სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო , ეტალონი

ETALONI.GE საგანმანათლებლო სივრცის ყველაზე სანდო და ეფექტიანი ვებ-გვერდია - კვლევის შედეგები
25-03-2020
-
+


საგანმანათლებლო-შემეცნებითი ვებ-გვერდი Etaloni.ge უკვე მე-5 წელია აქტიურად გთავაზობთ სასკოლო ცხოვრების სიახლეებს და ყოველდღიურ ამბებს, ოპერატიულად გაწოდებთ დადასტურებულ და ოფიციალურ ინფორმაციას განათლების სფეროში მიმდინარე მოვლენების შესახებ, გაცნობთ საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწე გამორჩეულ ადამიანებს, საინტერესო და შემეცნებით საგანმანათლებლო საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან. 

აღნიშნული დროის განმავლობაში Etaloni.ge-მ ასეულობით თანამოაზრე სკოლა და მილიონობით მნახველი გააერთიანა, არაერთი საინტერესო რუბრიკა და ადამიანი წარადგინა, სასკოლო ცხოვრებისა თუ გამორჩეული მოსწავლე-მასწავლებლების წარმოჩენის გააქტუალურება-გააქტიურების მიმართულება გააპოპულარულა და საქართველოს მასშტაბით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სასკოლო ცხოვრების ამსახველ საქვეყნო ონლაინ ჰაბად იქცა. 

სწორედ ამიტომ, 2020 წლის დასაწყისში Etaloni.ge-ს გუნდმა გადაწყვიტა საქმიანობის მე-5 წელი დამოუკიდებელი ანალიტიკური კვლევითი კომპანიის დახმარებით შეეფასებინა. ვებ-გვერდის ცნობადობის და ეფექტიანობის კვლევა 2020 წლის თებერვალში ჩატარდა, რომელიც პიარ საკონსულტაციო ჯგუფი-მა (PRCG) განახორციელა. აღნიშნული კვლევის შედეგების პრეზენტაცია-გაცნობას Etaloni.ge-ს გუნდი მასშტაბურად გეგმავდა, თუმცა არსებული სიტუაციის გათვალისწინებით ვალდებული ვართ შევცვალოთ გეგმა და კვლევას ამჯერად შემცირებული სახით გაგაცნობთ. 

საგანმანათლებლო-შემეცნებითი ვებ-გვერდი ETALONI.GE ცნობადობა და ეფექტიანობა 
კვლევა ჩატარდა 2 მიმართულებით:        
➊ სტატისტიკური კვლევა-მიმოხილვა
➋ კვლევა საქართველოს მასშტაბით

➊ სტატისტიკური კვლევა-მიმოხილვა Etaloni.ge-ს ვიზიტორთა დინამიკის შესახებ ჩატარდა Google Analytics-ის მონაცემებზე დაყრდნობით. შენიშვნა: Google Analytics არის Google-ის ვებ-ანალიზის ყველაზე სანდო სერვისი, რომელიც აღრიცხავს და ანალიზს უკეთებს ვებ-გვერდის ტრაფიკს. 

Google Analytics-ის მონაცემების მიხედვით 2019 წლის განმავლობაში ვებ-გვერდზე ვიზიტორების რაოდენობამ 11,7 მლნ-ს მიაღწია. 2020 წლის იანვრის თვის მაჩვენებელი კი 1,3 მლნ ვიზიტორი გახლდათ. 2019 წლის იანვარ-დეკემბრის და 2020 წლის იანვრის ვიზიტორთა დინამიკის საფუძველზე შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ წლის განმავლობაში ვიზიტორების რაოდენობა 15 მლნ-ს გადააჭარბებს

➋ კვლევა საქართველოში ჩატარდა 2 კომპონენტით:

⫸ სატელეფონი კვლევა 
კვლევის მეთოდი: სატელეფონო ინტერვიუ
კვლევის ობიექტი:  საჯარო სკოლების დირექტორები და მასწავლებლები
შერჩევის მოცულობა: 602 დასრულებული ინტერვიუ
შერჩევის დიზაინი:  შერჩევა განხორციელდა 1700 სკოლიდან მუნიციპალურ ჭრილში პირდაპირპროპორციული შერჩევით

⫸ ონლაინ კვლევა
კვლევის ობიექტი: საქართველოს მოსახლეობა
შერჩევის მოცულობა: 520 დასრულებული ინტერვიუ
შერჩევის დიზაინი: ინტერნეტ მომხმარებლები 
ერთი IP მისამართიდან ერთი რესპონდენტი

სატელეფონო და ონლაინ კვლევის საფუძველზე შედეგები დაიწყო 3 ძირითადი მიმართულებით
✔ სკოლებისთვის
Etaloni.ge მოსწავლეების და პედაგოგების სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის გაზრდას უწყობს ხელს
Etaloni.ge სკოლის საქმიანობის და აქტივობების ოპერატიულად წარმოჩენას უწყობს ხელს
Etaloni.ge განათლების სამინისტროს და მისი სტრუქტურების სისტემაში მიმდინარე მოვლენების ოფიციალური ინფორმაციის ოპერატიულ პირველწყაროს წარმოადგენს

ხოლო, პრიორიტეტულია: ინფორმაციები სკოლების შესახებ და ინფორმაციები წარმატებული მოსწავლეების შესახებ.

მშობლებისა და ოჯახისთვის

Etaloni.ge ამაღლებს მოსწავლეების მოტივაციას და განათლების დონეს
Etaloni.ge ხელს უწყობს სკოლის საქმიანობის და აქტივობების ოპერატიულად გავრცელებას
Etaloni.ge სკოლებსა და პედაგოგებს სტიმულს აძლევს მეტი აქტივობის დასაგეგმად

ხოლო, პრიორიტეტულია: პირველ რიგში - სიახლეები მათი სკოლის და მოსწავლეების შესახებ, შემდგომ - სიახლეებს სხვა სკოლების და მოსწავლეების შესახებ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ 

ონლაინ გამოკითხულთა 85.6% ისურვებდა, რომ Etaloni.ge-ზე განთავსებული იყოს ინფორმაციები ყველა სკოლის შესახებ. 

მესამე მიმართულება, რომელიც Etaloni.ge-სთვის განსაკუთრებით საამაყო და საქმიანობის პრინციპს წამოადგენს - ეთნიკური უმცირესობების ჭრილში სახელმწიფო ენის ფლობის ხელშეწყობა და სახელწიფოებრივი აზროვნების განვითარებაა. 

ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სკოლების წარმომადგენლებისთვის
Etaloni.ge მიიჩნევა არაქართულენოვანი სკოლების ინტეგრაციის და საელმწიფო ენის უკეთ ფლობის ხელშემწყობ საშუალებად (სამცხე-ჯავახეთი 58.3%, ქვემო ქართლი 37.3%).

ხოლო, სამცხე-ჯავახეთის სკოლების წარმომადგენლების 91,7% და ქვემო ქართლის სკოლების წარმომადგენლების 80.8% Etaloni.ge-ს ყოველდღიურად ან კვირაში რამდენჯერმე სტუმრობს. 

კვლევის ძირითადი მიგნებები (მოკლე ვერსია)

► საგანმანათლებლო ვებ-გვერდებიდან Etaloni.ge ყველაზე ცნობადი ვებ-გვერდია, როგორც საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებში, ასევე მოსახლეობაში

► საგანმანათლებლო ვებ-გვერდებიდან Etaloni.ge ინფორმაციის პირველწყაროს წარმოადგენს

► განათლების სფეროზე ფოკუსირებული ვებ-გვერდების ყოველდღიურად ვიზიტორთა 93.5% Etaloni.ge-ს ყოველდღიური მკითხველია

► კონკრეტული შეხსენების გარეშე, კითხვაზე - გთხოვთ დაგვისახელოთ ვებ-გვერდი, რომელიც ფოკუსირებულია და თემატურად ავრცელებს სკოლებში არსებულ სიახლეებს და ინფორმაციებს მათი პედაგოგების და წარჩინებული მოსწავლეების შესახებ, პირველ ადგილზე 32.5%-ით დასახელდა Etaloni.ge

ბოლოს კი დასკვნის სახით შეგვიძლია კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ დღევანდელ, თანამედროვე ტექნოლოგიების, ეპოქაში მნიშვნელოვანია ინტერნეტ ტექნოლოგიების საშუალებითა და  გამოყენებით სკოლის მსოფლიო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირება. 

მოსწავლისათვის კი აუცილებელია ინტერნეტის სწორად გამოყენების უნარების განვითარება და თავის მხრივ მისი სკოლის დაფიქსირება, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, საზოგადოებრივად აქტიურ სკოლად.

კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია 3 ივნისს დასრულდება - დოკუმენტების ჩამონათვალი და სხვა  მნიშვნელოვანი ინფორმაცია

 სკოლების შესახებ გადაწყვეტილებებს 16 კაციანი კომისია მიიღებს - დეტალები 

ექსპერტთა შერჩევის მიზნით ვაკანსია გამოცხადდა - ვადები და დეტალები

შერჩეული კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნა განხორციელდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან

ცენტრს უფლება აქვს აბიტურიენტს მოსთხოვოს ატესტატის ასლის მიტანა

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

„როდესაც პატარები ჩვენი სკოლის ზღურბლს გადმოაბიჯებენ, მინდა, მათმა მშობლებმა მშვიდად ამოისუნთქონ. აქ, ამ კედლებში, მათ ხვდებათ მეორე დედა  - პირველი მასწავლებელი“...

სკოლები

შერჩეული კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნა განხორციელდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან

დაბა სიონის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა 9 პირველკლასელმა

დირექციამ და პედაგოგებმა ახალგაზრდების წამატებისკენ სავალი გზა დაულოცეს

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება