პირდაპირ, წინდაწინ), ორ- და მეტმარცვლიანი სიტყვები კი განცალკევებულად დაიწერება. შესაბამისად, მართებული ფორმაა: ბოლოს და ბოლოს.
 
გადმოცემული იქნა, იქნა გადმოცემულ - იქნა გადმოცემული
 
რიგ შემთხვევებში აღწერილობითი ვნებითის ფორმები წარმოდგენილია ვნებითი გვარის მიმღეობითა და „იქნა" მეშველი ზმნით. თუ მიმღეობა უსწრებს მეშველ ზმნას, იგი უნდა დაიწეროს ფუძის სახით: გადმოცემულ იქნა... თუ მიმღეობა მოსდევს მეშველ ზმნას, იგი სახელობითი ბრუნვის ფორმით უნდა წარმოვადგინოთ: იქნა გადმოცემული... აღწერილობითი ვნებითი გამოიყენება ოფიციალურ დოკუმენტთა შედგენისას. თუ შესაძლებელია, სჯობს, გამოვიყენოთ ჩვეულებრივი ვნებითი გვარის ფორმები: განიდევნა (და არა: განდევნილ იქნა); დამტკიცდა (და არა: დამტკიცებულ იქნა).
 
დავკონკრეტდები - ვაკონკრეტებ
 
ამ საკითხთან დაკავშირებით კი არ დავკონკრეტდები, არამედ ვაკონკრეტებ ამ საკითხს.
 
დაახლოვება - დაახლოება
 
ქართულ ენაში არის სახელები, რომელთაგან ზმნური ფორმები იწარმოება. მაგალითად.: ახლო, აახლოებს; ფართო, აფართოებს; უთო - აუთოებს, ჯადო - აჯადოებს... ო ბოლოხმოვნიანი სახელებისგან მომდინარე ზმნებს ვ თანხმოვანი მხოლოდ წყვეტილის მწკრივში აქვს შენარჩუნებული. დავაკვირდეთ: ახლო - დააახლოვა ( წყვეტილი - რა ქნა?) და არა: დააახლოა. სხვა მწკრივებში ვ ბგერა უმართებულოდ ჩნდება. სწორი ფორმებია: აახლოებს (აწმყოს წრე - რას შვრება?), დააახლოებს (მყოფადი - რას იზამს?), დაუახლოებია (I თურმეობითი - რა უქნია?). ვ ბგერა არ ჩნდება საწყისებისა და მიმღეობების წარმოებისას. სწორი ფორმებია: დაახლოება, დაჯილდოება, გაფართოება, დაახლოებული, დაჯილდოებული, გაფართოებული...
 
ლაკონური - ლაკონიური 
 
ა-სა და ე-ზე დაბოლოებული სიტყვები სუფიქსთა დართვისას მოიკვეცენ ბოლოკიდურ ხმოვნებს. სწორი ფორმებია: ლაკონია - ლაკონიური (და არა: ლაკონური
 
სადაო - სადავო 
 
ვ ბგერა შენარჩუნდება ბოლოთანხმოვნიან ფორმებში, რომელთა ფუძე ვ ბგერით ბოლოვდება: დავა - სადავო.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება