სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რატომ ხვდებათ ბაღის აღსაზრდელის მშობლებს განსხვავებული პროდუქტები? - სააგენტოს განმარტება
30-03-2020
-
+


თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტომ საკვები პროდუქტების 70%-ზე მეტი უკვე დაარიგა. როგორც ბაღების სააგენტო etaloni.ge-სთან საუბრისას განმარტავს, პროდუქტების შეკვეთა მსურველთა რაოდენობიდან გამომდინარე ხდება. პირველი პარტიის გაცემა კი პრაქტიკულად დასრულებულია.

„თბილისში არსებული ბაგა-ბაღების მიერ საკვები პროეუქტების 70% უკვე გაცემულია. თავდაპირველად, როცა გამოკითხვა ჩატარდა, თუ ვინ იყო პროდუიქტების წაღების მსურველი იმაზე გაცილებით ნაკლებმა მშობელმა ისურვა პროდუტების წაღება, ვიდრე დღეს სურს.

შეკვეთა კეთდება იმ მოცულობის პაკეტზე და იმის მიხედვით, რა მოთხოვნაც არის, შესაბამისად, პირველი პარტია უკვე გაცემულია და დღეიდან განახლდება პროდუქტების გაცემა იმ მშობლებზე, რომლებმაც საკვები პროდუქტების აღების სურვილი მოგვიანებით გამოთქვეს“,- აღნიშნავენ სააგენტოში.

მათივე განმარტებით, მშობლების პროდუქტების სია შესაძლოა განსხვავებული იყოს, ვინაიდან მომწოდებელი კომპანიაც და სააგენტოც ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობს. იმის მიხედვით თუ რა არის იმ მომენტისთვის ხელმისაწვდომი ერთი პროდუქტი მეორეთი შეიძლება ჩანაცვლდეს, თუმცა ყველა ცვლილება სააგენტოსთან შეთანხმებით ხორციელდება.

„რაც შეეხება პროდუქტების ჩამონათვალის ცვლილებას, იყო შემთხვევები როდესაც მშობელი დაბარებული არ იყო, მაგრამ თვითნებურად მივიდა ბაღში, ასეთ შემთხვევაში ბაღების ნაწილმა მშობლებს სრული პაკეტის არასრებობის გამო ის გაატანა, რაც იმ მომენტისთვის ჰქონდა, ნაწილმა საერთოდ არაფერი გაატანა და განსაზღვრული დროსითვის დაიბარა.

მოგეხსენებათ, ფორსმაჟორულ სიტუაციაში ვმუშაობთ, ასევე კომპანიაც, და როცა რაღაც პროდუქტის დეფიციტი იქმნება ის ნაცვლდება სხვა პროდუქტით. აქვე დავაზუსტებ, რომ ყველა ცვლილება ჩვენთან შეთანხმებით ხორციელდება. ანუ თუ ვიღაც იტყვის, რომ მანანის ბურღულს ელოდებოდა და შაქარი მიიღო და გონია, რომ ეს სააგენტომ არ იცის, ასე არ არის, უბრალოდ ყველა ცვლილებაზე განცხადებას ვერ ვაქვეყნებთ. პროდუქტების ჩანაცვლება ხდება და კიდევ მოხდება, ეს დამოკიდებულია მომარაგებაში რა პროდუქტებზე იქნება წვდომა. თუმცა აღვნიშნავ, რომ პროდუქტის გარეშე არავინ დარჩება“, - აღნიშნავენ თბილისის საბავშვო - ბაგა-ბაღების სააგენტოში. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება