| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა გურამ ოქროპირიძემ სააგენტოს მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია წარადგინა.
შეხვედრაზე განიხილეს როგორც 2025 წლის მანძილზე, ისე მიმდინარე წლის განმავლობაში განხორციელებული მასშტაბური პროექტები და სიახლეები. აღინიშნა, რომ როგორც გასულ წელს, ამჯერადაც იგეგმება ახალი საბავშვო ბაღის გახსნა ლილოს დასახლებაში, რომელიც 400-მდე აღსაზრდელს მოემსახურება.
გურამ ოქროპირიძემ ასევე დეტალურად ისაუბრა მიმდინარე მშენებლობებსა და ბაგა-ბაღების შენობების რეაბილიტაციის პროექტებზე. ამ მხრივ, სიახლეები იქნება 2026 წლის მეორე ნახევარში, როცა დაიწყება N14 და N96 ბაღების ახალი შენობების მშენებლობა, ასევე რამდენიმე ბაღის გამაგრება/რეაბილიტაცია. ბევრ საბავშვო ბაღში არდადეგების პერიოდში განხორციელდება მასშტაბური სარემონტო სამუშაოები.
საუბარი შეეხო ასევე ციფრული სერვისების დანერგვას, მათ შორის, აღსაზრდელთა და თანამშრომელთა ელექტრონულ აღრიცხვიანობასა და სამომავლოდ, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში საბავშვო ბაღების ჩართვას.
ხაზი გაესვა ასევე საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესს, რომელიც დაწყებულია და უახლოეს წლებში უნდა დასრულდეს.
პრეზენტაციის შემდეგ სააგენტოს ხელმძღვანელმა კომისიის წევრების მიერ კონკრეტულ პროექტებთან დააკავშირებით დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი