სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კერძო სკოლა „დავითიანში“ ოკუპაციის კვირეული ჩატარდა
02-03-2020
-
+


ბოლნისის კერძო სკოლა „დავითიანში“ისტორიის პედაგოგისა და სკოლის თვითმმართველობის ორგანიზებით ოკუპაციის კვირეული ჩატარდა.

კვირეული სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობებით იყო დატვირთული.

გაიმართა უფროსკლასელების მიერ მომზადებული კონფერენცია-პრეზენტაცია თემებზე: „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბება - 1918-1921 წლები“, „აჯანყება ქართლის მთიანეთში - 1804 წელი“, „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაპყრობა საბჭოთა რუსეთის მიერ“. 

მე-8, მე-9, მე-10 კლასების მოსწავლეებისთვის გაიმართა დოკუმენტური ფილმების ჩვენება: „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ქრონიკები“, „1921 წლის 25 თებერვალი - საქართველოს გაწითლება“, „იუნკერები“. 

მოსწავლეებმა დაამზადეს კედლის გაზეთები, ხოლო მომდევნო დღეს გაიმართა დისკუსია საქართველოს ოკუპაციის თემაზე. 

კვირეული ვიქტორინით დასრულდა.

კვირეულის ვიქტორინა ჩაატარა მაკა მარტიაშვილმა და დიანა კაგრამანიანმა პროექტ „ისწავლე და გამოსცადე აქტიური მრავალეთნიკური მოქალაქეობის“ ფარგლებში.

„მადლობა საერთაშორისო ასოციაციას Civitas Georgica-ს და ევროპულ პარტნიორ ორგანიზაციებს (Edukator Poland, Demnet Hungary და Agora CE Czech Republic) ამ არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელების შესაძლებლობისთვის“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები






კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო - ინსტრუქცია და რეკომენდაციები 

მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა - ვალდებულებები, მოთხოვნები, ცვლილებები

შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია

სკოლებს ახალი უფლებამოსილება მიენიჭათ - მინისტრის ბრძანება ძალაშია

12 ახალი კადრის მისაღებად კონკურსი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა - ვადები და დეტალები

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მზად ვართ ახალი მწვერვალების დასაპყრობად და ველით დღეს, როდესაც სკოლის ეზოში პირველი ზარი დაირეკება“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება