სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საჯარო სკოლების შემოწმებას განათლების სამინისტრო უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს - რამდენ სკოლაში გამოვლინდა მნიშვნელოვანი ხარვეზები? 
28-02-2020
-
+


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო სკოლების მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს.


სამინისტროს ცნობით, უწყება სრულად იცავს საერთაშორისო სტანდარტითა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილ რეკომენდაციებს და სასწავლო პროცესის ეფექტიანი მართვის მიზნით, საჯარო სკოლების მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს.

27 თებერვლის მონიტორინგის შედეგების თანახმად, საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიერ საქართველოს მასშტაბით უკვე შემოწმებულია 1100 საჯარო სკოლის სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა. სკოლების უმრავლესობაში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები დაცულია და გათვალისწიებულია სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები. შემოწმების შედეგად  მნიშვნელოვანი ხარვეზები მხოლოდ 15 სკოლაში დაფიქსირდა, რაზეც სკოლების ადმინისტრაცებს მიეცათ რეკომენდაცია, ხარვეზების დაუყოვნებლივი გამოსწორების თაობაზე. აღნიშნული სკოლები 28 თებერვალს განმეორებით შემოწმდა და სკოლაში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური გარემო სრულად დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა. 

28 თებერვალს,  საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიერ საქართველოს მასშტაბით შემოწმდა 700 საჯარო სკოლა.  ხარვეზები გამოვლინდა მხოლოდ 9  სკოლაში. ამ სკოლების ადმინისტრაციებს მიეცათ მითითება, არსებული დარღვევები უმოკლეს დროში აღმოფხვრან.   

რაც შეეხება მოსწავლეთა მხრიდან საგაკვეთილო პროცესის გაცდენის მაჩვენებელს, 27-28 თებერვალს, გაცდენების რაოდენობა 20 %-ის ფარგლებში მერყეობს.
 
ორი დღის განმავლობაში საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიერ საქართველოს მასშტაბით შემოწმებულია სულ 1800 საჯარო სკოლა, მონიტორინგის პროცესი  უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები
„როდესაც სიკეთისთვის ვერთიანდებით, თითოეულ პატარა ნაბიჯს დიდი მნიშვნელობა აქვს!“
 

„მობილური ტელეფონების შეზღუდვა, სასკოლო ფორმების დაწესება, მოსწავლეებში თანასწორობის განცდას აძლიერებს“...

გორის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლის ბრწყინვალე სპორტული წარმატებით ხარობენ
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება