სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

„ნეტა 15 ივნისამდე გაგრძელდეს“ - რას ფიქრობენ მოსწავლეები არდადეგების გახანგრძლივებაზე
11-03-2020
-
+


არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა და ბავშვების სიხარული ვირუსის გავრცელების საფრთხემაც ვერ ჩაახშო.

აუ, რა მაგარია, ვისვენებთ - ასეთია ბავშვების უმრავლესობის რეაქცია. რა დააოკებს ამათ სახლში - ეს კი მშობლების ფიქრებია.

Etaloni.ge იმით დაინტერესდა, რას აკეთებენ ბავშვები გაუთვალისწინებელი დასვენების პერიოდში. მიუხედავად იმისა, რომ არადდეგების ნაყოფიერად გამოყენებაზე უამრავი რჩევა არსებობს, მოზარდების გათვლა და ინტერესები გართობაზე გადის. 

ასე რომ, ტყუილად ჰგონიათ სამსახურში მყოფ მშობლებს, მათი შვილები სახლში სხედან და მსოფლიო ლიტერატურის შედევრებს ეცნობიან... შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოკითხული მოზარდები სრულიად საპირისპიროს ამბობენ:

ზუკა, 12 წლის: „კარგია, არდადეგები რომ გვაქვს; თან დათბა და ბავშვები სულ ეზოში ვართ. ვთამაშობთ, ვსაუბრობთ... გვიანობამდე არ ავდივართ სახლში. არდადეგები „ქუუუულ“.

ლუკა, 9 წლის:აუუუუ, კიდევ გადაიდო სწავლა?! ძაან, ძაან მაგარია... ნეტა სულ იყოს კორონა“.

მარიამი, 14 წლის: „დავიღალე სახლში ჯდომით. მომბეზრდა, მინდა სწავლა დაიწყოს და სამეცადინოც გვქონდეს. უსაქმოდ ყოფნა არ მიყვარს“.

თეკლა, 7 წლის: „არ შეიძლება, თან არდადეგები იყოს და თან ეს ვირუსი არ არსებობდეს?! ეზოში ვერ გაგიშვებ, მეშინიაო, - დედიკო მეუბნება. ვერ გავიგე კორონა გვაქვს თუ დაგვაპატიმრეს!“

ლიზი, 14 წლის: „დედა მეუბნება, სანამ არდადეგებია წიგნი წაიკითხეო, მაგრამ არ მინდა, მეზარება... ბავშვებთან ერთად ეზოში მინდა ყოფნა. ძლივს გავიდა ზამთარი“.

დათა, 7 წლის: „მამიკო დედიკოს ეუბნებოდა, სოფელში წავიდეთ, იქ კორონა ვერ მოგვაგნებსო და მე ტირილი დავიწყე. არსად წასვლა არ მინდა, ბავშვები ეზოში არიან და მეც მათთან ვთამაშობ. სოფელში რა ვაკეთო... დროზე მორჩეს კორონა!“

მაკუნა, 6 წლის: „ვერ გავიგე, რის ეშინიათ? კორონა ხომ გვირგვინია - მე ბებო რუსულს მასწავლის და ამიხსნა, რომ კორონა გვირგვინია. მგონი, სულ ტყუილად გვაშინებენ; ჰოდა, ნეტა ბარემ 15 ივნისამდე გაგრძელდეს არდადეგები. დავიღალეთ ბავშვები“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პოლოს ტიპის მაისური, როლინგი... - კიდევ რა შეგიძლიათ ჩააცვათ ბავშვს პიჯაკის ქვეშ და რა გამონაკლისები დაიშვება ფორმებზე

მასწავლებლებს აპელაციისთვის გადახდილი თანხის დაბრუნება შეუძლიათ - ვადები, პირობები და სხვა დეტალები

2026-2027 სასწავლო წლის საათობრივი ბადე - რომელ საგნებშია ყველაზე მეტი და ყველაზე ნაკლები დატვირთვა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

„გვყავს 7 წარმატებული კურსდამთავრებული, რომელთა მიღწევაც ჩვენი სკოლისთვის დიდი სიამაყისა და სიხარულის საფუძველია“

„გისურვებთ პროფესიულ წინსვლასა და წარმატებას ჩვენი სკოლისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ“
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება