სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

''ეტალონის'' ფინალის აზერბაიჯანელი მონაწილე, რომელმაც ღირსეული კონკურენცია გაუწია ქართველ თანატოლებს
30-06-2017
-
+


ელმარ ბაკიროვი მარნეულში, საზღვრისპირა სოფელ კასუმლოში ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ სექტორში სწავლობს, ენის ბარიერი მაინც მთავარ პრობლემად რჩება.

''ეტალონის'' ფინალში ის მარნეულს წარმოადგენდა და ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა. კონკურსის აზერბაიჯანელმა მონაწილემ ღირსეული კონკურენცია გაუწია ქართველ თანატოლებს. ელმარმა 85 ქულის მოპოვება 81.86 წამში შეძლო და მე-12 ადგილზე გავიდა. აღსანიშნავია, ისიც, რომ მე-6 ადგილიდან მე-14 ადგილის ჩათვლით გასულ მონაწილეებს, თანაბარი 85-85 ქულა ჰქონდათ. ყველაფერი დრომ გადაწყვიტა. 

ჩვენთან საუბრისას ''მარნეულის ეტალონი მოსწავლე'' ელმარ ბაკიროვი აღნიშნავს, რომ ''ეტალონში'' მონაწილეობა მისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს:

''ძალიან კმაყოფილი ვარ ღონისძიებით და ჩემი შედეგით. ''ეტალონში'' მონაწილეობა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, ძალიან კარგი პროექტია. დიდ მადლობას ვუხდი მის წამყვანსა და ავტორს და ჩემს მასწავლებლებს''.

მარნეულის  მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი მთელი მუნიციპალიტეტის სახელით ულოცავს ელმარს ''ეტალონში'' მიღწეულ წარმატებას:

''უპირველეს ყოვლისა, განსაკუთრებული დამოკიდებულება და მოწონება მინდა გამოვხატო ეროვნულ-საგანმანათლებლო პროექტ ''ეტალონის'' მიმართ, რომელიც წლებია ემსახურება ახალგაზრდებში მოტივაციის ამაღლებას და ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოვლენას. მაღალი ინტელექტუალური რესურსისა  და განათლების მქონე თაობა  ჩვენი ქვეყნის  უკეთესი მომავლის საწინდარია. მახარებს ის ფაქტი, რომ ამ უმნიშვნელოვანეს პროექტში აქტიურად არიან ჩართულები მარნეულელი მოსწავლეები, როგორც ქართველი, ისე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოზარდები და ყოველ წელს აუმჯობესებენ მიღწეულ შედეგებს. ჩვენი მუნიციპალიტეტიდან 2016-2017 სასწავლო წლის ''ეტალონის'' გრანდიოზულ ღონისძიება-კონკურსში, რომელიც ბათუმში გაიმართა, მონაწილეობდა კასუმლოს სკოლის მოსწავლე ელმარ ბაკიროვი. მან წარმატებით იასპარეზა და საუკეთესო შედეგებიც აჩვენა. მუნიციპალიტეტის სახელით ვულოცავ ელმარს ამ უდიდეს წარმატებას! ვუსურვებ გამარჯვებებს და წინსვლას ცხოვრების ყველა ეტაპზე. და ბოლოს, უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო პროექტ ''ეტალონის'' ხელმძღვანელს ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს, შემოქმედებით გუნდს, რომელსაც უდიდესი წვლილი შეაქვს ცოდნის პოპულარიზაციისა და ახალგაზრდების  განათლების საქმეში.''

მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სპეციალისტი მარიამ ტყეშელაშვილი აღნიშნავს, რომ ამაყობს ელმარის მიღწევით:

''ბატონი გოჩა ტყეშელაშვილი ძალიან კარგ საქმეს აკეთებს ქვეყნისთვის. ''ეტალონი'' ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, რომ თავიანთი უნარი და ცოდნა წარმოაჩინონ. გარდა ამისა, ეს პროექტი ყველა მუნიციპალიტეტს აერთიანებს. ამ ღონისძიების მიმდინარეობისას და განწყობა არის ქართული, მამულიშვილური. რაც შეეხება ''მარნეულის ეტალონი მოსწავლის'' წარმატებას, ძალიან სასიხარულოა. ელმარ ბაკიროვი ძალიან ნიჭიერი ბიჭია, კარგად იცის ქართული, გარდა ამისა, ძალიან კარგი მოსწავლეა, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე. მიუხედავად იმისა, რომ ათეულში ვერ შევიდა და საპრიზო ადგილი ვერ დაიკავა, ქულები მაინც ჰქონდა, რომ საპრიზო ადგილი დაეკავებინა. ჩვენთვის ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რამდენი წამი იყო განსხვავება, მთავარია, რომ ბევრ კითხვაზე გასცა სწორი პასუხი. ვამაყობთ მისით. მუნიციპალიტეტის გამგებელი ბატონი მერაბი აუცილებლად შეხვდება ელმარს და მადლობას გადაუხდის.''

ია ფუტკარაძე ელმარის ქართულ ენისა და ლიტერატურას მასწავლებელია. ჩვენთან საუბრისას ხაზს უსვამს მის პიროვნულ თვისებებს და აღნიშნავს, რომ ელმარი ძალიან პასუხისმგებლიანი ბიჭია, არასდროს არ მოსულა სკოლაში მოუმზადებელი:

''მარნეულის რაიონში არის საზღვრისპირა პატარა სოფელი კასუმლო. მე და ჩემმა მეუღლემ 10 წლის წინ კასუმლოს სკოლაში ქართული სექტორი გავხსენით. ელმარიც ქართული სექტორის მოსწავლეა. მისი შედეგი ''ეტალონის'' ფინალზე ნამდვილად იმსახურებს აღნიშვნას - მე-12 ადგილი 85 ქულით. ჩემი გულისტკივილი ისაა, რომ ელმარს არც კომპიუტერი აქვს, არც ინტერნეტთან წვდომა, მობილური ტელეფონიც კი არ აქვს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბავშვი კომპიუტერს და ინტერნეტს ცოდნის გასაღრმავებლად გამოიყენებს. ჩემი დიდი სურვილია, რომ რაიმე ჯილდო, თუნდაც ნოუთბუქი მაინც გადაეცეს მას. ამის შესახებ მინისტრსაც კი მივწერე. ელმარი ძალიან პასუხისმგებლიანი ბიჭია, არასდროს არ მოსულა სკოლაში მოუმზადებელი, ამაში მისი ყველა პედაგოგი დამეთანხმება. ძალიან გულდაწყვეტილი იყო, რომ ვერ მოიგო, მას გამარჯვება ნამდვილად შეეძლო. ელმარი ძალიან მონდომებულია და არ მინდა, რომ მოტივაცია დაეკარგოს იმის გამო, რომ არ დაჯილდოვდა. მას ჩვენი ხელშეწყობა, სახელმწიფოს დახმარება სჭირდება. ვფიქრობ, ბევრს მიაღწევს, თუ ხელს შევუწყობთ, რომ მოტივაცია არ დაკარგოს. უღრმესი მადლობა მინდა გითხრათ, რომ ჩემს მოსწავლეს ამ პროექტში მონაწილეობის შანსი მიეცა და უფრო თავდაჯერებული გახდა.''

შეგახსენებთ, რომ ''ეტალონის'' საზეიმო ფინალი ქალაქ ბათუმში, ბულვარში მდებარე საზაფხულო თეატრში გაიმართა. ''ეტალონის'' გრანდიოზული ფინალი ბათუმის მერიისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

პიროვნება
სკოლები

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება და მათ ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება