სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
04-03-2020
-
+


ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში კორონავირუსის პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

„დედასავით თქვენზე შეყვარებული, მზრუნველი, მოამაგე და გულშემატკივარი თქვენი მე-17 საჯარო სკოლა გილოცავთ დედის დღეს და ჯანმრთელობას გისურვებთ. სწორედ დღეს, 3 მარტს, სკოლაში ვირუსული ინფექციის გავრცელების რისკის შესამცირებლად ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

სკოლის შენობის ინტერიერი, საკლასო ოთახები, კაბინეტ- ლაბორატორიები, დამხმარე სათავსოები, საპირფარეშოები, სპორტული დარბაზები, საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა, კვების ობიექტი, სულ 6500 კვ.მ ფართობი დამუშავდა სპეციალური სადეზინფექციო მაღალი აქტიური ხსნარით, რომელსაც გააჩნია სადეზინფექციო ფართო სპექტრი: ბაქტერიოციდული, მიკრობაქტერიოციდული, ფინგიოციდური და ვირუსიციდული.

სადენზიფექციო სამუშაოები შეასრულა ქუთაისის დეზინფექციისა და სპეციალური ეპიდზედამხედველობის სამსახურმა. სამსახურის დირექტორმა, რუსუდან ხაჭაპურიძემ, სკოლის თანამშრომლებთან , ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების საკითხებზე საინფორმაციო საუბრები ჩაატარა. მან მადლაობა გადაუხადა სკოლის თანამშრომლებს, რომ სკოლაში არის იდეალური სისუფთავე ყველგან და გამოიყენება ცხელი წყლი. მისცა შესაბამისი რეკომენდაციები, რომ სწავლის განახლებისას ხელის ჰიგიენის დაცვის მიზნით, სკოლაში შემომსვლელთათვის ხელის დეზინფექტანტი გამოიყენონ.

„სამუშაოების დაწყებამდე სკოლა  სველი წესით დასუფთავდა. სადეზინფექციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ასევე გაიწმინდება სველი წესით, ყველანაირი რეკომენდაციების დაცვით. ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლა მადლობას უხდის სკოლის თანამშრომლებს : ლელას, ნონას, ნონას, ვალიდას, რუსუდანს, მზიას, თამილას, ისინი განუწყვეტლივ დიდი შრომას ეწევიან და ზრუნავენ სისუფთავეზე. მოგმართავთ თხოვნით დააფასოთ ამ ადამიანების შრომა, გაუფრთხილდეთ ერთმანეთს და დაიცვათ წესები ყველგან საკლასო ოთახებში, სველ წერტილებში, ეზოში, დერეფნებში სახლში, შინ და გარეთ რათა თავიდან ავირიდოთ ჯანმრთელობის პრობლემები. კიდევ ერთხელ ჯანმრთელობას გისურვებთ“,-წერს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო - ინსტრუქცია და რეკომენდაციები 

შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია

სკოლებს ახალი უფლებამოსილება მიენიჭათ - მინისტრის ბრძანება ძალაშია

12 ახალი კადრის მისაღებად კონკურსი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა - ვადები და დეტალები

„შემოგვაქვს სმარტ-კლასები“... - ახალი სასწავლო წლის ცვლილებებზე მინისტრის განმარტებები

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მზად ვართ ახალი მწვერვალების დასაპყრობად და ველით დღეს, როდესაც სკოლის ეზოში პირველი ზარი დაირეკება“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება