სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მარადისის საჯარო სკოლის მოსწავლეები სართიჭალის მეურნეობაში იმყოფებოდნენ
04-03-2020
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის მარადისის საჯარო სკოლის მოსწავლეები დეკორატიულ მცენარეების მწარმოებელი ასოციაციის წარმომადგენლებთან სართიჭალის მეურნეობაში იმყოფებოდნენ. მარადისის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად იყვნენ კასუმლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებიც.

ვიზიტის მიზანი იყო მარადმწვანე და ფოთლოვანი მცენარეების შესახებ ცოდნის გაღრმავება და მათი შერჩევა სოფელში არსებული სკვერის გასალამაზებლად.

თითოეული მცენარის ვიზუალურად აღქმამ და ასოციაციის წარმომადგენლებისგან ახალი ინფორმაციის გაცნობამ ინტერესი მცენარეთა მიმართ უფრო გააღვივა.

მსმენელები გაიყვნენ ორ ჯგუფად და ჩამოწერეს ის მცენარეები, რომლებიც, მათი აზრით, უნდა განთავსებულიყო სკვერში.

მოსწავლეებმა შეარჩიეს მარადმწვანე და ფოთლოვანი მცენარეები ბიოლოგიური თვისებურებების, ნიადაგისა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით.

ასოციაციის წარმომადგენლებმა შეაფასეს მოსწავლეთა ნამუშევრები, მოისმინეს არგუმენტები, თუ რატომ შეირჩა ესა თუ ის მცენარე და მოსწავლეებს მისცეს რეკომენდაციები.

აქტივობა შეესაბამება მდგრადი განვითარების მე-4( ხარისხიანი განათლება ) , მე-15(დედამიწის ეკოსისტემები) მე-17(თანამშრომლობა) მიზნებს.

სკოლა აქტივობებს ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში ახორციელებს.


იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია

სკოლებს ახალი უფლებამოსილება მიენიჭათ - მინისტრის ბრძანება ძალაშია

12 ახალი კადრის მისაღებად კონკურსი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა - ვადები და დეტალები

„შემოგვაქვს სმარტ-კლასები“... - ახალი სასწავლო წლის ცვლილებებზე მინისტრის განმარტებები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება