სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა ტესტირების თარიღი, ადგილი და ხანგრძლივობა განისაზღვრა
27-02-2020
-
+


საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა ტესტირების ჩატარების თარიღი, ადგილი, და ხანგრძლივობა განისაზღვრა. ბრძანებას მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს. 

დირექტორობის მსურველთა გამოცდა 6 და 7 მარტს ჩატარდება. ტესტირების ხანგრძლოვობაა 4 საათი.  პირველი სესია 9 საათზე დაიწყება, ხოლო ტესტირებაზე რეგისტრაციისთვის აპლიკანტი 8 საათიდან უნდა გამოცხადდეს. მეორე სესია 16 საათზე იწყება, რომელზე რეგისტრაციაც 15 საათიდან იქნება შესაძლებელი. 


საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის ტესტირება შემდეგ საგამოცდო ცენტრებში გაიმართება:

სსიპ კოლეჯი „ახალი ტალღა“. მისამართი: ქალაქი ქობულეთი, რუსთაველის N154

სსიპ „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“. მისამართი: ქალაქი თბილისი, გურამ ფანჯიკიძის N3
სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. მისამართი: ქალაქი თბილისი, კოსტავას N68 (I კორპუსი).

დირექტორობის მსურველი ვალდებულია თან იქონიოს:

  • საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი;
  • საიდენტიფიკაციო უნიკალური კოდი, რომელიც მიენიჭა რეგისტრაციის დროს;
  • საწერი კალამი.
იხილეთ მინისტრის ბრძანება

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება