| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტის ჩარიცხვის (მიღების) და სწავლების, მის მიერ პრაქტიკის გავლის, მისი მობილობის, მისთვის სტუდენტის სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის წესი, აგრეთვე საპოლიციო უმაღლესი აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები დამტკიცდა.
პოლიციის აკადემიაში უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) ჩარიცხვისა და სტუდენტის სტატუსის მისანიჭებლად პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) იყოს საქართველოს მოქალაქე;
ბ) წარმატებით გაიაროს პოლიციის აკადემიაში შესარჩევი პროცესი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) ჩააბაროს ერთიანი ეროვნული გამოცდები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა;
დ) აბიტურიენტთა რანჟირების შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე პოლიციის აკადემიაში მოიპოვოს სწავლის უფლება.
„ბ“ პუნქტით გათვალისწინებული შერჩევა კი მოხდება ეროვნულ გამოცდებამდე.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი