სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

16 წლამდე მოზარდებისთვის აიკრძალება ყველა ძირითადი სოციალური აპლიკაციის გამოყენაბა - გადაწყვეტილება გარეთიანებული სამეფოს პრემიერმა მიიღო
21-06-2026
-
+


16 წლამდე პირებს ყველა ძირითადი სოციალური მედიის აპლიკაციის გამოყენება აეკრძალებათ, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმაი კირ სტარმერმა განაცხადა.

„ეს არ არის გადაწყვეტილება, რომელსაც მსუბუქად ვიღებ, და არ წარმოვაჩენ მას ისე, თითქოს სოციალური მედიას ახალგაზრდებისთვის არავითარი სარგებელი არ მოუტანია, რადგან ეს აშკარად არასწორი იქნებოდა. მაგრამ ხელისუფლება ყოველთვის არჩევანს გულისხმობს, და ჩემთვის ნათელია, რომ სრული აკრძალვა სწორი არჩევანია.“

ორი შვილის მამა და პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ იცის „ის შიშები, რომლებსაც ჩვენ ყველანი ვგრძნობთ“ სოციალური მედიის მიმართ, და მას ყოველთვის მხოლოდ ის სურდა, რომ მისი შვილები „ბედნიერები და უსაფრთხოდ ყოფილიყვნენ“.

„ახლა ვსვამ კითხვას: ნამდვილად გვჯერა, რომ სოციალური მედია ჩვენი ბავშვებისთვის ბედნიერ გარემოს ქმნის? ნამდვილად გვჯერა, რომ ეს ის ადგილია, სადაც მათ შეუძლიათ თავი უსაფრთხოდ იგრძნონ?

ვფიქრობ, ამ კითხვებზე პასუხის გაცემაც კი აღარ მჭირდება, არა? ყველა მშობელი ამას საკუთარი თვალით ხედავს.

სოციალური მედია ბავშვებს უბედურს ხდის. ის მოძალადეებს უადვილებს მათზე შევიწროებასა და ძალადობას... ბავშვებს აჩვენებენ სახიფათო შინაარსს, რადგან სწორედ ასეთი შინაარსი იპყრობს ყურადღებას. ის შექმნილია იმისთვის, რომ დამოკიდებულება გამოიწვიოს.“

სტარმერის თქმით, ეს აპლიკაციები ბავშვებს ხელს უშლის საშინაო დავალებების შესრულებაში, წიგნების კითხვაში, მეგობრების ნახვაში, დროულად დაძინებაში და საბოლოოდ ზიანს აყენებს მათ განვითარებას.

„ვწუხვარ ამ თაობის გამო. ვფიქრობ ჩემს საკუთარ ბავშვობაზე. დიახ, 1970-იანი წლების დასაწყისი ყოველთვის იოლი არ ყოფილა, მაგრამ ჩვენ მსგავსი არაფრის გამკლავება არ გვიწევდა - ტექნოლოგიის, რომელიც ცხოვრების ყველა კუთხეში აღწევს,“ - ამბობს ის.

სტარმერი აგრძელებს და აცხადებს, რომ სჯერა, მშობლები ამ ნაბიჯს მხარს დაუჭერენ. ის ამატებს: „მე არ ვარ მზად კომპრომისზე წავიდე ჩვენი ბავშვების უსაფრთხოებისა და ბედნიერების საკითხში, და სწორედ ამიტომ ეს აკრძალვა უნდა განხორციელდეს და სწორედ ამიტომ ეს აკრძალვა განხორციელდება.“

ის აღიარებს, რომ სოციალური მედიის კომპანიების წინააღმდეგ წასვლა ადვილი არ იქნება — რთული იქნება შესაბამისი კანონმდებლობის მიღებაც და ამ აკრძალვის აღსრულებაც - თუმცა პირობას დებს, რომ ამ მიმართულებით წინსვლას გააგრძელებს.

პრემიერ-მინისტრი ასევე აცხადებს, რომ ის პროდუქტები, რომლებზეც ეს საყოველთაო აკრძალვა არ გავრცელდება, მაგალითად სათამაშო პლატფორმები, ვალდებული იქნებიან, ხელი შეუშალონ ბავშვებს უცნობ ადამიანებთან მიმოწერაში.

„ეს ჩვენს ბავშვებს უფრო ბედნიერს გახდის. მათ ექნებათ მეტი დრო, მეტი უსაფრთხოება, მეტი თავისუფლება ზრდისა და განვითარებისათვის, მეტი შესაძლებლობა. და საბოლოოდ, სწორედ ეს არის ამ მთავრობის მიზანი“, - აცხადებს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება