სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სასკოლო ფორმების ფასი და მიწოდების წესი ზაფხულში გახდება ცნობილი - მინისტრი დამატებით დეტალებზე საუბრობს
20-06-2026
-
+


ახალი სასწავლო წლიდან დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ერთიანი სასკოლო ფორმა ექნებათ. 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ უკვე გააფორმა ხელშეკრულება კომპანიასთან, რომელიც ფორმებს ჩინეთში შეკერავს.  ზაფხულის განმავლობაში კი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება როგორც ერთი კომპლექტის ღირებულება, ისე მათი მიწოდების წესი. 

იხილეთ ასევე: მოსწავლეებს ჩინეთში შეკერილი ფორმები ეცმევათ - სამინისტრო დეტალებზე

„გაფორმდა ხელშეკრულება ბაზრის კვლევაში გამარჯვებულ კომპანიასთან, რომელიც უზრუნველყოფს სასკოლო ფორმების შეკერვას დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის”, -განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.

მინისტრის თქმით, ფორმების მიწოდება სკოლებისთვის ეტაპობრივად განხორციელდება და დეტალური ინფორმაცია განრიგის შესახებ ზაფხულის პერიოდში გამოქვეყნდება.

„მოგეხსენებათ, რომ ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში დავაანონსეთ და მთავრობის დადგენილებით დავამტკიცეთ ზოგადი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფცია, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სკოლებში, დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის, ფორმების შემოღება.

ხელშეკრულების თანახმად, სასკოლო ფორმების მიწოდება სკოლებისთვის სამ ეტაპად განხორციელდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა მოსწავლე, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა, ჯანდაცვის სამინისტროს შეფასებით, 60 000 ქულაზე ნაკლებია, ფორმას უფასოდ მიიღებს.

ზაფხულის პერიოდში გამოქვეყნდება დეტალური ინფორმაცია ფორმის ერთი კომპლექტის ღირებულებასთან დაკავშირებით, ასევე, იმის შესახებ თუ რა ფორმით მოხდება სხვადასხვა ქალაქსა თუ მუნიციპალიტეტში სასკოლო ფორმების საზოგადოებისთვის მიწოდება“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება